სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე 100 თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას - რა წერია განცხადებაში?
საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე 100 თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას - რა წერია განცხადებაში?

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ თა­ნამ­შრო­მელ­თა გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 2028 წლამ­დე შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ემიჯ­ნე­ბი­ან, ამ დრო­ის­თვის ხელს 100 პირი აწერს.

უწყე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს.

"ჩვე­ნი, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტე­ბის, უმ­თავ­რეს მო­ვა­ლე­ო­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ერ­თგუ­ლე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია მი­მარ­თავ­და სრულ ძა­ლის­ხმე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, 2028 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის ტალ­ღა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო ის­ტო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს - და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­პულ ოჯახს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ქვეყ­ნის მიერ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ცალ­მხრი­ვად უა­რის თქმა, გა­მო­იწ­ვევს ნე­გა­ტი­ურ სტრა­ტე­გი­ულ შე­დე­გებს. ამას­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მსგავ­სი ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, აღარ შე­იქ­მნას. გარ­და ამი­სა, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის გა­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს ქვეყ­ნის იზო­ლა­ცი­ას. და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლო პი­რის­პირ რჩე­ბა იმ საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ 2028 წლამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის ამო­ღე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის მო­თხოვ­ნებ­თან.

ჩვენ ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი­სად­მი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გან­ცხა­დე­ბა ღიაა და ხელ­მომ­წე­რი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც ხელს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აწე­რენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე 100 თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას - რა წერია განცხადებაში?

საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე 100 თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას - რა წერია განცხადებაში?

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 100 პირი აწერს.

უწყების აღნიშნული თანამშრომლების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

"ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.

დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.

ინფორმაციისთვის, განცხადება ღიაა და ხელმომწერი პირების რაოდენობა მზარდია“, - ნათქვამია განცხადებას, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები აწერენ.