კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია"
"ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია"

„ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა საბ­რა­ლო, მძი­მე შრო­მით გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოკ­ლე წუ­თია. და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ჩვენ გვეძ­ლე­ვა მხო­ლოდ იმ­დე­ნი საკ­ვე­ბი, რომ სული არ გა­ვაფრ­თხოთ, ხოლო ჩვენ შო­რის შრო­მი­სუ­ნა­რი­ანთ ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე ამუ­შა­ვე­ბენ,“ - ამ სი­ტყვებს ჯორჯ ორუ­ე­ლის „ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა­ში“ მო­ხუ­ცი, მრავ­ლისმნახ­ვე­ლი ღორი ამ­ბობს, მაგ­რამ ეს იგა­ვუ­რი რო­მა­ნი, ცხა­დია, ღო­რებ­ზე სუ­ლაც არაა და ხან­დაზ­მუ­ლი მე­ი­ჯო­რ­ის პი­რით ის ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტყვე­ლე­ბენ, და­სა­ბა­მი­დან რომ შრო­მო­ბენ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი შრო­მის ნა­ყო­ფით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ.

ორუ­ე­ლის რო­მა­ნის სი­უ­ჟე­ტი, ერთი შე­ხედ­ვით, სა­სა­ცი­ლოა: ფერ­მის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის ტი­რა­ნი­ით და­ი­ღალ­ნენ, ფერ­მის პატ­რონს აუ­ჯანყდე­ბი­ან, გა­ი­მარ­ჯვე­ბენ და ფერ­მის მარ­თვას თა­ვად შე­უდ­გე­ბი­ან. ხან­გრძლი­ვი უსა­მარ­თლო­ბი­სა და ფერ­მე­რი მის­ტერ ჯო­უნ­ზის ტი­რა­ნი­ის შემ­დეგ, ცხო­ვე­ლე­ბის მი­ზა­ნი უტო­პი­უ­რი ფერ­მა-სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბაა, სა­დაც ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ნას­წო­რი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ რო­გორც კი ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­ვიდ­გენთ ცხო­ვე­ლე­ბის ად­გი­ლას, კო­მი­კუ­რო­ბა ქრე­ბა და ვი­ღებთ მძი­მე სუ­რათს, რო­მელ­შიც თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კრე­ტულ ჯგუფს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და ააშ­კა­რა­ვებს ტო­ტა­ლი­ტა­რულ სის­ტე­მა­ში მომ­წყვდე­უ­ლი უუ­ნა­რო ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გე­დი­ას.

მა­გა­ლი­თად, ყო­რა­ნი მოსე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის სიმ­ბო­ლოა; და­უნ­დო­ბე­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ამ ფერ­მა-სა­ხელ­მწი­ფოს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან; ცხე­ნე­ბი მუ­შა­თა კლასს წარ­მო­ად­გე­ნენ, მთე­ლი სი­ცო­ცხლე თა­ვა­უ­ღებ­ლად შრო­მო­ბენ და ისე ამ­დიდ­რე­ბენ ფერ­მას, რომ თა­ვად ვე­რა­ნა­ირ სარ­გე­ბელს ვერ იღე­ბენ; იქვე არი­ან ცხვრე­ბი, ქათ­მე­ბი და ბა­ტე­ბი - ფერ­მის სის­ტე­მის უან­გა­რო მსა­ხუ­რე­ბი, რო­მელ­თა მო­ტყუ­ე­ბაც ყვე­ლა­ზე იო­ლია; და, რაც მთა­ვა­რია, ღო­რე­ბი - მმარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ ერ­თად იწყე­ბენ იდე­ა­ლუ­რი ფერ­მის შე­ნე­ბას, ბო­ლოს კი სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ გა­და­ე­კი­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და სა­ში­შად ემ­სგავ­სე­ბი­ან მტრის იმ ხატს, რო­მე­ლიც ფერ­მის და­ნარ­ჩე­ნი ცხო­ვე­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად თა­ვად შექ­მნეს.

ორუ­ე­ლის რო­მან­ში ფერ­მას, ისე­ვე რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, თა­ვი­სი „კონ­სტი­ტუ­ცია“ აქვს, რო­მელ­საც შვი­დი მცნე­ბა ჰქვია და თავ­და­პირ­ვე­ლად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ეს მცნე­ბე­ბი, წე­სით, ის სა­ფუძ­ვე­ლია, რო­მელ­ზეც ფერ­მის ბი­ნად­რე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი უნდა და­შენ­დეს, მაგ­რამ გა­ივ­ლის დრო და შვი­დი მცნე­ბა უჩი­ნარ­დე­ბა, მათ ად­გილს კი ახა­ლი მცნე­ბა იკა­ვებს:

„უფრო თა­ნას­წო­რი“ ცხო­ვე­ლე­ბი, ცხა­დია, ღო­რე­ბი არი­ან - მმარ­თვე­ლი კლა­სი, რო­მე­ლიც ამ­ბო­ხის, ბრძო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბის შემ­დეგ ზუს­ტად იმის კე­თე­ბას შე­უდ­გა, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც ადრე თა­ვად აჯანყდა. გარ­და ღო­რე­ბის ცბი­ე­რე­ბი­სა, ორუ­ე­ლი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის წარ­მა­ტე­ბის სხვა სა­ი­დუმ­ლო­საც გვიმ­ხელს.

მა­გა­ლი­თად, როცა ღო­რე­ბი ჰიმნს „მხეც­ნო ინ­გლი­სის“ (რო­მე­ლიც მათი აჯან­ყე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო იყო) აკ­რძა­ლა­ვენ, ცხო­ვე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწე­ვენ:

„ში­ში­სა და ზაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი, ალ­ბათ, მა­ინც გა­აპ­რო­ტეს­ტებ­და, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს ცხვრე­ბი, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, აბღავ­ლდნენ: „ოთხი ფეხი კარ­გია, ორი ფეხი - ცუდი“, რაც რამ­დე­ნი­მე წუთს გაგ­რძელ­და და წერ­ტი­ლი და­უს­ვა ყო­ველ­გვარ დის­კუ­სი­ას“.

ამ ეპი­ზოდ­ში ცხვრებს შო­რის სა­კუ­თა­რი თავი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის იმ გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რებ­მა უნდა ამო­იც­ნონ, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლი კლა­სე­ბის კრი­ტი­კას კრძა­ლა­ვენ და უსი­ტყვოდ ეთან­ხმე­ბი­ან მათ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ „ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა­ში“ სწო­რედ ცხვრე­ბი არი­ან ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­თუ კი­თხვა ვერ ის­წავ­ლეს სა­ერ­თოდ, არა­მედ შვი­დი მცნე­ბის ზე­პი­რად და­მახ­სოვ­რე­ბაც კი ვერ შეძ­ლეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღო­რე­ბის დიქ­ტა­ტუ­რა და­ნარ­ჩე­ნი ცხო­ვე­ლე­ბის სი­სუს­ტით, უცო­დი­ნა­რო­ბი­თა და გა­უ­ბე­და­ო­ბით იკ­ვე­ბე­ბა და სი­ცო­ცხლეს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ჩაგ­ვრის წყა­ლო­ბით იხან­გრძლი­ვებს.

ღო­რე­ბის დიქ­ტა­ტუ­რა მალე არა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლე­ბის ქცე­ვა­ში იჩენს თავს, არა­მედ ენა­შიც: „ზო­გი­ერ­თმა ცხო­ველ­მა გა­იხ­სე­ნა, ან ეგო­ნა, რომ გა­იხ­სე­ნა“ – ტო­ტა­ლუ­რი უნ­დობ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი მეხ­სი­ე­რე­ბი­სად­მი, რად­გან სის­ტე­მა შლის სამ­ხი­ლებს, ანად­გუ­რებს მოწ­მე­ებს და იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ტი­რა­ჟი­რე­ბულ სიც­რუ­ეს შენი ერ­თა­დერ­თი მარ­თა­ლი მო­გო­ნე­ბა და­უ­პი­რის­პი­რო; „თუ ამას ამ­ხა­ნა­გი ნა­პო­ლე­ო­ნი ამ­ბობს, ესე იგი, სი­მარ­თლეა“ - ლი­დე­რის კულ­ტი, მისი შე­უც­დომ­ლო­ბის მითი; „არა­ფე­რი გა­აჩ­ნდათ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, გარ­და სქვი­ლე­რის ციფ­რე­ბი­ა­ნი სი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბის მუდ­მივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ღა­ღა­დებ­დნენ“ - ცრუ სტა­ტის­ტი­კე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, ეკო­ნო­მი­კა დუღს, ფერ­მა ვი­თარ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა... სტა­ტის­ტი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც იმის სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს, რა­საც სა­კუ­თარ ტყავ­ზე გრძნო­ბენ ცხო­ვე­ლე­ბი; „ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად იქცა ყო­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის ნა­პო­ლე­ო­ნის­თვის მი­წე­რა. ხში­რად გა­ი­გო­ნებ­დით, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ერთი ქა­თა­მი მე­ო­რეს: „ჩვე­ნი ნა­პო­ლე­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ექვს დღე­ში ხუთი კვერ­ცხი დავ­დე“.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღო­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ „სა­ნი­მუ­შო“ ტი­რა­ნე­ბი არი­ან: ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ნე­ბის­მი­ე­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა - აბ­სტრაქ­ტუ­ლი მტრის ბრა­ლი. აქვთ სიმ­ბო­ლო­ე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, მცნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ცვლი­ან და არ­გე­ბენ თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებს. რაც მთა­ვა­რია, მარ­თა­ვენ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და არა­ფე­რი აკ­ლი­ათ მა­შინ, როცა სხვა ცხო­ვე­ლე­ბი შიმ­ში­ლის­გან სულს ღა­ფა­ვენ. სწო­რედ ასე იქ­მნე­ბა ორუ­ე­ლის რო­მან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც შე­მაშ­ფო­თებ­ლად ემ­სგავ­სე­ბა იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ხან­და­ხან, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის გა­მო­ი­სო­ბით, მკი­თხვე­ლებს უწევთ ცხოვ­რე­ბა.

„ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა“ ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა. ბოლო კად­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ამა­ო­ე­ბას ამ­ტკი­ცებს. მაგ­რამ ანი­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს, მა­ყუ­რე­ბელს იმედს აძ­ლევს; იმედს, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ასე ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა:

ანი­მა­ცი­ის და­სას­რულს ღია ფან­ჯა­რას­თან ცხე­ნი დგას და ჩუ­მად ადევ­ნებს თვალს ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლში ღო­რე­ბის მიერ გა­მარ­თულ ზე­იმს. უყუ­რებს და მის თვალ­წინ ღო­რის სახე ნელ-ნელა კა­ცის სა­ხედ გარ­და­იქ­მნე­ბა. ცხე­ნი თვა­ლებს ვერ უჯე­რებს - ღო­რე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გარ­ჩე­ვა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რა. შემ­დეგ ფან­ჯა­რას შორ­დე­ბა, და­ნარ­ჩენ ცხო­ვე­ლებს უამ­ბობს ყვე­ლა­ფერს და უკა­ნას­კნელ კადრში ვხე­დავთ კვლავ ამ­ბო­ხე­ბულ ცხო­ვე­ლებს...

ღო­რე­ბის ზე­ი­მი ჩა­იშ­ლე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას იბ­რუ­ნე­ბენ. ფო­ნად ნგრე­ვის ხმაა, კადრში კი ღო­რის პორ­ტრე­ტი ჩანს, კე­დელ­ზე მო­ქა­ნა­ვე.

პორ­ტრე­ტი სა­და­ცაა და­ე­ნარ­ცხე­ბა ია­ტაკ­ზე, რო­მელ­საც აჯან­ყე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი ბრა­ზი აზან­ზა­რებს.

ავ­ტო­რი: თაკო წუ­ლა­ია

პირადად მშიშას დროს ...
1

პირადად მშიშას დროს დათესილი შიში ვერ დავივიწყე

ყველაფერი რომ წაშალეს და გააქრეს დავით ბაქრაძის დიად სიტყვებს ვეძებდი 2008 რომ მოგვიწოდა მტერს დანებით და ჩანგლებით შეებრძოლეთო მაგრამ ჩანაცვლებულია. ასევე გამქრალია ყველაფერი რაც რეჟიმზე მეტყველებდა და ეხლა ეს ხალხი მართავს ბავშვებს , რომლებიც მაშინ 2-3 წლისები იყვნენ

გასაგებია რომ ეს ნაწარმოები ახალი ასოცივიაციებისთვის არის , მაგრამ " აქედან ვერ წაშლით" ვიცით რისი მკადრებელ - გამკეთებლები არიან

ავტორი:

"ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია"

"ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია"

„ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ,“ - ამ სიტყვებს ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“ მოხუცი, მრავლისმნახველი ღორი ამბობს, მაგრამ ეს იგავური რომანი, ცხადია, ღორებზე სულაც არაა და ხანდაზმული მეიჯორის პირით ის ადამიანები მეტყველებენ, დასაბამიდან რომ შრომობენ, მაგრამ საკუთარი შრომის ნაყოფით ტკბობის საშუალება არა აქვთ.

ორუელის რომანის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, სასაცილოა: ფერმის ცხოველები, რომლებიც ადამიანების ტირანიით დაიღალნენ, ფერმის პატრონს აუჯანყდებიან, გაიმარჯვებენ და ფერმის მართვას თავად შეუდგებიან. ხანგრძლივი უსამართლობისა და ფერმერი მისტერ ჯოუნზის ტირანიის შემდეგ, ცხოველების მიზანი უტოპიური ფერმა-სახელმწიფოს შენებაა, სადაც ყველა მათგანი თანასწორი იქნება. მაგრამ როგორც კი ადამიანებს წარმოვიდგენთ ცხოველების ადგილას, კომიკურობა ქრება და ვიღებთ მძიმე სურათს, რომელშიც თითოეული პერსონაჟი საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფს განასახიერებს და ააშკარავებს ტოტალიტარულ სისტემაში მომწყვდეული უუნარო ადამიანების ტრაგედიას.

მაგალითად, ყორანი მოსე პროპაგანდისტული მედიის სიმბოლოა; დაუნდობელი ძაღლები, რომლებიც მმართველებს ემსახურებიან, ამ ფერმა-სახელმწიფოს საპოლიციო ძალებად გვევლინებიან; ცხენები მუშათა კლასს წარმოადგენენ, მთელი სიცოცხლე თავაუღებლად შრომობენ და ისე ამდიდრებენ ფერმას, რომ თავად ვერანაირ სარგებელს ვერ იღებენ; იქვე არიან ცხვრები, ქათმები და ბატები - ფერმის სისტემის უანგარო მსახურები, რომელთა მოტყუებაც ყველაზე იოლია; და, რაც მთავარია, ღორები - მმართველები, რომლებიც ჯერ ერთად იწყებენ იდეალური ფერმის შენებას, ბოლოს კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს და საშიშად ემსგავსებიან მტრის იმ ხატს, რომელიც ფერმის დანარჩენი ცხოველების სამართავად თავად შექმნეს.

ორუელის რომანში ფერმას, ისევე როგორც სახელმწიფოს, თავისი „კონსტიტუცია“ აქვს, რომელსაც შვიდი მცნება ჰქვია და თავდაპირველად ასე გამოიყურება:

ეს მცნებები, წესით, ის საფუძველია, რომელზეც ფერმის ბინადრების ბედნიერი მომავალი უნდა დაშენდეს, მაგრამ გაივლის დრო და შვიდი მცნება უჩინარდება, მათ ადგილს კი ახალი მცნება იკავებს:

„უფრო თანასწორი“ ცხოველები, ცხადია, ღორები არიან - მმართველი კლასი, რომელიც ამბოხის, ბრძოლისა და ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ზუსტად იმის კეთებას შეუდგა, რის წინააღმდეგაც ადრე თავად აჯანყდა. გარდა ღორების ცბიერებისა, ორუელი ტოტალიტარული რეჟიმების წარმატების სხვა საიდუმლოსაც გვიმხელს.

მაგალითად, როცა ღორები ჰიმნს „მხეცნო ინგლისის“ (რომელიც მათი აჯანყებისა და გამარჯვების მთავარი სიმბოლო იყო) აკრძალავენ, ცხოველები წინააღმდეგობას არ უწევენ:

„შიშისა და ზაფრის მიუხედავად, ზოგიერთი ცხოველი, ალბათ, მაინც გააპროტესტებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ცხვრები, ჩვეულებისამებრ, აბღავლდნენ: „ოთხი ფეხი კარგია, ორი ფეხი - ცუდი“, რაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და წერტილი დაუსვა ყოველგვარ დისკუსიას“.

ამ ეპიზოდში ცხვრებს შორის საკუთარი თავი ტოტალიტარული რეჟიმების იმ გულმხურვალე მხარდამჭერებმა უნდა ამოიცნონ, რომლებიც მმართველი კლასების კრიტიკას კრძალავენ და უსიტყვოდ ეთანხმებიან მათ ყველა გადაწყვეტილებას. შემთხვევითი არაა, რომ „ცხოველების ფერმაში“ სწორედ ცხვრები არიან ის ცხოველები, რომლებმაც არათუ კითხვა ვერ ისწავლეს საერთოდ, არამედ შვიდი მცნების ზეპირად დამახსოვრებაც კი ვერ შეძლეს. აქედან გამომდინარე, ღორების დიქტატურა დანარჩენი ცხოველების სისუსტით, უცოდინარობითა და გაუბედაობით იკვებება და სიცოცხლეს დაქვემდებარებული ჯგუფების განადგურებისა და ჩაგვრის წყალობით იხანგრძლივებს.

ღორების დიქტატურა მალე არა მხოლოდ ცხოველების ქცევაში იჩენს თავს, არამედ ენაშიც: „ზოგიერთმა ცხოველმა გაიხსენა, ან ეგონა, რომ გაიხსენა“ – ტოტალური უნდობლობა საკუთარი მეხსიერებისადმი, რადგან სისტემა შლის სამხილებს, ანადგურებს მოწმეებს და იძულებული ხარ, ტირაჟირებულ სიცრუეს შენი ერთადერთი მართალი მოგონება დაუპირისპირო; „თუ ამას ამხანაგი ნაპოლეონი ამბობს, ესე იგი, სიმართლეა“ - ლიდერის კულტი, მისი შეუცდომლობის მითი; „არაფერი გააჩნდათ ხელჩასაჭიდი, გარდა სქვილერის ციფრებიანი სიებისა, რომლებიც საერთო ვითარების მუდმივ გაუმჯობესებაზე ღაღადებდნენ“ - ცრუ სტატისტიკები, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკა დუღს, ფერმა ვითარდება, ყველაფერი კარგადაა... სტატისტიკები, რომლებიც იმის საპირისპიროს ამტკიცებს, რასაც საკუთარ ტყავზე გრძნობენ ცხოველები; „ჩვეულებრივ ამბად იქცა ყოველი მნიშვნელოვანი წარმატების ნაპოლეონისთვის მიწერა. ხშირად გაიგონებდით, როგორ ეუბნებოდა ერთი ქათამი მეორეს: „ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღორები, შეიძლება ითქვას, რომ „სანიმუშო“ ტირანები არიან: ყველა წარმატება მათი დამსახურებაა, ნებისმიერი წარუმატებლობა - აბსტრაქტული მტრის ბრალი. აქვთ სიმბოლოები, სიმღერები, მცნებები, რომლებსაც საჭიროებისამებრ ცვლიან და არგებენ თავიანთ სურვილებს. რაც მთავარია, მართავენ ყველას და ყველაფერს და არაფერი აკლიათ მაშინ, როცა სხვა ცხოველები შიმშილისგან სულს ღაფავენ. სწორედ ასე იქმნება ორუელის რომანში საზოგადოების კარიკატურული სურათი, რომელიც შემაშფოთებლად ემსგავსება იმ რეალობას, რომელშიც ხანდახან, სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის გამოისობით, მკითხველებს უწევთ ცხოვრება.

„ცხოველების ფერმა“ ტრაგიკულად სრულდება. ბოლო კადრი რევოლუციის ამაოებას ამტკიცებს. მაგრამ ანიმაცია, რომელიც ამ რომანის მიხედვით გადაიღეს, მაყურებელს იმედს აძლევს; იმედს, რომელიც ზოგჯერ ასე ძალიან გვჭირდება:

ანიმაციის დასასრულს ღია ფანჯარასთან ცხენი დგას და ჩუმად ადევნებს თვალს ადამიანების სახლში ღორების მიერ გამართულ ზეიმს. უყურებს და მის თვალწინ ღორის სახე ნელ-ნელა კაცის სახედ გარდაიქმნება. ცხენი თვალებს ვერ უჯერებს - ღორების ადამიანებისგან გარჩევა უკვე შეუძლებელი გამხდარა. შემდეგ ფანჯარას შორდება, დანარჩენ ცხოველებს უამბობს ყველაფერს და უკანასკნელ კადრში ვხედავთ კვლავ ამბოხებულ ცხოველებს...

ღორების ზეიმი ჩაიშლება. ცხოველები თავისუფლებას იბრუნებენ. ფონად ნგრევის ხმაა, კადრში კი ღორის პორტრეტი ჩანს, კედელზე მოქანავე.

პორტრეტი სადაცაა დაენარცხება იატაკზე, რომელსაც აჯანყებული ცხოველების სამართლიანი ბრაზი აზანზარებს.

ავტორი: თაკო წულაია