სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის" - რას აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც შესაძლოა თვითგანკურნების ინოვაციად იქცეს
"მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის" - რას აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც შესაძლოა თვითგანკურნების ინოვაციად იქცეს

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩვე­ნი ტვი­ნი არ არის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც მო­გო­ნე­ბე­ბი იქ­მნე­ბა და ინა­ხე­ბა.


ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (NYU) მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მახ­სოვ­რო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი უჯრე­დი იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.


“მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხო­ლოდ ტვი­ნი არ არის. სწავ­ლა და და­მახ­სოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ტვინ­თან და ტვი­ნის უჯრე­დებ­თან, მაგ­რამ ჩვე­ნი ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სხე­უ­ლის სხვა უჯრე­დებ­საც შე­უძ­ლი­ათ ის­წავ­ლონ და შექ­მნან მო­გო­ნე­ბე­ბი“, - ამ­ბობს ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რი ნი­კო­ლაი კუ­კუშ­კი­ნი.


პრო­ცე­სის უკეთ შეს­წავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა მეც­ნი­ე­რებ­მა მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლო უფრო ეფექ­ტუ­რი გზე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ.


  • კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ქი­მი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ციკ­ლი (გან­მე­ო­რე­ბი­თი ქცე­ვა) არის ის, რაც ნე­ი­რო­ნებს შო­რის მეხ­სი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს იწ­ვევს. ამ ფე­ნო­მენს “მა­სობ­რი­ვი სივ­რცის ეფექტს“ უწო­დე­ბენ და თით­ქმის ყვე­ლა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს.

კუ­კუშ­კინ­მა და კო­ლე­გებ­მა პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ “მა­სობ­რი­ვი სივ­რცის ეფექ­ტი“ გე­ნე­ბის გარ­და გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია გე­ნე­ბის ქვეპ­რო­დუქ­ტის ზო­მებ­ზე, რო­მელ­საც ლუ­ცი­ფე­რა­ზა ეწო­დე­ბა.


"გან­მე­ო­რე­ბით სწავ­ლის უნა­რი არ არის ტვი­ნის უჯრე­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი ფუნ­ქცია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა უჯრე­დის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თვი­სე­ბა. მეხ­სი­ე­რე­ბა არ­სე­ბობს არა მხო­ლოდ ტვინ­ში, არა­მედ მთელ ჩვენს სხე­ულ­ში და ამ "სხე­უ­ლის მეხ­სი­ე­რე­ბას" შე­უძ­ლია დიდი როლი შე­ას­რუ­ლოს და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ში", - გან­მარ­ტავს კუ­კუშ­კი­ნი.

კვლე­ვის ავ­ტო­რი გვირ­ჩევს, რომ “ჩვენს სხე­ულს უფრო მე­ტად მი­ვენ­დოთ.“

“მა­გა­ლი­თად, იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რა ახ­სოვს ჩვენს პანკრე­ასს ჩვე­ნი წარ­სუ­ლი კვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ახა­ლი მახ­სოვ­რო­ბის გა­ა­ქი­უ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ცეთ სის­ხლში გლუ­კო­ზის ჯან­სა­ღი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სხვა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი,“ -წერს მეც­ნი­ე­რი.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:



რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის" - რას აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც შესაძლოა თვითგანკურნების ინოვაციად იქცეს

"მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის" - რას აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც შესაძლოა თვითგანკურნების ინოვაციად იქცეს

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ტვინი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც მოგონებები იქმნება და ინახება.


ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მახსოვრობაზე შეიძლება თითოეული უჯრედი იყოს პასუხისმგებელი.


“მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის. სწავლა და დამახსოვრება ძირითადად დაკავშირებულია მხოლოდ ტვინთან და ტვინის უჯრედებთან, მაგრამ ჩვენი ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სხეულის სხვა უჯრედებსაც შეუძლიათ ისწავლონ და შექმნან მოგონებები“, - ამბობს ნეირომეცნიერი ნიკოლაი კუკუშკინი.


პროცესის უკეთ შესწავლის შემთხვევაში, შესაძლოა მეცნიერებმა მეხსიერების პრობლემების სამკურნალო უფრო ეფექტური გზები შეიმუშაონ.


  • კვლევის ავტორების თქმით, ქიმიური აქტივობის მრავალჯერადი ციკლი (განმეორებითი ქცევა) არის ის, რაც ნეირონებს შორის მეხსიერების ფორმირების პროცესს იწვევს. ამ ფენომენს “მასობრივი სივრცის ეფექტს“ უწოდებენ და თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში არსებობს.

კუკუშკინმა და კოლეგებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ “მასობრივი სივრცის ეფექტი“ გენების გარდა გააქტიურებულია გენების ქვეპროდუქტის ზომებზე, რომელსაც ლუციფერაზა ეწოდება.


"განმეორებით სწავლის უნარი არ არის ტვინის უჯრედების უნიკალური ფუნქცია. ეს შეიძლება იყოს ყველა უჯრედის ფუნდამენტური თვისება. მეხსიერება არსებობს არა მხოლოდ ტვინში, არამედ მთელ ჩვენს სხეულში და ამ "სხეულის მეხსიერებას" შეუძლია დიდი როლი შეასრულოს დაავადებების განკურნებაში", - განმარტავს კუკუშკინი.

კვლევის ავტორი გვირჩევს, რომ “ჩვენს სხეულს უფრო მეტად მივენდოთ.“

“მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, თუ რა ახსოვს ჩვენს პანკრეასს ჩვენი წარსული კვების გამოცდილებიდან. ახალი მახსოვრობის გააქიურებამ შეიძლება მოგცეთ სისხლში გლუკოზის ჯანსაღი დონის შენარჩუნების შესაძლებლობა და სხვა დადებითი ტენდენციები,“ -წერს მეცნიერი.


წყარო


იხილეთ ასევე: