მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს მოუწოდებს მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, რომ "ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები" - უწყების განცხადება
შსს მოუწოდებს მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, რომ "ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები" - უწყების განცხადება

მო­ვუ­წო­დებთ მშობ­ლებს და არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებს იმოქ­მე­დონ ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მოს მო­ა­რი­დონ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი,

  • ასე­ვე, შსს აფრ­თხი­ლებს აქ­ცი­ის აგ­რე­სი­ულ მო­ნა­წი­ლე­ებს, შე­წყვი­ტონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­ტა­რებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვა ტე­ლე­არ­ხის პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადევ­ნებს თვალ­ყურს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

შეკ­რე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უკვე და­ფიქ­სირ­და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­გორც წინა დღე­ებ­ში, დღე­საც გა­ნაგ­რძობს ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ნათ­ლად ხე­დავს, აქ­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან მუდ­მივ თავ­დას­ხმებს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, წყლის ჭავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლო­ბენ აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბას, თუმ­ცა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი არ წყვე­ტენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს.

და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ, თავ­და­პირ­ვე­ლად ხდე­ბა ფან­ჯრე­ბის ჩამ­სხვრე­ვა ქვე­ბი­სა და სხვა მძი­მე საგ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შემ­დეგ ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სრო­ლა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ოთა­ხებ­ში და ბო­ლოს პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ხან­ძრის გა­ჩე­ნა.

ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ეთე­რე­ბით ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე შეკ­რე­ბა­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბი­ან მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ბავ­შვს აქვს უფ­ლე­ბა, ისარ­გებ­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით. თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი მრა­ვალ­გზის გას­ცდა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ფარ­გლებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში და არ­სე­ბობს მათი და­შა­ვე­ბის მა­ღა­ლი რის­კი.

ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ბავ­შვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­თი და სა­ჯა­რო სივ­რცით, შე­სა­ბა­მი­სად მშო­ბე­ლი ან ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას იგი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ცი­ის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან გა­კეთ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მშვიდ გა­რე­მო­ში და ად­გი­ლი არ ჰქო­ნო­და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მკა­ფი­ოდ ხე­დავს, რომ პრო­ტეს­ტის გა­მომ­ხატ­ველ­თა ქმე­დე­ბე­ბი არა­ერ­თხელ გას­ცდა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ფარ­გლებს.

მო­ვუ­წო­დებთ მშობ­ლებს და არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებს იმოქ­მე­დონ ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მოს მო­ა­რი­დონ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი.

ასე­ვე, ვაფრ­თხი­ლებთ აქ­ცი­ის აგ­რე­სი­ულ მო­ნა­წი­ლე­ებს, შე­წყვი­ტონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ა­ტა­რებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნილ ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. თი­თო­ე­ულ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

შსს მოუწოდებს მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, რომ "ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები" - უწყების განცხადება

შსს მოუწოდებს მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, რომ "ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები" - უწყების განცხადება

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი,

  • ასევე, შსს აფრთხილებს აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.

"საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი.

ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები.

ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: