"მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თითქოს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტი დაატოვებინეს.
ტელეკომპანია "იმედი“ ავრცელებს ნიკოლოზ ღარიბაშვილის კომენტარს, რომელშიც ამბობს, რომ ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული და აშშ-ში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.
"ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, - განაცხადა ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.