სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ "ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში
"ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ "ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

და­ი­წყო მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ნათ­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი რუ­სუ­ლი გზა და­ი­კა­ვა, რუ­სულ გზა­ზე დად­გა და თავს ისე აჩ­ვე­ნებს, თით­ქოს ევ­რო­პის­კენ სურს მოძ­რა­ო­ბა - ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ვერ და­ი­ნა­ხა და მეც ნათ­ლად ვერ და­ვი­ნა­ხე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რუ­სუ­ლი გზა, რო­მე­ლიც 2019 წლის 29 ივ­ნისს, გავ­რი­ლო­ვის ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ მხა­რეს არ­სე­ბობს "ხალ­ხი და მე­ო­რე მხა­რეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი“.

"სა­ქარ­თვე­ლოს ორი ნა­წი­ლი არ არ­სე­ბობს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო კონფრონ­ტა­ცი­ის­კენ მივ­დი­ო­დეთ. ორი მხა­რე არ არის. ერთ მხა­რეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი და მე­ო­რე მხა­რეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი. მინ­და გი­თხრათ, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ნათ­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი რუ­სუ­ლი გზა და­ი­კა­ვა, რუ­სულ გზა­ზე დად­გა და თავს ისე აჩ­ვე­ნებს, თით­ქოს ევ­რო­პის­კენ სურს მოძ­რა­ო­ბა და რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მათ მხარ­დამ­ჭე­რებ­საც სურთ ევ­რო­პუ­ლი გზა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა და არ­ჩევ­ნე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ. აი. ამ რი­ცხვებს გვა­ნა­ხებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს თუ სურთ, რომ რა­ღაც ნა­წი­ლი მა­ინც დარ­ჩეს მათი ოც­ნე­ბის, ამ იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ნა­წი­ლობ­რივ ცდი­ლო­ბენ.

ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ვერ და­ი­ნა­ხა და მეც, ნათ­ლად ვერ და­ვი­ნა­ხე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რუ­სუ­ლი გზა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2019 წლის 29 ივ­ნისს გავ­რი­ლო­ვის ინ­ცი­დენ­ტის დროს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და. ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ინ­ცი­დენ­ტი იყო, მა­შინ "კო­ვი­დი“ მძვინ­ვა­რებ­და და და­ვი­წყე­ბუ­ლი იქნა ეს ინ­ცი­დენ­ტი. შემ­დეგ მოხ­და შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის უარ­ყო­ფა. ეს იყო კი­დევ ერთი ნა­თე­ლი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ რე­ფორ­მე­ბის­გან და­შო­რე­ბა ხდე­ბო­და, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი ითხოვ­და და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხდე­ბო­და მოძ­რა­ო­ბა. შემ­დეგ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, 24-ში და­ი­წყო აქ­ტი­უ­რად რუ­სუ­ლი აგ­რე­სია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მო­ნუ­მენ­ტთან და იქ გა­ნა­ცხა­და, რომ ვცი­ტი­რებ - "სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს გან­ზრახ­ვა, ჩა­ერ­თოს ფი­ნან­სურ და ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებ­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ემ­ყა­რე­ბა ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რესს“. არა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბი იმ დროს არ შე­სუ­ლა ძა­ლა­ში. შემ­დეგ იყო 2023 წელი, პირ­ვე­ლი "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ წარ­დგე­ნა. შემ­დეგ რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა მოჰ­ყვა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნატო-ს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ მან მო­ახ­დი­ნა პრო­ვო­ცი­რე­ბა ომის გაგ­რძე­ლე­ბი­სა თუ არა მისი და­წყე­ბის. შემ­დეგ მო­დის, 2024 წელს მე­ო­რე "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“, შემ­დეგ რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მმარ­თვე­ლის ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე სა­უბ­რობ­და და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფერ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ამ პე­რი­ოდ­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის ფონ­ზე, [გვეს­მის] ანტი-ლგბტ სა­უბ­რის მრა­ვა­ლი ბრალ­დე­ბა იმის თვალ­საზ­რი­სით, რომ ამე­რი­კა და ევ­რო­პა აპი­რე­ბენ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი წაგ­ვარ­თვან. წაგ­ვარ­თვან ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დო­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გსმე­ნი­ათ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის გა­მოს­ვლის თარ­გმან­საც "ტვ პირ­ვე­ლი“ ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ "ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

"ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ "ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო" - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

დაიწყო მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა - ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე "ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ერთ მხარეს არსებობს "ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი“.

"საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება სამოქალაქო კონფრონტაციისკენ მივდიოდეთ. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ. აი. ამ რიცხვებს გვანახებს. "ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ.

ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც, ნათლად ვერ დავინახე, "ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ეს ძალიან უცნაური ინციდენტი იყო, მაშინ "კოვიდი“ მძვინვარებდა და დავიწყებული იქნა ეს ინციდენტი. შემდეგ მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფა. ეს იყო კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ რეფორმებისგან დაშორება ხდებოდა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა და სხვა მიმართულებით ხდებოდა მოძრაობა. შემდეგ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომი დაიწყო, 24-ში დაიწყო აქტიურად რუსული აგრესია. პრემიერ-მინისტრი მივიდა საქართველოს 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან და იქ განაცხადა, რომ ვციტირებ - "საქართველოს არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ემყარება ჩვენს ეროვნულ ინტერესს“. არავითარი სანქციები იმ დროს არ შესულა ძალაში. შემდეგ იყო 2023 წელი, პირველი "რუსული კანონის“ წარდგენა. შემდეგ რუსული რიტორიკა მოჰყვა უკრაინასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ადანაშაულებს, რომ მან მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელებისა თუ არა მისი დაწყების. შემდეგ მოდის, 2024 წელს მეორე "რუსული კანონი“, შემდეგ რუსული რიტორიკა. შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მმართველის ივანიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა და ევროპელ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ყველაფერში ადანაშაულებდა. ამ პერიოდში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, [გვესმის] ანტი-ლგბტ საუბრის მრავალი ბრალდება იმის თვალსაზრისით, რომ ამერიკა და ევროპა აპირებენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები წაგვართვან. წაგვართვან ჩვენი თვითმყოფადობა. ამასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრი გსმენიათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც "ტვ პირველი“ ავრცელებს.

იხილეთ ასევე: