სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გამოიდარებს და ჩადგება ქარი: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი - "ბოლო დღეებში იყო ძალიან სერიოზული შემოჭრა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების..."
როდის გამოიდარებს და ჩადგება ქარი: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი - "ბოლო დღეებში იყო ძალიან სერიოზული შემოჭრა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების..."

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 29 ნო­ემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და ნა­ლე­ქი შე­წყდე­ბა. დღი­სით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით დათ­ბე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცივი ამინ­დი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლის­ში 2 დე­კემ­ბრამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო 2 დე­კემ­ბერს შე­საძ­ლოა მცი­რე წვი­მა და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +7, +9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +15 გრა­დუს­საც ელო­დე­ბი­ან.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო სვეტ­ლა­ნა, რო­დის მოვა თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი თოვ­ლი, ნა­ვა­რა­უ­დე­ვი იყო 27 ნო­ემ­ბერს?

- თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში იყო თოვ­ლი, მა­გა­ლი­თად ლოტ­კინ­ზე, სხვა უბ­ნებ­შიც... მცი­რე თოვ­ლი იყო, მეტი არც იყო ნა­ვა­რა­უ­დე­ვი. ჯერ­ჯე­რო­ბით თბი­ლის­ში თოვლს არ ვე­ლო­დე­ბით.

- რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ქარი ისევ იქ­ნე­ბა?

- ხვა­ლი­დან მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს. ხვა­ლაც ქა­რია, ზე­გი­დან კი ქა­რიც ჩად­გე­ბა. ორ დე­კემ­ბერს შე­საძ­ლოა თბი­ლის­ში მო­იღ­რუბ­ლოს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მცი­რე წვი­მა და ნის­ლი. ეს, რაც ბოლო დღე­ებ­ში ვნა­ხეთ, იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მოჭ­რა ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი მო­ვი­და რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში... მთებ­ში, მა­ღალ მთებ­ში ყველ­გან თოვ­და. ვი­ცით, რომ ბევ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ჩა­ი­კე­ტა, ხვა­ლი­დან უკვე ნელ-ნელა შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა.

- "სე­ზო­ნე­ბი თით­ქმის წა­ი­შა­ლა... შე­საძ­ლოა, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ მო­ი­მა­ტოს" - რო­გო­რი ზამ­თა­რი გვე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ზამ­თრის პროგ­ნო­ზი ჯერ არ გვაქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში სით­ბო იყოს დე­კემ­ბერ­შიც, იან­ვარ­შიც, რო­გორც ყო­ველ­თვის ხდე­ბა. არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ ხდე­ბა, უკვე ნო­ემ­ბრის მე­სამ­დე დე­კა­დაა და ნა­ლე­ქი არც უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს. ასე­ვე შე­საძ­ლოა იან­ვარ­ში სით­ბოც, რად­გან იან­ვარ­ში ბევ­რჯერ არის, რომ თბი­ლა, კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. 2025 წლის იან­ვა­რი რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როდის გამოიდარებს და ჩადგება ქარი: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი - "ბოლო დღეებში იყო ძალიან სერიოზული შემოჭრა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების..."

როდის გამოიდარებს და ჩადგება ქარი: სვეტლანა ნიორაძის პროგნოზი - "ბოლო დღეებში იყო ძალიან სერიოზული შემოჭრა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების..."

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში +15 გრადუსსაც ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდებზე დეტალურად გვესაუბრა...

- ქალბატონო სვეტლანა, როდის მოვა თბილისში პირველი თოვლი, ნავარაუდევი იყო 27 ნოემბერს?

- თბილისის გარეუბნებში იყო თოვლი, მაგალითად ლოტკინზე, სხვა უბნებშიც... მცირე თოვლი იყო, მეტი არც იყო ნავარაუდევი. ჯერჯერობით თბილისში თოვლს არ ველოდებით.

- როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში, ქარი ისევ იქნება?

- ხვალიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს. ხვალაც ქარია, ზეგიდან კი ქარიც ჩადგება. ორ დეკემბერს შესაძლოა თბილისში მოიღრუბლოს, მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ეს, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, იყო ძალიან სერიოზული შემოჭრა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების, რამდენიმედღიანი ძლიერი ნალექი მოვიდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში... მთებში, მაღალ მთებში ყველგან თოვდა. ვიცით, რომ ბევრი საავტომობილო გზა ჩაიკეტა, ხვალიდან უკვე ნელ-ნელა შეზღუდვები მოიხსნება.

- "სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში?

- ზამთრის პროგნოზი ჯერ არ გვაქვს. გამორიცხული არაფერია, შეიძლება ცალკეულ დღეებში სითბო იყოს დეკემბერშიც, იანვარშიც, როგორც ყოველთვის ხდება. არაფერი უჩვეულო არ ხდება, უკვე ნოემბრის მესამდე დეკადაა და ნალექი არც უნდა გაგვიკვირდეს. ასევე შესაძლოა იანვარში სითბოც, რადგან იანვარში ბევრჯერ არის, რომ თბილა, კლიმატურ ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა. 2025 წლის იანვარი როგორი იქნება, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

წაიკითხეთ ასევე: