მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, იმის შეხსენება, რომ მე "ნაცი" არ ვარ, არაა საჭირო" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე
"იმედია, იმის შეხსენება, რომ მე "ნაცი" არ ვარ, არაა საჭირო" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მმარ­თვე­ლი ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე დიდი ხა­ნია ითხოვს, რომ ყვე­ლამ ვი­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს და ხალ­ხი იც­ნობს, თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ხო­ფე­რია, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ხო­ფე­რია წერს, რომ მისი ოც­ნე­ბა სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი იყო...

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სწავ­ლის, შრო­მის მეტი არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. შეც­დო­მაც მომ­სვლია ბევ­რი, ალ­ბათ. მაგ­რამ ჩემი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა, ჰო, ოც­ნე­ბა, ჩემი სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი იყო, რად­გან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი. ვინ მოგ­ცათ თქვენ უფ­ლე­ბა და მან­და­ტი ჩვენს სამ­შობ­ლოს ეს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვათ?!

რა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს წყვეტთ 2028 წლამ­დე? - ჰო, იმე­დია, შეხ­სე­ნე­ბა იმის, მე რომ "ნაცი" არ ვარ, არაა სა­ჭი­რო" - წერს ხო­ფე­რია.

"რუს­თა­ვი 2"-ის სახე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მომ­ღე­რა­ლი თიკა ფა­ცა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია. გუ­რამ რო­გა­ვა­ზე თავ­დას­ხმის ვი­დე­ოს ვერც ვა­ზი­ა­რებ, ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბაა. ასე გა­მე­ტე­ბით და თან თავ­ში დარ­ტყმა რაში წე­რია" - წერს ფა­ცა­ცია.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარს და მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­თია შა­რან­გი­აც.

- ბევ­რმა იცის, ბოლო დროს რო­გორ ვცდი­ლობ სტა­ტუ­სე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვო. ყვე­ლას გა­სა­გო­ნად - დღეს რაც ხდე­ბა პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგას, ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ფე­სი­ა­ზე ან ინ­ტე­რე­სებ­ზე. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ დღეს რუს­თა­ველ­ზე დგას რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს. არც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა აქვს და არც ქარ­თვე­ლია. დღეს სამ­შობ­ლოს ბედი წყდე­ბა ქუ­ჩა­ში!!!

რის­თვის იწ­ვა­ლეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, თუ ევ­რო­პის­კენ სვლას ვწყვეტთ? იწ­ვა­ლეს და თავი გა­წი­რეს იმის­თვის რომ დღეს ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი, სწო­რე­დაც რომ “ღირ­სე­ბით” შევ­სუ­ლი­ყა­ვით ევ­რო­პა­ში და ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დეთ. და ჩვენ რას ვე­ტყვით ჩვენს შვი­ლებს? სად გა­იღ­ვი­ძე­ბენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი? რუ­სეთ­ში?

ვის ებ­რძვით, ვის? ქარ­თვე­ლებს? მო­მა­ვალ თა­ო­ბას? ქა­ლებს? ბავ­შვებს? მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ე­რი­ეთ? გა­მო­დით ხალხნო ქუ­ჩა­ში!!! აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­დით, თუ გინ­დათ ჩვენს შვი­ლებს არ წა­არ­თვან მო­მა­ვა­ლი. და აი დღეს მი­პა­სუ­ხეთ, ვინ ვის არ­თმევს ქარ­თვე­ლო­ბას?

პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლიც. სხვა­თა შო­რის ორი დღის მან­ძილ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ნიშ­ნავ­დნენ და მის­გან პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვ­დნენ. „სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პა. ღმერ­თო, სად ხარ,“ - წერს მა­ყაშ­ვი­ლი.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე კი, სა­დაც სპეც­რაზ­მე­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა, არა­ა­და­მი­ანს უწო­დებს. „მოგ­ტყდეს ის ფეხი, რომ­ლი­თაც დაგ­დე­ბულს სა­ხე­ში ურტყამ, არა­ა­და­მი­ა­ნო...“

მომ­ღე­რა­ლი ნუცა თო­ფუ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემი და­ბა­დე­ბის დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს და ყო­ველ წელს პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვე­ლო­დე­ბი, გრან­დი­ო­ზუ­ლად და იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი ,ჩემი ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნით, გა­ვა­უქ­მე. პირ­ვე­ლად, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მაქვს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი ჩემი და­ბა­დე­ბის დღის... სულ მე­ტი­რე­ბა. პ.ს. სა­ქარ­თვე­ლო იყო არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პა!"

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მსა­ხი­ო­ბე­ბიც.

„პუ­ტი­ნი რომ გა­ქებს ვინ ხარ და რა ხარ? - ვისი სა­ხე­ლით ამ­ბობთ უარს. თა­ო­ბე­ბი წვე­თე­ბად ვაგ­რო­ვებთ ამ წინსვლებს, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რდეს ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­ჭირ­ვე­ბა და დარ­დი რო­გორ და­ვა­კა­ვოთ მო­მა­ვა­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში? საკ­მა­რი­სია...“ - წერს ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა.

ინ­სტაგ­რამ­ზე სთო­რებს აქ­ვეყ­ნებს ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეც. მსა­ხი­ო­ბი მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ამი­რე­ჯი­ბი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ წინა აქ­ცი­ე­ბის დროს და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი, სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მო­ნიშ­ნა და და­წე­რა:

"გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად არ თვლით? მხო­ლოდ 17 მა­ისს უდ­გა­ხართ გვერ­დში ოჯა­ხურ სიწ­მინ­დეს?რა­ტომ არ ცდი­ლობთ რამე ნუ­გე­ში აპოვ­ნი­ნოთ სი­ცი­ვე­ში დღე და ღამე მდგომ ადა­მი­ა­ნებს, რა­ტომ არ ესა­უბ­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ის როლი ასე­თი უკი­დუ­რე­სი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სას რა­შია?".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იმედია, იმის შეხსენება, რომ მე "ნაცი" არ ვარ, არაა საჭირო" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე

"იმედია, იმის შეხსენება, რომ მე "ნაცი" არ ვარ, არაა საჭირო" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მმართველი ძალის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ ყველამ ვისაც სოციალურ ქსელში ბევრი გამომწერი ჰყავს და ხალხი იცნობს, თავისი პოზიცია დააფიქსირონ

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ხოფერია წერს, რომ მისი ოცნება სამშობლოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი იყო...

"მთელი ჩემი ცხოვრება სწავლის, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. შეცდომაც მომსვლია ბევრი, ალბათ. მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი. ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?!

რა მოლაპარაკებებს წყვეტთ 2028 წლამდე? - ჰო, იმედია, შეხსენება იმის, მე რომ "ნაცი" არ ვარ, არაა საჭირო" - წერს ხოფერია.

"რუსთავი 2"-ის სახე, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და წერს:

"საქართველოს ადგილი ევროპაშია. გურამ როგავაზე თავდასხმის ვიდეოს ვერც ვაზიარებ, ისეთი საშინელებაა. ასე გამეტებით და თან თავში დარტყმა რაში წერია" - წერს ფაცაცია.

რუსთაველის გამზირზე მომხდარს და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს ჟურნალისტი თათია შარანგიაც.

- ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო. ყველას გასაგონად - დღეს რაც ხდება პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე ან ინტერესებზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსთაველზე დგას რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, სერიოზული პრობლემა აქვს. არც თავმოყვარეობა აქვს და არც ქართველია. დღეს სამშობლოს ბედი წყდება ქუჩაში!!!

რისთვის იწვალეს ჩვენმა წინაპრებმა, თუ ევროპისკენ სვლას ვწყვეტთ? იწვალეს და თავი გაწირეს იმისთვის რომ დღეს ჩვენ ქართველები, სწორედაც რომ “ღირსებით” შევსულიყავით ევროპაში და ქართულად ვსაუბრობდეთ. და ჩვენ რას ვეტყვით ჩვენს შვილებს? სად გაიღვიძებენ ჩვენი შვილები? რუსეთში?

ვის ებრძვით, ვის? ქართველებს? მომავალ თაობას? ქალებს? ბავშვებს? მედიის წარმომადგენლებს დაერიეთ? გამოდით ხალხნო ქუჩაში!!! აუცილებლად გამოდით, თუ გინდათ ჩვენს შვილებს არ წაართვან მომავალი. და აი დღეს მიპასუხეთ, ვინ ვის ართმევს ქართველობას?

პროტესტს გამოთქვამს მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილიც. სხვათა შორის ორი დღის მანძილზე სოციალურ ქსელში ხშირად ნიშნავდნენ და მისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. „საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა. ღმერთო, სად ხარ,“ - წერს მაყაშვილი.

ერთ-ერთ ვიდეოზე კი, სადაც სპეცრაზმელი აქციის მონაწილეს სასტიკად უსწორდება, არაადამიანს უწოდებს. „მოგტყდეს ის ფეხი, რომლითაც დაგდებულს სახეში ურტყამ, არაადამიანო...“

მომღერალი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გრანდიოზულად და იდეალურად დაგეგმილი ,ჩემი ყველა საყვარელი ადამიანით, გავაუქმე. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის... სულ მეტირება. პ.ს. საქართველო იყო არის და იქნება ევროპა!"

მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებიც.

„პუტინი რომ გაქებს ვინ ხარ და რა ხარ? - ვისი სახელით ამბობთ უარს. თაობები წვეთებად ვაგროვებთ ამ წინსვლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში გაჭირვება და დარდი როგორ დავაკავოთ მომავალი ამ ქვეყანაში? საკმარისია...“ - წერს ანი ტყებუჩავა.

ინსტაგრამზე სთორებს აქვეყნებს ნინო გაჩეჩილაძეც. მსახიობი მომხდარით შეძრულია.

ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა აქციების დროს დატოვა ტელეკომპანია იმედი, საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი მონიშნა და დაწერა:

"განსხვავებული შეხედულების ადამიანებს სულიერ შვილებად არ თვლით? მხოლოდ 17 მაისს უდგახართ გვერდში ოჯახურ სიწმინდეს?რატომ არ ცდილობთ რამე ნუგეში აპოვნინოთ სიცივეში დღე და ღამე მდგომ ადამიანებს, რატომ არ ესაუბრებით, ეკლესიის როლი ასეთი უკიდურესი დაძაბულობისას რაშია?".

წაიკითხეთ ასევე: