მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრულოს და კრიმინალურის წარმომადგენლები ჩაგვენაცვლებინა გდდ-ის აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით" - რა თქვა შს მინისტრის მოადგილემ
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრულოს და კრიმინალურის წარმომადგენლები ჩაგვენაცვლებინა გდდ-ის აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით" - რა თქვა შს მინისტრის მოადგილემ

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად იხი­ლა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბულ ნორ­მებს და გა­და­ი­ზარ­და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში" - ამის შე­სა­ხებ ბრი­ფინგზე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 42 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისი­ნი აქ­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის, დამ­წვრო­ბე­ბი­თა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"დე­ტა­ლუ­რად მივ­ყვეთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ქმე­დე­ბებ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ყვე­ლა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი და იცა­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ ჩი­ტა­ძი­სა და პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იმგვა­რად, რომ შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ე­ხა­ტათ პრო­ტეს­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის მიმ­დე­ბა­რედ და და­ი­წყეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა პო­ლი­ცი­ის მი­მართ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ასე­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე მყოფ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს­როდ­ნენ ქვებს, შუ­შის ბოთ­ლებს, პი­რო­ტექ­ნი­კას, სხვა­დას­ხვა რკი­ნის სა­განს, კვერ­ცხებს, სა­ღე­ბა­ვებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის, მძი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

  • სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბო­და სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლამ ნათ­ლად იხი­ლა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ჭიშ­კარ­თან და და­ი­წყო ჭიშ­კრის ჯგუ­ფუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზან­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეჭ­რა წარ­მო­ად­გენ­და.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ მათ შე­ე­წყვი­ტათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტათ მშვი­დო­ბი­ან ფორ­მებ­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, საფრ­თხეს უქ­მნი­და რო­გორც პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს.

პრო­ტეს­ტის გა­მომ­ხატ­ველ­თა ქმე­დე­ბე­ბი, არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ჩარ­ჩო­ებს და გა­და­ი­ზარ­და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის­გან.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გან­თავ­სდნენ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტის“ წინ, კვლავ აგ­რძე­ლებ­დნენ პო­ლი­ცი­ის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის და პი­რო­ტექ­ნი­კის სრო­ლა­ში.

გარ­და ამი­სა, მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფებ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ხერ­გეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი სკა­მე­ბით, ნაგ­ვის ურ­ნე­ბით, ე.წ. „სკუ­ტე­რე­ბით“ , მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბა­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით და შემ­დეგ ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

ასე­ვე, და­ა­ზი­ა­ნეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­გორც კერ­ძო ისე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს ნაგ­ვის ურ­ნებ­სა და ხის სკა­მებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნათ­ლად ხე­დავ­და, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი მუდ­მი­ვად აგ­რო­ვებ­დნენ დიდი ზო­მის ქვებ­სა და სხვა­დას­ხვა სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნებს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის მიზ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­დგე­ნა და ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბი­ლი ბა­რი­კა­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 107 პირი.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 42 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისი­ნი აქ­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის, დამ­წვრო­ბე­ბი­თა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

კი­დევ ერთხელ ვაფრ­თხი­ლებთ და მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით, გა­ა­ტა­რებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრულოს და კრიმინალურის წარმომადგენლები ჩაგვენაცვლებინა გდდ-ის აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით" - რა თქვა შს მინისტრის მოადგილემ

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრულოს და კრიმინალურის წარმომადგენლები ჩაგვენაცვლებინა გდდ-ის აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით" - რა თქვა შს მინისტრის მოადგილემ

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში" - ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"დეტალურად მივყვეთ აქციის მონაწილეთა ქმედებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების ქრონოლოგიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, საპოლიციო ძალები განლაგდნენ ჩიტაძისა და პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ მშვიდ ვითარებაში, თავისუფლად გამოეხატათ პროტესტი.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ და დაიწყეს პროვოკაციული ქმედებების განხორციელება, რაც გამოიხატა პოლიციის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, შუშის ბოთლებს, პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს, კვერცხებს, საღებავებს, პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რამდენიმე პოლიციელმა სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე სახის დაზიანება მიიღო.

  • სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაენაცვლებინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები მაინც გრძელდებოდა საათების განმავლობაში.

პირდაპირი ეთერების საშუალებით, ყველამ ნათლად იხილა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის ჭიშკართან და დაიწყო ჭიშკრის ჯგუფური დაზიანება, რომლის სავარაუდო მიზანსაც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა წარმოადგენდა.

მიუხედავად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, რომ მათ შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფორმებში, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან, კანონის შესაბამისად განხორციელდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების გათავისუფლება მოძალადე ჯგუფებისგან.

აღნიშნულის მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფის წევრები განთავსდნენ რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ წინ, კვლავ აგრძელებდნენ პოლიციის მიმართ აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს, რაც გამოიხატა სხვადასხვა ნივთების და პიროტექნიკის სროლაში.

გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფებმა, ხელოვნურად ჩახერგეს რუსთაველის გამზირი სკამებით, ნაგვის ურნებით, ე.წ. „სკუტერებით“ , მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარების საკუთრებაში არსებული ინვენტარით და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.

ასევე, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, როგორც კერძო ისე მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებსა და ხის სკამებს.

საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ ძალადობრივი ჯგუფები მუდმივად აგროვებდნენ დიდი ზომის ქვებსა და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებს, პოლიციელებზე თავდასხმის მიზნით. შესაბამისად, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსთაველის გამზირზე უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადებისგან გათავისუფლება. აღნიშნულ პროცესში პოლიციის მხრიდან დაკავებული იქნა 107 პირი.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონით მინიჭებულ ყველა ღონისძიებას.

წაიკითხეთ ასევე: