სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცმა ცოლს მისაღებ ოთახსა და საძინებელში ვიდეო-აუდიო ჩამწერი აპარატურა ფარულად დაუმონტაჟა - ქალმა გაიგო და უჩივლა: რას აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
მამაკაცმა ცოლს მისაღებ ოთახსა და საძინებელში ვიდეო-აუდიო ჩამწერი აპარატურა ფარულად დაუმონტაჟა - ქალმა გაიგო და უჩივლა: რას აცხადებს  სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ფაქ­ტზე, მხი­ლე­ბუ­ლია ერთი პირი.


  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის აპ­რი­ლი­დან ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, ქ.თბი­ლის­ში, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო, მისი გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­ღებ ოთახ­ში, ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნის ფორ­მის ფა­რუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა დე­ნის წყა­როს­თან და­ა­კავ­ში­რა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბულ კად­რებს პე­რი­ო­დუ­ლად ნა­ხუ­ლობ­და და კომ­პი­უ­ტერ­ში ინა­ხავ­და.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის ჭერ­ში ფა­რუ­ლად აუ­დიო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და­ა­მონ­ტა­ჟა, რომ­ლის ჩა­ნა­წე­რებ­საც, ასე­ვე, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე ინა­ხავ­და.


სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მო­მარ­თვის შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ა­ტა­რა. კერ­ძოდ, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ფა­რუ­ლი ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და მათ­ში არ­სე­ბუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი.


ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მისი კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, რო­მელ­შიც ფა­რუ­ლი აპა­რა­ტუ­რის მიერ ჩა­წე­რი­ლი აუ­დიო და ვი­დეო მა­სა­ლა იქნა ნა­ნა­ხი.


სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­მა­კაცს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლით, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის­თვის წა­რედ­გი­ნა.და­ნა­შა­უ­ლი 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას.




რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მამაკაცმა ცოლს მისაღებ ოთახსა და საძინებელში ვიდეო-აუდიო ჩამწერი აპარატურა ფარულად დაუმონტაჟა - ქალმა გაიგო და უჩივლა: რას აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

მამაკაცმა ცოლს მისაღებ ოთახსა და საძინებელში ვიდეო-აუდიო ჩამწერი აპარატურა ფარულად დაუმონტაჟა - ქალმა გაიგო და უჩივლა: რას აცხადებს  სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ფარული მიყურადების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი.


  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ.თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 1990 წელს დაბადებული დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარა. კერძოდ, ამოღებული იქნა ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მათში არსებული მეხსიერების ბარათები.


ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ფარული აპარატურის მიერ ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა იქნა ნანახი.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას.