სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკორდი კოსმოსში: "პარკერის" ზონდი მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა და 930 გრადუს ცელსიუსს გაუძლო - რას ამბობენ NASA შთამბეჭდავ მისიაზე
რეკორდი კოსმოსში: "პარკერის" ზონდი მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა და 930 გრადუს ცელსიუსს გაუძლო - რას ამბობენ NASA შთამბეჭდავ მისიაზე

კოს­მო­სურ­მა ზონდმა "პარ­კერ­მა" წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა მო­რი­გი ფრე­ნა მზის სი­ახ­ლო­ვეს და ახა­ლი კოს­მო­სუ­რი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

  • NASA-ს ინ­ჟინ­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ აპა­რა­ტი 24 დე­კემ­ბერს იმა­ზე ახ­ლოს მი­ვი­და მზეს­თან, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი ოდეს­მე. იმ დრო­ის­თვის, მზის დამ­ცავ ფარ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა 930 გრა­დუს ცელ­სი­უსს აღ­წევ­და. ზონდმა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სიგ­ნა­ლი და­კარ­გა, სა­ბო­ლო­ოდ, კი, პა­რას­კევს დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­მოჩ­ნდა.

მზის ზე­და­პი­რი­დან „პარ­კერს“ მხო­ლოდ 6,1 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რი აშო­რებ­და — თით­ქმის ათ­ჯერ უფრო ახ­ლოს იყო, ვიდ­რე მერ­კუ­რი, რომ­ლის მზეს­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე პლა­ნე­ტაა.

შე­და­რე­ბის­თვის, მზი­დან დე­და­მი­წამ­დე სა­შუ­ა­ლო მან­ძი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­ონ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

NASA-ში აცხა­დე­ბენ, რომ ზონდმა მზის სი­ახ­ლო­ვეს ფრე­ნა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ი­ტა­ნა და არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია, რაც მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მზის გვირ­გვინ­ში შეს­ვლი­სას "პარ­კე­რის" სიჩ­ქა­რე თით­ქმის 700 000 კმ/სთ-მდე ავი­და, მას თან უნდა გა­ეძ­ლო 1 000 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რის­თვის.

"მზის ახლო მან­ძი­ლი­დან შეს­წავ­ლა „პარ­კერს“ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს აწარ­მო­ოს ისე­თი გა­ზომ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, გა­ი­გონ, რო­გორ ხურ­დე­ბა მა­ტე­რია იქ მი­ლი­ო­ნო­ბით გრა­დუ­სამ­დე, გა­მო­იკ­ვლი­ონ მზის ქა­რის წარ­მო­შო­ბა და და­ი­ნა­ხონ, რო­გორ ჩქარ­დე­ბა მა­ღა­ლე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ დო­ნემ­დე" - ნათ­ქვა­მია NASA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­ვლევ­დნენ მზეს, მაგ­რამ მისი ატ­მოს­ფე­როს ნამ­დვი­ლი გა­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ნამ თა­ვად არ შეხ­ვალ მას­ში" - აღ­ნიშ­ნა NASA-ს სა­მეც­ნი­ე­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლა ფოქსმა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პარ­კე­რის მი­სია 2018 წელს გა­უშ­ვეს და შვიდ წე­ლი­წად­ზე იყო გათ­ვლი­ლი; მას შემ­დეგ ზონდმა 21-ჯერ გა­და­უფ­რი­ნა მზეს, ყო­ვე­ლი ახა­ლი ფრე­ნი­სას უფრო მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბო­და მას. თუმ­ცა 24 დე­კემ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ფრე­ნამ ყვე­ლა წინა რე­კორ­დი მოხ­სნა.

მზი­დან 6,1 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა შთამ­ბეჭ­და­ვად დიდი ჩან­დეს, თუმ­ცა ნი­კო­ლა ფოქ­სის გან­მარ­ტე­ბით, შე­და­რე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს ცვლის:

  • "თუ მზე­სა და დე­და­მი­წას ერთი მეტ­რის მან­ძილ­ზე გან­ვა­თავ­სებთ, "პარ­კერ­მა" მზეს მხო­ლოდ 4 სან­ტი­მეტ­რის მან­ძილ­ზე ჩა­უ­ა­რა - ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან ახ­ლოა.“

უზარ­მა­ზა­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის გარ­და, აპა­რატს მზის ძლი­ერ რა­დი­ა­ცი­აც ემუქ­რე­ბო­და, რაც მის ელექტრო­ნულ სის­ტე­მებს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნებ­და.

თუმ­ცა „პარ­კე­რის“ ნახ­შირ­ბად­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა დამ­ცავ­მა ეკ­რან­მა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი. სიჩ­ქა­რე, რომ­ლი­თაც ზონ­დი მზის ცხელ ზო­ნას გა­დი­ო­და, იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ ლონ­დო­ნი­დან ნიუ-იორ­კამ­დე გა­დაფ­რე­ნას მხო­ლოდ 30 წამი დას­ჭირ­დე­ბო­და.

ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნილ­მა აპა­რატ­მა ოდეს­მე გა­ნა­ვი­თა­რა, და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მზის უზარ­მა­ზა­რი გრა­ვი­ტა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რეკორდი კოსმოსში: "პარკერის" ზონდი მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა და 930 გრადუს ცელსიუსს გაუძლო - რას ამბობენ NASA შთამბეჭდავ მისიაზე

რეკორდი კოსმოსში: "პარკერის" ზონდი მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა და 930 გრადუს ცელსიუსს გაუძლო - რას ამბობენ NASA შთამბეჭდავ მისიაზე

კოსმოსურმა ზონდმა "პარკერმა" წარმატებით დაასრულა მორიგი ფრენა მზის სიახლოვეს და ახალი კოსმოსური რეკორდი დაამყარა.

  • NASA-ს ინჟინრებმა დაადასტურეს, რომ აპარატი 24 დეკემბერს იმაზე ახლოს მივიდა მზესთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა კოსმოსური ხომალდი ოდესმე. იმ დროისთვის, მზის დამცავ ფარზე ტემპერატურა 930 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ზონდმა სამი დღის განმავლობაში სიგნალი დაკარგა, საბოლოოდ, კი, პარასკევს დილის 5 საათზე გამოჩნდა.

მზის ზედაპირიდან „პარკერს“ მხოლოდ 6,1 მილიონი კილომეტრი აშორებდა — თითქმის ათჯერ უფრო ახლოს იყო, ვიდრე მერკური, რომლის მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა.

შედარებისთვის, მზიდან დედამიწამდე საშუალო მანძილი დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრს შეადგენს.

NASA-ში აცხადებენ, რომ ზონდმა მზის სიახლოვეს ფრენა შეუფერხებლად გადაიტანა და არანაირი დაზიანება არ მიუღია, რაც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

მზის გვირგვინში შესვლისას "პარკერის" სიჩქარე თითქმის 700 000 კმ/სთ-მდე ავიდა, მას თან უნდა გაეძლო 1 000 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურისთვის.

"მზის ახლო მანძილიდან შესწავლა „პარკერს“ საშუალებას მისცემს აწარმოოს ისეთი გაზომვები, რომლებიც მეცნიერებს დაეხმარება, გაიგონ, როგორ ხურდება მატერია იქ მილიონობით გრადუსამდე, გამოიკვლიონ მზის ქარის წარმოშობა და დაინახონ, როგორ ჩქარდება მაღალენერგეტიკული ნაწილაკები სინათლის სიჩქარესთან მიახლოებულ დონემდე" - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

"საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იკვლევდნენ მზეს, მაგრამ მისი ატმოსფეროს ნამდვილი გაგება შეუძლებელია, სანამ თავად არ შეხვალ მასში" - აღნიშნა NASA-ს სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლა ფოქსმა BBC-სთან ინტერვიუში.

პარკერის მისია 2018 წელს გაუშვეს და შვიდ წელიწადზე იყო გათვლილი; მას შემდეგ ზონდმა 21-ჯერ გადაუფრინა მზეს, ყოველი ახალი ფრენისას უფრო მეტად უახლოვდებოდა მას. თუმცა 24 დეკემბერს განხორციელებულმა ფრენამ ყველა წინა რეკორდი მოხსნა.

მზიდან 6,1 მილიონი კილომეტრის დაშორება, ერთი შეხედვით, შესაძლოა შთამბეჭდავად დიდი ჩანდეს, თუმცა ნიკოლა ფოქსის განმარტებით, შედარებითი მაჩვენებლები ყველაფერს ცვლის:

  • "თუ მზესა და დედამიწას ერთი მეტრის მანძილზე განვათავსებთ, "პარკერმა" მზეს მხოლოდ 4 სანტიმეტრის მანძილზე ჩაუარა - ეს მართლაც ძალიან ახლოა.“

უზარმაზარი ტემპერატურების გარდა, აპარატს მზის ძლიერ რადიაციაც ემუქრებოდა, რაც მის ელექტრონულ სისტემებს სერიოზულად დააზიანებდა.

თუმცა „პარკერის“ ნახშირბადზე დაფუძნებულმა დამცავმა ეკრანმა წარმატებით გაართვა თავი. სიჩქარე, რომლითაც ზონდი მზის ცხელ ზონას გადიოდა, იმდენად მაღალი იყო, რომ ლონდონიდან ნიუ-იორკამდე გადაფრენას მხოლოდ 30 წამი დასჭირდებოდა.

ეს არის ყველაზე მაღალი სიჩქარე, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილმა აპარატმა ოდესმე განავითარა, და ეს შესაძლებელი გახდა მზის უზარმაზარი გრავიტაციის მეშვეობით.

წყარო