სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახური კოკა კაციტაძის დაბარებაზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახური კოკა კაციტაძის დაბარებაზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კოკა კა­ცი­ტა­ძის და­ბა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს.

  • რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, „სამ­სა­ხუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მა­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რიც“.

"სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ/დე­კემ­ბრის თვე­ში, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავს. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რიც“, - გა­ნა­ცხა­დეს სამ­სა­ხურ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, კოკა კა­ცი­ტა­ძეს შეხ­ვედ­რა­ზე იბა­რებს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, დღე­ვან­დე­ლი კად­რე­ბი სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს.

„არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ბა­რებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, კოკა კა­ცი­ტა­ძეს… თუმ­ცა ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია ვერ უკავ­შირ­დე­ბა. ეს ის უწყე­ბაა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

ის კად­რე­ბი, რა­საც ეს დღე­ე­ბია ვხე­დავთ ადას­ტუ­რებს სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას“,- აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საგამოძიებო სამსახური კოკა კაციტაძის დაბარებაზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

საგამოძიებო სამსახური კოკა კაციტაძის დაბარებაზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უწყების ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის დაბარების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს.

  • როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, „სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“.

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის ნოემბერ/დეკემბრის თვეში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება.

გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“, - განაცხადეს სამსახურში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.

ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას“,- აცხადებს პრეზიდენტი.