სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჯანყება ახალ ზელანდიაში - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი, რომელმაც უძველესი ტომი დიდი ხნის შემდეგ ქუჩაში გამოიყვანა (ფოტო, ვიდეო)
აჯანყება ახალ ზელანდიაში - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი, რომელმაც უძველესი ტომი დიდი ხნის შემდეგ ქუჩაში გამოიყვანა (ფოტო, ვიდეო)

ვე­ლინგტონ­ში, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტთან ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თა. ქვეყ­ნის უძ­ვე­ლე­სი ტომი - მა­ო­რი, აპ­რო­ტეს­ტებს კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ურტყამს ქვეყ­ნის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს და ამ­ცი­რებს მა­ო­რის ტო­მის უფ­ლე­ბებს.

მსვლე­ლო­ბა ლო­ზუნ­გით - Hīkoi mō te Tiriti (ჰი­კოი) ცხრა დღის წინ, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო­ეთ­ში და­ი­წყო. ეს არის ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია.

axali_zelandia


მა­ო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბა, ანუ ჰი­კოი, პარ­ლა­მენ­ტის წინ კულ­მი­ნა­ცი­უ­რად დას­რულ­და.


axali_zelandia

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან, რომ უარი თქვან სა­კა­მა­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა­ზე. კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს 184-წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხე­ლა­ხალ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ბრი­ტა­ნელ კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ასო­ბით მა­ო­რის ტომს შო­რის.

სა­ვა­რა­უ­დოდ კა­ნო­ნი არ დამ­ტკიც­დე­ბა, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში მღელ­ვა­რე­ბა ისევ გრძელ­დე­ბა.


  • რა ხდე­ბა?

ათა­სო­ბით მა­ო­რიმ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში, დრო­შე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა სამ­შა­ბათს გა­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ტესტს და­ახ­ლე­ბით 42,000 ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა, რაც ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ნიშ­ნუ­ლად ით­ვლე­ბა.


მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მსვლე­ლო­ბა შე­ა­ფა­სეს, რო­გორც "თა­ო­ბის ხმა“. ამას­თან, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ აგ­რძე­ლებ­დნენ ხმა­ურს, რო­დე­საც სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.


გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ცოტა ხნით შე­ჩერ­და მას შემ­დეგ, რაც მა­ო­რის კა­ნონ­მდებ­ლებ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის კენ­ჭისყ­რის ჩაშ­ლის მიზ­ნით, საპ­რო­ტეს­ტო "ჰაკა" გა­მარ­თეს.


axali_zelandia
საპ­რო­ტეს­ტო ჰაკა ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა


  • რა არის ვა­ი­ტან­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?

axali_zelandia

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის "ვა­ი­ტან­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ხელი ბრი­ტა­ნე­თის კო­ლო­ნი­ურ­მა რე­ჟიმ­მა და მა­ო­რის 500-მა მე­თა­ურ­მა 1840 წელს მო­ა­წე­რეს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ასა­ხუ­ლია ძი­რძველ ტო­მებ­სა და კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის შე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვლე­ბა ქვეყ­ნის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ დო­კუ­მენ­ტად.


არ­სე­ბობს ტექ­სტის ორი ვერ­სია - მა­ო­რი და ინ­გლი­სუ­რი. თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი ვერ­სია თა­ვი­სე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რა­მაც დიდი ხა­ნია გა­მო­იწ­ვია დე­ბა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში. ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სწო­რედ ამ პუნ­ქტე­ბის და­ზუს­ტე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.


  • რა არის კა­ნონპ­რო­ექ­ტი?

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა მე­მარ­ჯვე­ნე ACT ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პარ­ტი­ის ლი­დერ­მა დე­ვიდ სე­ი­მურ­მა.


სე­ი­მუ­რი აცხა­დებს, რომ ის არ ცდი­ლობს ორი­გი­ნა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ტექ­სტის შეც­ვლას, თუმ­ცა პრინ­ცი­პე­ბი უნდა გა­ნი­სა­ზღვროს კა­ნო­ნით და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა ახალ­ზე­ლან­დი­ელ­ზე - არა მხო­ლოდ მა­ო­რი­ზე.


კა­ნონპ­რო­ექტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ათა­სო­ბით მკვიდ­რი და არა­ძი­რძვე­ლი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლე­ბიც.


წყა­რო





00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
6

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ინგლისს დაპყრობილ ქვეყნებში ცივილიზაცია შეჰქონდა, განსხვავებით რუსებისგან.

status quo
5

ინგლისელები პირწავარდნილი კოლონიზაატორები არიან.არსად წერია სახელმძღვანელოებში, თუ რას უშვებოდნენ ისინი ირლანდიელებს.ყველაზე იაფ მონებად ჰყავდათ და ზანგებთან აჯვარებდნენ,რათა უკეთესი სამუშაო ძალად ჰყოლოდათ.ენითაუწერელ სისასტიკეებს და სიბინძურეებს ჩადიოდნენ მათ მიმართ, რამაც ირლანდიელებს უკიდურესად შეაძულა ინგლისელები.ამან წარმოშვა ირლანდიის რესპუბლიკური არმია ირა.ტერორით და იგივე სისასტიკით ებრძოდნენ მცირერიცხოვანი ირლანდიელები ინგლისელებს.ამან გამოიწვია მილიონობით ირლანდიასა და ავსტრაია- ზელანდიაში ემიგრირება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აჯანყება ახალ ზელანდიაში - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი, რომელმაც უძველესი ტომი დიდი ხნის შემდეგ ქუჩაში გამოიყვანა (ფოტო, ვიდეო)

აჯანყება ახალ ზელანდიაში - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი, რომელმაც უძველესი ტომი დიდი ხნის შემდეგ ქუჩაში გამოიყვანა (ფოტო, ვიდეო)

ველინგტონში, ახალი ზელანდიის პარლამენტთან ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის უძველესი ტომი - მაორი, აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ურტყამს ქვეყნის ფუნდამენტურ პრინციპებს და ამცირებს მაორის ტომის უფლებებს.

მსვლელობა ლოზუნგით - Hīkoi mō te Tiriti (ჰიკოი) ცხრა დღის წინ, ახალი ზელანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში დაიწყო. ეს არის ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია.

axali_zelandia


მაორის მშვიდობიანი მსვლელობა, ანუ ჰიკოი, პარლამენტის წინ კულმინაციურად დასრულდა.


axali_zelandia

მომიტინგეები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, რომ უარი თქვან საკამათო კანონპროექტის მიღებაზე. კანონპროექტი მიზნად ისახავს 184-წლიანი ხელშეკრულების ხელახალ ინტერპრეტაციას ბრიტანელ კოლონიზატორებსა და ასობით მაორის ტომს შორის.

სავარაუდოდ კანონი არ დამტკიცდება, თუმცა ქვეყანაში მღელვარება ისევ გრძელდება.


  • რა ხდება?

ათასობით მაორიმ ახალი ზელანდიის დედაქალაქში, დროშებითა და ტრადიციული სამოსით საპროტესტო მსვლელობა სამშაბათს გამართა. პოლიციამ განაცხადა, რომ პროტესტს დაახლებით 42,000 ადამიანი შეუერთდა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნიშნულად ითვლება.


მონაწილეებმა მსვლელობა შეაფასეს, როგორც "თაობის ხმა“. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ აგრძელებდნენ ხმაურს, როდესაც სხდომაზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა.


გასულ კვირას პარლამენტის სხდომა ცოტა ხნით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მაორის კანონმდებლებმა კანონპროექტის კენჭისყრის ჩაშლის მიზნით, საპროტესტო "ჰაკა" გამართეს.


axali_zelandia
საპროტესტო ჰაკა ახალი ზელანდიის პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა


  • რა არის ვაიტანგის ხელშეკრულება?

axali_zelandia

ახალი ზელანდიის "ვაიტანგის ხელშეკრულება" არის დოკუმენტი, რომელსაც ხელი ბრიტანეთის კოლონიურმა რეჟიმმა და მაორის 500-მა მეთაურმა 1840 წელს მოაწერეს. ხელშეკრულებაში ასახულია ძირძველ ტომებსა და კოლონიზატორებს შორის შეთანხმებული თანაცხოვრების პრინციპები.

ხელშეკრულება ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ დამფუძნებელ დოკუმენტად.


არსებობს ტექსტის ორი ვერსია - მაორი და ინგლისური. თუმცა თითოეული ვერსია თავისებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რამაც დიდი ხანია გამოიწვია დებატები პარლამენტში. ახალი კანონპროექტი სწორედ ამ პუნქტების დაზუსტებას ითვალისწინებდა.


  • რა არის კანონპროექტი?

ხელშეკრულების პრინციპების კანონპროექტი წარადგინა მემარჯვენე ACT ახალი ზელანდიის პარტიის ლიდერმა დევიდ სეიმურმა.


სეიმური აცხადებს, რომ ის არ ცდილობს ორიგინალი ხელშეკრულების ტექსტის შეცვლას, თუმცა პრინციპები უნდა განისაზღვროს კანონით და გამოყენებული უნდა იყოს ყველა ახალზელანდიელზე - არა მხოლოდ მაორიზე.


კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან პოლიტიკოსები, ათასობით მკვიდრი და არაძირძველი ახალზელანდიელებიც.


წყარო