მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი არაა დალაგებული - გინდ ქალი, გინდ კაცი" - კალაძე ოპოზიციაზე
"არცერთი არაა დალაგებული - გინდ ქალი, გინდ კაცი" - კალაძე ოპოზიციაზე

სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით რა­დი­კა­ლებს რომ შე­ხე­დო, და­ლა­გე­ბუ­ლი არ­ცერ­თი არაა, ნა­ხეთ, რა დღე­ში არი­ან, გინდ ქალი, გინდ კაცი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­მად­გენ­ლებს „ერთი პატ­რო­ნი ჰყავთ და ერთი ხე­ლით იმარ­თე­ბი­ან“.

"ზო­გა­დად, ბევრ რა­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი. ვნა­ხეთ, უკ­რა­ი­ნა­ში აკ­რძა­ლეს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი. მოლ­დო­ვა­ში სა­ნამ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია აიკ­რძა­ლა, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა, იგი­ვე მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში. გერ­მა­ნი­ა­ში ახლა, რაც ხდე­ბა... მო­გის­მე­ნი­ათ ვინ­მეს სა­ერ­თო, გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვას, რომ ეს არის არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც კი მათ ბი­ჭებს და გო­გო­ებს ეხე­ბა [საქ­მე], გა­რე­დან ვინც მარ­თავს ამ წვრილ­ფე­ხა რა­დი­კა­ლებს, მა­შინ­ვე გიჟ­დე­ბი­ან და ეს არის არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ხალ­ხი ამას ხომ ხე­დავს და უყუ­რებს. დღეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ღა­ცა ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლო, ეს 2007-2008 წელი ხომ არ არის? დღეს 2024 წელ­ში ვართ და ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. ასე რომ, ესეც აჩ­ვე­ნებს მათ რე­ა­ლურ სა­ხეს, თუ ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით ვინც გვყავს, ეს რა­დი­კა­ლე­ბი. ყვე­ლას რომ შე­ხე­დო, და­ლა­გე­ბუ­ლი არ­ცერ­თი არაა. ნა­ხეთ, რა დღე­ში არი­ან, გინდ ქალი და გინდ კაცი. ნორ­მა­ლუ­რი არ­ცერ­თი არაა. უბ­რა­ლოდ, გა­რე­დან იმარ­თე­ბი­ან. ძა­ლი­ან დიდი ძალა ის ვინც გა­რე­დან ამ წვრილ­ფე­ხა რა­დი­კა­ლებს მარ­თვას და არ­ჩევ­ნებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი და­დეს. იმი­ტომ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ა­სუს­ტეს. ეს პარ­ტი­ე­ბი, ვინც ჰყავთ დღეს - „ახა­ლი“, „ლელო“, „გა­ხა­რია“- ვი­საც გა­და­უ­ნა­წი­ლეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხმე­ბი. ისევ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც ერთ დროს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ ამით მცდე­ლო­ბა აქვთ გა­რე­დან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აჩ­ვი­ონ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ არის, მაგ­რამ არის სხვა პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი. ამათ ერთი პატ­რო­ნი ჰყავთ და ერთი ხე­ლით იმარ­თე­ბი­ან. პი­როვ­ნე­ბე­ბის დო­ნე­ზე, რომ და­ვი­დეთ - ნა­ხეთ, ვინ არი­ან - ყვე­ლა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წი­აღ­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არცერთი არაა დალაგებული - გინდ ქალი, გინდ კაცი" - კალაძე ოპოზიციაზე

"არცერთი არაა დალაგებული - გინდ ქალი, გინდ კაცი" - კალაძე ოპოზიციაზე

საქართველოს შიგნით რადიკალებს რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა, ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი, გინდ კაცი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიასთან ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, ოპოზიციას წარმომადგენლებს „ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან“.

"ზოგადად, ბევრ რამესთან დაკავშირებით არსებობს ორმაგი სტანდარტი. ვნახეთ, უკრაინაში აკრძალეს ოპოზიციური პარტიები. მოლდოვაში სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა, ყველა ტელევიზია დაიხურა, იგივე მოხდა უკრაინაში. გერმანიაში ახლა, რაც ხდება... მოგისმენიათ ვინმეს საერთო, გამოსულიყო და ეთქვას, რომ ეს არის არადემოკრატიული პროცესები, მაგრამ საქართველოში, როგორც კი მათ ბიჭებს და გოგოებს ეხება [საქმე], გარედან ვინც მართავს ამ წვრილფეხა რადიკალებს, მაშინვე გიჟდებიან და ეს არის არადემოკრატიული პროცესი. წარმოუდგენელია, ხალხი ამას ხომ ხედავს და უყურებს. დღეს ხომ შეუძლებელია რაღაცა ინფორმაცია დამალო, ეს 2007-2008 წელი ხომ არ არის? დღეს 2024 წელში ვართ და ადამიანებს ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ასე რომ, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.

საქართველოს შიგნით ვინც გვყავს, ეს რადიკალები. ყველას რომ შეხედო, დალაგებული არცერთი არაა. ნახეთ, რა დღეში არიან, გინდ ქალი და გინდ კაცი. ნორმალური არცერთი არაა. უბრალოდ, გარედან იმართებიან. ძალიან დიდი ძალა ის ვინც გარედან ამ წვრილფეხა რადიკალებს მართვას და არჩევნებში სერიოზული შედეგი დადეს. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასუსტეს. ეს პარტიები, ვინც ჰყავთ დღეს - „ახალი“, „ლელო“, „გახარია“- ვისაც გადაუნაწილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები. ისევ ის ადამიანები არიან, ვინც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, მაგრამ ამით მცდელობა აქვთ გარედან, რომ საზოგადოება შეაჩვიონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ არის სხვა პარტიები, რომელზეც შეგიძლიათ გააკეთო არჩევანი. ამათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ხელით იმართებიან. პიროვნებების დონეზე, რომ დავიდეთ - ნახეთ, ვინ არიან - ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან“, - განაცხადა კალაძემ.