მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაბლა ყრიდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ... სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები“ - როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა: ადვოკატმა ისინი მოინახულა
“დაბლა ყრიდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ... სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები“ - როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა: ადვოკატმა ისინი მოინახულა

ად­ვო­კა­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს. მისი თქმით, ისი­ნი თა­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შოა.

“გუ­შინ და­კა­ვე­ბულ და ნა­ცემ ბი­ჭებ­ზე ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბე­ბია, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, რო­გო­რი "მშვი­დო­ბა" დაგ­ვიმ­ყა­რა ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ.

  • აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ და სას­ტი­კად ნა­ცემ ბი­ჭებს შევ­ხვდი გუ­შინ და დღეს. ისე­თი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ, რომ იზო­ლა­ტორ­ში ვერ და­ტო­ვეს და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა მათ­განს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და კრიმ­პო­ლე­ბი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და გა­მე­ტე­ბით ურტყამ­დნენ სა­ხე­ში. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­ხე­ე­ბი აქვთ ჩა­ლე­წი­ლი, ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ (ყბა, სა­ფეთ­ქე­ლი, ცხვი­რი, თვა­ლის ბუდე) და სა­ხე­ე­ბი არ ეტყო­ბათ, ნა­წი­ლი თვა­ლი­დან ვერ იყუ­რე­ბა.

ყვე­ლას თვა­ლის ბუდე აქვს გა­ტე­ხი­ლი, სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლებ­ზე ნა­დი­რობ­დნენ ისე­ვე, რო­გორც 20 ივ­ნი­სის ღა­მეს. ის, რაც რე­ზი­ნის ტყვი­ით არ გა­ა­კე­თეს, სა­ხე­ში გა­მე­ტე­ბით წიხ­ლე­ბი­სა და მუშ­ტე­ბის დარ­ტყმით მი­აღ­წი­ეს.

და­კა­ვე­ბი­დან მან­ქა­ნამ­დე სა­ნამ მი­იყ­ვან­დნენ, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კო­რი­დორს ატა­რებ­დნენ, სა­დაც ყვე­ლა ურტყამ­და მათ. რო­გორც მი­თხრეს, მან­ქა­ნას­თან იწყე­ბო­და სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, მა­ნამ­დე რაც გვცე­მეს, ის არა­ფე­რი იყოო, ჯერ დაბ­ლა ყრიდ­ნენ, კი­დევ სცემ­დნენ და მათ სხე­უ­ლებ­ზე ხტუ­ნა­ობ­დნენ ისე, რო­გორც დამ­პა­ლი რუსი ოკუ­პან­ტე­ბი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სხე­ულ­ზე. ერ­თმა ისიც მი­თხრა, რომ წი­წა­კის სპრე­იც შე­ას­ხეს ამ მო­მენ­ტში, თუმ­ცა ისე­თი ნა­ცე­მე­ბი იყ­ვნენ, ვე­ღარც იგ­რძნეს.

სა­ში­ნე­ლე­ბა იყო ისიც, რომ მან­ქა­ნა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს აბა­რებ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს კი არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დათ იმა­ზე, რომ სას­ტი­კად ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი მიჰ­ყავ­დათ მათ­თან. მე­ტიც, სი­ცი­ლი­თაც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მუშ­ტი ვის არ მოხ­ვედ­რი­აო.

ამ ბი­ჭებს სრუ­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ა­ტა­რეს, სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯეს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ის ხალ­ხი, ქარ­თვე­ლო­ბას, რწმე­ნას და ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს რომ "იცა­ვენ", სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ ყვე­ლა­ფერს ამო­ფა­რე­ბუ­ლი ფა­რი­სევ­ლე­ბი არი­ან, ეს არც ვაჟ­კა­ცის საქ­ცი­ე­ლია, არც ამ ქვეყ­ნის შვი­ლის და არც ქრის­ტი­ა­ნის. ამ ყვე­ლა­ფერს ვინც ხელს უწყობთ და ამარ­თლებთ, იმ ხალ­ხს კი ცალ­კე გა­გიხ­სე­ნებთ“, - წერს იუ­რის­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

“დაბლა ყრიდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ... სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები“ - როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა: ადვოკატმა ისინი მოინახულა

“დაბლა ყრიდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ... სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები“ - როგორია აქციაზე დაკავებულების მდგომარეობა: ადვოკატმა ისინი მოინახულა

ადვოკატი ნიკა სიმონიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი თავად მოინახულა და მათი მდგომარეობა საგანგაშოა.

“გუშინ დაკავებულ და ნაცემ ბიჭებზე ძალიან მძიმე ამბებია, მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორი "მშვიდობა" დაგვიმყარა ქართულმა ოცნებამ.

  • აქციაზე დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ბიჭებს შევხვდი გუშინ და დღეს. ისეთი ხარისხის დაზიანებები აქვთ, რომ იზოლატორში ვერ დატოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

დაკავების შემდეგ, ყველა მათგანს სპეცრაზმელები და კრიმპოლები სასტიკად უსწორდებოდნენ და გამეტებით ურტყამდნენ სახეში. პირდაპირი მნიშვნელობით სახეები აქვთ ჩალეწილი, ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვთ (ყბა, საფეთქელი, ცხვირი, თვალის ბუდე) და სახეები არ ეტყობათ, ნაწილი თვალიდან ვერ იყურება.

ყველას თვალის ბუდე აქვს გატეხილი, სადამსჯელო რაზმები ამ ადამიანების თვალებზე ნადირობდნენ ისევე, როგორც 20 ივნისის ღამეს. ის, რაც რეზინის ტყვიით არ გააკეთეს, სახეში გამეტებით წიხლებისა და მუშტების დარტყმით მიაღწიეს.

დაკავებიდან მანქანამდე სანამ მიიყვანდნენ, პოლიციელების კორიდორს ატარებდნენ, სადაც ყველა ურტყამდა მათ. როგორც მითხრეს, მანქანასთან იწყებოდა სრული ჯოჯოხეთი, მანამდე რაც გვცემეს, ის არაფერი იყოო, ჯერ დაბლა ყრიდნენ, კიდევ სცემდნენ და მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ ისე, როგორც დამპალი რუსი ოკუპანტები გიორგი ანწუხელიძის სხეულზე. ერთმა ისიც მითხრა, რომ წიწაკის სპრეიც შეასხეს ამ მომენტში, თუმცა ისეთი ნაცემები იყვნენ, ვეღარც იგრძნეს.

საშინელება იყო ისიც, რომ მანქანაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აბარებდნენ დაკავებულებს, პოლიციელებს კი არავითარი რეაქცია არ ჰქონდათ იმაზე, რომ სასტიკად ნაცემი ადამიანები მიჰყავდათ მათთან. მეტიც, სიცილითაც ეუბნებოდნენ, მუშტი ვის არ მოხვედრიაო.

ამ ბიჭებს სრული ჯოჯოხეთი გამოატარეს, სამაგალითოდ დასაჯეს და სასტიკად გაუსწორდნენ ის ხალხი, ქართველობას, რწმენას და ოჯახის ღირებულებებს რომ "იცავენ", სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ამოფარებული ფარისევლები არიან, ეს არც ვაჟკაცის საქციელია, არც ამ ქვეყნის შვილის და არც ქრისტიანის. ამ ყველაფერს ვინც ხელს უწყობთ და ამართლებთ, იმ ხალხს კი ცალკე გაგიხსენებთ“, - წერს იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი