პოლიტიკა
მსოფლიო

12

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერლები ადამიანის უფლებების დასაცავად - რატომ უნდა ვიცნობდეთ მათ შემოქმედებას?
მწერლები ადამიანის უფლებების დასაცავად - რატომ უნდა ვიცნობდეთ მათ შემოქმედებას?

დის­კრი­მი­ნა­ცია, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა და ბუ­ლინ­გი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას უპი­რის­პი­რე­ბენ და ასე ცდი­ლო­ბენ მკი­თხველ­ში გა­აღ­ვი­ძონ ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა და მე­ტად და­ა­ფიქ­რონ პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე­ზე.

დის­კრი­მი­ნა­ცია და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს გენ­დერუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი, გა­რეგ­ნუ­ლი თუ სხვა ნიშ­ნით. ადა­მი­ან­ზე ამ ფორ­მით ძა­ლა­დო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს რო­გორც ინ­დი­ვი­დის, ისე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის დო­ნე­ზე.

გთა­ვა­ზობთ ხუთ ავ­ტორს, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ად­ვო­კა­ტი­რებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი აქ­ტი­ვიზ­მით დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ შო­რის არი­ან: ელიფ შა­ფა­ქი, მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი, ანი ერნო, ჯას­ტინ ბალ­დო­ნი, ტარა პორ­ტე­რი და ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტო. აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე სხვა მწერ­ლებ­თან ერ­თად ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

მათ გა­მორ­ჩე­ულ წიგ­ნებს შო­რი­საა:

82 წლის ფრან­გი მწე­რა­ლი ანი ერნო 2022 წელს ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. მას ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა „გამ­ბე­და­ო­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი სიმ­ძაფ­რის­თვის, რომ­ლი­თაც იგი ახ­სნის პი­რა­დი მეხ­სი­ე­რე­ბის ფეს­ვებს, გა­უ­ცხო­ე­ბა­სა და კო­ლექ­ტი­ურ იძუ­ლე­ბას.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა და გა­მოს­ცა მისი „ქალი“, „მოვ­ლე­ნა“ და „წლე­ბი“. ყვე­ლა მათ­გა­ნი მწერ­ლის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას და ქა­ლის პრობ­ლე­მებ­სა და მის მი­მართ არ­სე­ბულ სტიგ­მას ეხე­ბა.

ანი ერ­ნოს დედა სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ორი წელი ალ­ცჰა­ი­მე­რით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. „ქალი“ მისი ამ­ბა­ვია _ ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი და ღრმად ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი დე­დებ­სა და შვი­ლებ­ზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და სი­ბე­რე­ზე, ხსოვ­ნა­სა და და­ვი­წყე­ბა­ზე. ამ ამ­ბის მო­ყო­ლა მწერ­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა გზა, თვი­თონ „ემ­შო­ბი­ა­რა“ დედა - ეპო­ვა ის, ვინც შე­ა­კავ­ში­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, ეპო­ვა ქალი თა­ვის დე­და­ში.

თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი და­ი­ბა­და 1971 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ სტრას­ბურ­გში, დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში. და­ამ­თავ­რა ან­კა­რის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ცხოვ­რობს ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში. მშობ­ლი­უ­რი თურ­ქუ­ლის გარ­და, წერს ინ­გლი­სუ­რად. თა­ნამ­შრომ­ლობს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ პრე­სას­თან.

ელიფ შა­ფა­ქი აქ­ტი­უ­რად ად­ვო­კა­ტი­რებს ქალ­თა უფ­ლე­ბებს, არის არის ეკო­ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლოს ჰუ­მა­ნუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. მწე­რა­ლი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეხე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მის როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

რო­მა­ნი "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი” ინ­გლი­სუ­რად და­წე­რილ მის სამ რო­მან­თა­გან ერთ-ერ­თია. თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და აღ­მო­სავ­ლე­თი.

ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტო ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლია, რომ­ლის რო­მან­მა „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“ 2019 წელს ბუ­კე­რის პრე­მია მო­ი­პო­ვა. რო­მა­ნი აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ 2019 წელს თა­ვის საყ­ვა­რელ 19 წიგნს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ევა­რის­ტო 2009 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნის წევ­რი, ხოლო 2020 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნის ოფი­ცე­რი გახ­და.

ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს რო­მა­ნი „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“ ამა ბონ­ზუს - აფ­რი­კუ­ლი ფეს­ვე­ბის მქო­ნე ბრი­ტა­ნელ რე­ჟი­სორ­ზეა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბოლო წარ­მოდ­გე­ნის პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ასე იწყე­ბა 12 ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რო­მა­ნი-პანო. ამამ, რა­დი­კალ­მა ფე­მი­ნის­ტმა, უნდა გა­და­ლა­ხოს უამ­რა­ვი წი­ნა­ღო­ბა და უკომ­პრო­მი­სოდ ია­როს თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზებ­ზე. ეს ოც­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად კონ­კრე­ტუ­ლი და მკა­ფი­ოა, რომ მა­მა­კაც­საც კი ამ ნიშ­ნით ირ­ჩევს დრო­ე­ბით პარტნი­ო­რად - ზუს­ტად იცის, რო­გო­რი შვი­ლი უნდა გა­ა­ჩი­ნოს. და ეს, ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი კომ­პრო­მი­სია შე­მოქ­მე­დის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ამ პო­ლი­ფო­ნი­ურ რო­მან­ში, ამა ბონ­ზუს გარ­და, 19 წლის ია­ზის, 93 წლის ჰე­ტი­სა და კი­დევ 9 ქა­ლის ამ­ბე­ბია მო­თხრო­ბი­ლი. ეს შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ისე­თი­ვე ნამ­დვი­ლია, რო­გო­რიც მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა ქა­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზეც არა­ვის და­უ­წე­რია. წიგ­ნი მათ­ზეც არის.

მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ბუ­ლინ­გი და შე­ვიწ­რო­ე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმწვა­ვე­სი პრლე­მაა, რო­მელ­მაც ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც პოვა ასახ­ვა.

მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი რთუ­ლი ეტა­პია და წიგ­ნის ავ­ტო­რის, დოქ­ტორ ტარა პორ­ტე­რის ფრთხი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა და­ეხ­მა­რე­ბა მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი მო­ზარ­დო­ბის ასა­კი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი რთუ­ლი დროა დღე­საც, როცა ქალს გა­ცი­ლე­ბით მეტი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს, ვიდ­რე ადრე. თუმ­ცა არც ამ­დე­ნი პრე­ტენ­ზია ჰქო­ნი­ათ მას­თან გარ­შე­მო მყო­ფებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად კი, სა­კუ­თარ თავს. რო­გორ გა­უმკლავ­დეს ყო­ვე­ლი­ვე ამას მო­ზარ­დი გო­გო­ნა ან ახალ­გაზ­რდა ქალი? არ­სე­ბობს ამ კი­თხვა­ზე ნა­თე­ლი და იოლი პა­სუ­ხი? წიგნ­ში მოყ­ვა­ნი­ლი იო­ლად გა­სა­გე­ბი სტრა­ტე­გი­ე­ბი, ნა­თე­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ნი, გამ­ყა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ყუ­რადსა­ღე­ბი მა­გა­ლი­თით, მათ­თვის მე­ტად სა­ჭი­რო გზამ­კვლე­ვი იქ­ნე­ბა."

ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი წიგ­ნი იყოს, რო­მე­ლიც კი ოდეს­მე წა­გი­კი­თხავს. შე­გიმ­ჩნე­ვია, რომ არ­სე­ბობს და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ჭებს კარ­ნა­ხო­ბენ, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, იფიქ­რონ და გა­ნი­ცა­დონ. არა­ვინ იცის, სა­ი­დან მო­დის ეს წე­სე­ბი, მაგ­რამ ერთ დღე­საც ბამ! და უცებ გრძნობ მათ უხი­ლავ ძა­ლას, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებს მას­კუ­ლი­ნო­ბის წე­სებს მიჰ­ყვე, თუნ­დაც ეს სუ­ლაც არ გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეს. ეს წიგ­ნი ბი­ჭე­ბის კლუ­ბის წე­სე­ბის დას­წავ­ლა­ზე არ არის, ის მათ და­ვი­წყე­ბას ეხე­ბა. მზად იყა­ვი: ეს წიგ­ნი შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი და გა­სა­ო­ცა­რია. აქ არ არის შე­ზღუ­დუ­ლი თე­მე­ბი და ტყუ­ი­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა ცოტა არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, მაგ­რამ ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბის - და რწმე­ნის -მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. არ იდარ­დო, ამ გზა­ზე მარ­ტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერ­თად შე­ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ჭკვი­ა­ნი, მა­მა­ცი და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ექიმი, რომლის დასმულმა დიაგნოზმა საზოგადოება გააოცა

მწერლები ადამიანის უფლებების დასაცავად - რატომ უნდა ვიცნობდეთ მათ შემოქმედებას?

მწერლები ადამიანის უფლებების დასაცავად - რატომ უნდა ვიცნობდეთ მათ შემოქმედებას?

დისკრიმინაცია, შეუწყნარებლობა და ბულინგი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც თანამედროვე მწერლები თავიანთ შემოქმედებას უპირისპირებენ და ასე ცდილობენ მკითხველში გააღვიძონ ემპათიის გრძნობა და მეტად დააფიქრონ პრობლემის სიმწვავეზე.

დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა შეიძლება იყოს გენდერული, ეთნიკური, გარეგნული თუ სხვა ნიშნით. ადამიანზე ამ ფორმით ძალადობამ შეიძლება უმძიმესი შედეგები მოიტანოს როგორც ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოების დონეზე.

გთავაზობთ ხუთ ავტორს, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ადვოკატირებს ადამიანის უფლებებს და ცნობილია თავისი აქტივიზმით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. მათ შორის არიან: ელიფ შაფაქი, მარგარეტ ეტვუდი, ანი ერნო, ჯასტინ ბალდონი, ტარა პორტერი და ბერნარდინ ევარისტო. აღნიშნულ თემებზე მომუშავე სხვა მწერლებთან ერთად ისინი მუშაობენ ცნობიერების ამაღლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მათ გამორჩეულ წიგნებს შორისაა:

82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო 2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას ნობელის პრემია მიენიჭა „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ იძულებას.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა მისი „ქალი“, „მოვლენა“ და „წლები“. ყველა მათგანი მწერლის პირად გამოცდილებას და ქალის პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ სტიგმას ეხება.

ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა - ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.

თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.

ელიფ შაფაქი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა უფლებებს, არის არის ეკოფემინისტური მოძრაობის მხარდამჭერი, ცდილობს, საზოგადოებაში გაავრცელოს ჰუმანური შეხედულებები. მწერალი თავის შემოქმედებაში ეხება ქალთა უფლებებს, მის როლს საზოგადოებაში.

რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

ბერნარდინ ევარისტო ბრიტანელი მწერალია, რომლის რომანმა „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. რომანი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2019 წელს თავის საყვარელ 19 წიგნს შორის დაასახელა. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.

ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ამა ბონზუს - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელ რეჟისორზეა, რომელიც თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი. ეს შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. წიგნი მათზეც არის.

მოზარდობის ასაკში ბულინგი და შევიწროება თანამედროვე საზოგადოების უმწვავესი პრლემაა, რომელმაც ლიტერატურაშიც პოვა ასახვა.

მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპია და წიგნის ავტორის, დოქტორ ტარა პორტერის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს სიძნელეების დაძლევაში. მუდმივად ცვალებადი მოზარდობის ასაკი ცხოვრების ერთ-ერთი რთული დროა დღესაც, როცა ქალს გაცილებით მეტი არჩევანის შესაძლებლობა და თავისუფლება აქვს, ვიდრე ადრე. თუმცა არც ამდენი პრეტენზია ჰქონიათ მასთან გარშემო მყოფებს და ყველაზე მეტად კი, საკუთარ თავს. როგორ გაუმკლავდეს ყოველივე ამას მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი? არსებობს ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? წიგნში მოყვანილი იოლად გასაგები სტრატეგიები, ნათელი ახსნა-განმარტებანი, გამყარებული არაერთი ყურადსაღები მაგალითით, მათთვის მეტად საჭირო გზამკვლევი იქნება."

ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც ბამ! და უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. მზად იყავი: ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!

R