პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას შევუდექი“ - გაიცანით ალუდა ჯვარიძე: მეწარმე, რომელმაც ისტორია გააცოცხლა და წინაპრების ნასახლარზე ტურისტებს მასპინძლობს
“როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას შევუდექი“ - გაიცანით ალუდა ჯვარიძე: მეწარმე, რომელმაც ისტორია გააცოცხლა და წინაპრების ნასახლარზე ტურისტებს მასპინძლობს

ჭო­ბა­რე­თი ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 1440 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. უძ­ვე­ლეს და ის­ტო­რი­ულ სო­ფელ­ში არა­ერ­თი ნა­სახ­ლა­რია, სა­დაც, ამ კუ­თხის მკვიდრს, ალუ­და ჯვა­რი­ძეს, წი­ნაპ­რე­ბის ნა­სახ­ლარ­ზე 300 წლის მეს­ხუ­რი ოდის აღ­დგე­ნის იდეა გა­უჩ­ნდა. ჩა­ნა­ფიქ­რი სის­რუ­ლე­ში მალე მო­იყ­ვა­ნა და იქა­უ­რო­ბას ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა...

სა­ნამ ალუ­და ჯვა­რი­ძის ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბო­დეთ, გე­ტყვით, რომ ჭო­ბა­რე­თი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია.


ამა­ზე ის აღ­მო­ჩე­ნაც მე­ტყვე­ლებს, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 2009 წელს და­ე­დო, რო­დე­საც იქ გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნი­სას, ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო სა­თავ­სო­ე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის 3500-3000 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა. აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ასე­ვე ქვის სა­ბეჭ­და­ვი, რო­მე­ლიც მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუ­ქი­დან უნდა იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი... 2012 წლი­დან ძეგლ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის და ავ­სტრა­ლი­ის მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ...



ჭო­ბა­რე­თი სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცია იქ ჯერ კი­დევ ას­წლე­უ­ლე­ბის წინ არ­სე­ბობ­და.


  • ალუ­და ჯვა­რი­ძე:


- ამ სოფ­ლის მკვიდ­რი ვარ, აქ არის ჩემი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი... დღეს ჭო­ბა­რეთ­ში 200 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სულ კი 50 ოჯა­ხი იქ­ნე­ბა, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მო­ხუ­ცია. და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სახ­ლში, სა­დაც ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში აქ ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და სახ­ლის მხო­ლოდ კედ­ლე­ბი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი...


გვყავ­და პა­პის და, კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იმის გამო არ გა­ა­თხო­ვეს, რომ პა­პა­ჩე­მის შვი­ლე­ბის­თვის მო­ევ­ლო (პა­პას ბევ­რი შვი­ლი ჰყავ­და). შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ.


ის ქალ­ბა­ტო­ნი ბუ­ხარ­თან დაჯ­დე­ბო­და და ძველ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბო­და - მოგ­ვი­თხრობ­და გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ, თავი რო­გორ გაჰ­ქონ­დათ. ბევ­რი რამ ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, მათ შო­რის, მეს­ხეთ­ში მუს­ლი­მე­ბის ყოფ­ნა, ომი... რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა, სოფ­ლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ვე­დი. მის­მა სა­უბ­რებ­მა, მო­ნა­თხრო­ბებ­მა ჩემ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი გო­ნე­ბა­ში მყა­რად აღ­მე­ბეჭ­და... ჰოდა, ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე ჩვენს კარ­მი­და­მოს ისე­თად, რო­გორც მის მო­ნა­ყოლ­ში იყო... სა­ბო­ლო­ოდ კი ისე­თი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ჩვე­ნი მა­მა­პა­პე­უ­ლი ად­გი­ლი ისე­ვე აღ­მედ­გი­ნა.


როცა აქ მო­ვე­დი, კედ­ლის ძი­რე­ბი­ღა იყო და 300-წლი­ა­ნი სახ­ლის აღ­დგე­ნას იმ მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით შე­ვუ­დე­ქი.




- პირ­ვე­ლად რა გა­ა­კე­თეთ?


- ბუ­ხა­რი... რად­გა­ნაც ის ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ ბუ­ხარ­თან ჯდე­ბო­და და ამ­ბებს იქ მიყ­ვე­ბო­და. თუ შინ მის­ვლას ვაგ­ვი­ა­ნებ­დი, ნა­ცარ­ში ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ საჭ­მელს ჩა­დებ­და, რომ არ გა­ცი­ე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტო­მაც პირ­ვე­ლად სწო­რედ იმ ბუხ­რის ოთა­ხით და­ვი­წყე. გარ­შე­მო იყო ტე­რა­სე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი, სა­ქონ­ლის სად­გო­მი... მერე ყვე­ლა­ფერს მივ­ყე­ვი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მალე და­ვას­რუ­ლე.



- ოდა რა ნა­წი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა?


- რო­გო­რიც იყო ერ­თნა­ვი­ა­ნი ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი ასე­თი­ვე გა­მო­ვი­და (ნავი რომ პირ­ქვე და­ამ­ხო, ასე­თი ჭე­რე­ბია ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი). რო­დე­საც მიწა ამოვ­თხა­რეთ და მას ვზი­დავ­დით, იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­მოთ სხვა ოდე­ბიც გა­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის აღ­დგე­ნა­საც ვა­პი­რებ. გა­მოჩ­ნდა ასე­ვე ფურ­ნე­ე­ბი, პუ­რის სა­ცხო­ბე­ბი (დიდი შე­ნო­ბაა, სა­დაც 2 პუ­რის სა­ცხო­ბია).


იმ ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ყო­ლი­დან ვიცი, როცა მტე­რი სო­ფელს თავს ეს­ხმო­და, მო­სახ­ლე­ო­ბა იქი­დან გარ­ბო­და. მტრე­ბი ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­დნენ, მათ შო­რის, ფურ­ნე­ებს, ქვევ­რებს ბილ­წავ­დნენ. წლე­ბის მერე, როცა ხალ­ხი სო­ფელს უბ­რუნ­დე­ბო­და, ძველ ფურ­ნე­ებს აღარ იყე­ნებ­და, რად­გან იქ ათა­სი სი­სა­ძაგ­ლე იყო ჩა­დე­ნი­ლი. ამი­ტომ კე­დელს ამო­ქო­ლავ­დნენ და გვერ­დით ახალ ფურ­ნეს უშე­ნებ­დნენ. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს, სა­მე­ზობ­ლო­შიც ნა­სახ­ლა­რე­ბია, ერ­თგან 7 ფურ­ნეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მტე­რი 7-ჯერ მო­სუ­ლა და წა­სუ­ლა...



- ყვე­ლა ნივ­თი, ძვე­ლი ექ­სპო­ნა­ტი, რაც ოდა­ში გაქვთ, თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი­საა?


- ზოგი ჩე­მია, ზოგი - შე­ვი­ძი­ნე, ან თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა მა­ჩუ­ქეს. სულ ტრა­დი­ცი­უ­ლი ნივ­თე­ბია, ხა­ლი­ჩე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ბეწ­ვი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ღე­ბი­ლი... ჩვე­ნი მეს­ხუ­რი ოდა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რო­გორც ძვე­ლად იყო და მეც ჭო­ბა­რეთ­ში ასე დავ­სახ­ლდი. ვი­ღებთ სტუმ­რებს, ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნებთ მეს­ხურ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს, რი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, ვუყ­ვე­ბით ჩვე­ნი კუ­თხი­სა და სოფ­ლის ის­ტო­რი­ას.



მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­დუქ­ტებს არ ვყი­დუ­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ მოგ­ვყავს. წი­თე­ლი დო­ლის პურს ვა­ცხობთ და ხორ­ბა­ლი ჩვე­ნია. გვაქვს ტე­ნი­ლი ყვე­ლი, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­ქონ­ლის რძის­გან ვამ­ზა­დებთ. აპოხ­ტის ხინ­კა­ლი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლის ხინ­კა­ლი - ამ ყვე­ლაფ­რის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი ასე­ვე ჩვე­ნია. ასე­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, გვაქვს ჩვე­ნი თაფ­ლი...



- ე.ი. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­საც უძღვე­ბით.


- რა თქმა უნდა. სა­დღაც 3 ჰექ­ტარ­ზე წი­თე­ლი დო­ლის ხორ­ბალს ვთე­სავთ, აქ მოყ­ვა­ნი­ლი ხორ­ბა­ლი მთე­ლი წელი ყვე­ლაფ­რის­თვის გვყოფ­ნის. მეს­ხუ­რი ქვის ფურ­ნე­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი პური ცხვე­ბა, თან ჩვენ­თან მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ამის მას­ტერკლასს ვუ­ტა­რებთ. ჯერ შოთი პური, ანუ თი­თი­ა­ნი ცხვე­ბა, შემ­დეგ - მეს­ხუ­რი ხა­ჭა­პუ­რი და ასე­ვე ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ქადა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნა­ხო. ცხვე­ბა ასე­ვე სო­მე­ნი პუ­რიც, მის გა­მო­ცხო­ბას მთე­ლი ღამე სჭირ­დე­ბა. დიდი პუ­რე­ბია, რო­მე­ლიც თავს ერთი თვე ინა­ხავს. ესეც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­გო­ნეს. როცა მტრის შე­მო­სე­ვა იყო და სოფ­ლი­დან გაქ­ცე­ვა უწევ­დათ, ისეთ პური ჰქონ­დათ, რომ დიდ­ხანს გა­ეძ­ლო.


40 სუ­ლამ­დე სა­ქო­ნე­ლი მყავს. ჩვენც ვუვ­ლით და ოჯა­ხე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. მუდ­მი­ვად 5 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, ხან­და­ხან როცა ტუ­რის­ტე­ბის დიდი ჯგუ­ფე­ბი მოგ­ვდის, 10-15 ადა­მი­ანს ვიხ­მართ.



- ღვი­ნო­საც აყე­ნებთ?


- აქ არის მეს­ხუ­რი ვაზი. 1500 ძი­რამ­დე მეც დავრგე. რაც მაქვს, იმა­საც ვწუ­რავ და ყუ­რძენს გარ­შე­მო სოფ­ლებ­შიც ვყი­დუ­ლობ. მა­რა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია... ჩვენ­თან ქვევ­რე­ბი ყო­ველ­თვის მი­წა­ში იყო, ცივი ად­გი­ლია, თუ ქვევ­რი მი­წის ქვეშ არ იქნა, ღვი­ნოს ვერ და­ა­ყე­ნებ. აქ ყინ­ვა მალე იწყე­ბა, ყუ­რძე­ნი გვი­ან, ოქ­ტომ­ბერ­ში მო­დის, ახლა იკ­რი­ფე­ბა, რა­საც ყინ­ვა მალე მოჰ­ყვე­ბა. ამი­ტომ მის და­სა­დუ­ღებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო.


ჩავ­ყა­რე ახლი ნერ­გე­ბი - ხიხ­ვი, ხა­რის­თვა­ლა, ჩი­ტის­კვერ­ცხა, შავი ას­პინ­ძუ­რა, თა­მა­რის ვაზი. ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დაგ­ვეხ­მარ­ნენ. საგ­რან­ტო პრო­ექ­ტით ყვე­ლის ქარ­ხა­ნა­ზე ვი­სარ­გებ­ლეთ, 28.000 ლარი მოგ­ვცეს, რომ წარ­მო­ე­ბა აღგ­ვე­ჭურ­ვა.



- ე.ი. გეგ­მა­ში გაქვთ ახლა მეს­ხუ­რი უბ­ნის გა­შე­ნე­ბა...


- კი, აქ მინ­და, პა­ტა­რა მეს­ხუ­რი უბა­ნი შევ­ქმნა. 70 წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც მაქვს და მას უნდა და­ვეყ­რდნო... აქვე, გვერ­დით არის 5 სახ­ლი, რო­მე­ლიც სხვი­სია, ოღონდ, ჩვე­ნი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის, რომ მათ ჩემს სხვა მი­წა­ში გა­ვუც­ვა­ლო.


ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­ვა­კე­თე და რა­საც მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ, ის საქ­მეა, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დი... აქამ­დე რა ბიზ­ნე­სი არ წა­მო­ვი­წყე, კი გა­მომ­დი­ო­და, წარ­მა­ტე­ბაც მქონ­და, მაგ­რამ ვერ­სად გული ისე ვე­რა­ფერს და­ვუ­დე, რო­გორც აქ. ჭო­ბა­რე­თი­დან წა­მოს­ვლა არ მინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ვარ­დნი­ლი სო­ფე­ლია და ახალ­გაზ­რდო­ბაც არ არის, მი­ვარ­დნი­ლი სო­ფე­ლია, აქ მხო­ლოდ საქ­მის კე­თე­ბის დიდი სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა. სხვებ­საც გა­უჩ­ნდათ აქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. სო­ფელ­ში სხვე­ბიც დაბ­რუნ­დნენ და ამუ­შავ­დნენ - სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყეს.


თვე­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კაცი შე­იძ­ლე­ბა, გვეს­ტუმ­როს. მათ შო­რის არი­ან ბლო­გე­რე­ბი, ელ­ჩე­ბიც...


ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ზე მად­ლი­ა­ნი საქ­მეა და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვის მა­მა­პა­პე­ულ კე­რას ხელი მო­კი­დონ და მო­უ­ა­რონ. ისეთ­ნა­ი­რად მოხ­და, არა­ნა­ი­რი ხე­ლო­ბა არ ვი­ცო­დი, თან ისე­თი ად­გი­ლია, ტრაქ­ტორ­საც ვერ მო­იყ­ვან, სულ ხე­ლით ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი.


მოკ­ლედ, შე­დე­გით თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით, ჩა­ნა­ფიქ­რი რომ გა­მო­მი­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ეს საქ­მე ბევ­რს ეძ­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ თუკი და­ი­წყებს, დარ­წმუნ­დე­ბა, რომ სახ­ლი ისე გა­შენ­დე­ბა, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ისე აღ­დგე­ბა და ფეხ­ზე დად­გე­ბა, თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.




დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას შევუდექი“ - გაიცანით ალუდა ჯვარიძე: მეწარმე, რომელმაც ისტორია გააცოცხლა და წინაპრების ნასახლარზე ტურისტებს მასპინძლობს

“როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას შევუდექი“ - გაიცანით ალუდა ჯვარიძე: მეწარმე, რომელმაც ისტორია გააცოცხლა და წინაპრების ნასახლარზე ტურისტებს მასპინძლობს

ჭობარეთი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1440 მეტრზე მდებარეობს. უძველეს და ისტორიულ სოფელში არაერთი ნასახლარია, სადაც, ამ კუთხის მკვიდრს, ალუდა ჯვარიძეს, წინაპრების ნასახლარზე 300 წლის მესხური ოდის აღდგენის იდეა გაუჩნდა. ჩანაფიქრი სისრულეში მალე მოიყვანა და იქაურობას ახალი სიცოცხლე შესძინა...

სანამ ალუდა ჯვარიძის ამბავს მოგიყვებოდეთ, გეტყვით, რომ ჭობარეთი სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია.


ამაზე ის აღმოჩენაც მეტყველებს, რომელსაც საფუძველი 2009 წელს დაედო, როდესაც იქ გაზსადენის გაყვანისას, ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით აღმოაჩინეს. ის სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვის 3500-3000 წლებით თარიღდება. აღმოჩენილ იქნა ასევე ქვის საბეჭდავი, რომელიც მესოპოტამიიდან, ქალაქ ურუქიდან უნდა იყოს შემოტანილი... 2012 წლიდან ძეგლზე მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ...



ჭობარეთი საკუთარ წარსულზე კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცივილიზაცია იქ ჯერ კიდევ ასწლეულების წინ არსებობდა.


  • ალუდა ჯვარიძე:


- ამ სოფლის მკვიდრი ვარ, აქ არის ჩემი წინაპრების საფლავები... დღეს ჭობარეთში 200 ადამიანი ცხოვრობს და სულ კი 50 ოჯახი იქნება, მათგან ნახევარზე მეტი მოხუცია. დავიბადე და გავიზარდე სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. როცა წამოვიზარდე, საცხოვრებლად ახალციხეში გადავედი. იმ პერიოდში აქ ჭერი ჩამოინგრა და სახლის მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი...


გვყავდა პაპის და, კარგი ქალბატონი, რომელიც იმის გამო არ გაათხოვეს, რომ პაპაჩემის შვილებისთვის მოევლო (პაპას ბევრი შვილი ჰყავდა). შვილიშვილებიც მისი გაზრდილები ვართ.


ის ქალბატონი ბუხართან დაჯდებოდა და ძველ ამბებს გვიყვებოდა - მოგვითხრობდა გაჭირვების პერიოდში თუ როგორ ცხოვრობდნენ, თავი როგორ გაჰქონდათ. ბევრი რამ ჰქონდა გამოვლილი, მათ შორის, მესხეთში მუსლიმების ყოფნა, ომი... როდესაც გარდაიცვალა, სოფლიდან საცხოვრებლად ახალციხეში გადავედი. მისმა საუბრებმა, მონათხრობებმა ჩემზე სერიოზული კვალი დატოვა, ყველაფერი გონებაში მყარად აღმებეჭდა... ჰოდა, ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩვენს კარმიდამოს ისეთად, როგორც მის მონაყოლში იყო... საბოლოოდ კი ისეთი სურვილი გამიჩნდა, ჩვენი მამაპაპეული ადგილი ისევე აღმედგინა.


როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას იმ მონათხრობის მიხედვით შევუდექი.




- პირველად რა გააკეთეთ?


- ბუხარი... რადგანაც ის ქალბატონი სწორედ ბუხართან ჯდებოდა და ამბებს იქ მიყვებოდა. თუ შინ მისვლას ვაგვიანებდი, ნაცარში ჩემთვის განკუთვნილ საჭმელს ჩადებდა, რომ არ გაციებულიყო. ამიტომაც პირველად სწორედ იმ ბუხრის ოთახით დავიწყე. გარშემო იყო ტერასები, ვენახები, საქონლის სადგომი... მერე ყველაფერს მივყევი და სამუშაოები მალე დავასრულე.



- ოდა რა ნაწილებისგან შედგება?


- როგორიც იყო ერთნავიანი ტერასული ნამოსახლარი ასეთივე გამოვიდა (ნავი რომ პირქვე დაამხო, ასეთი ჭერებია ტერასული ნამოსახლარები). როდესაც მიწა ამოვთხარეთ და მას ვზიდავდით, იმ პერიოდში ქვემოთ სხვა ოდებიც გამოჩნდა. ამიტომ, უახლოეს მომავალში მის აღდგენასაც ვაპირებ. გამოჩნდა ასევე ფურნეები, პურის საცხობები (დიდი შენობაა, სადაც 2 პურის საცხობია).


იმ ადამიანის მონაყოლიდან ვიცი, როცა მტერი სოფელს თავს ესხმოდა, მოსახლეობა იქიდან გარბოდა. მტრები ყველაფერს ანადგურებდნენ, მათ შორის, ფურნეებს, ქვევრებს ბილწავდნენ. წლების მერე, როცა ხალხი სოფელს უბრუნდებოდა, ძველ ფურნეებს აღარ იყენებდა, რადგან იქ ათასი სისაძაგლე იყო ჩადენილი. ამიტომ კედელს ამოქოლავდნენ და გვერდით ახალ ფურნეს უშენებდნენ. ჩემს სახლთან ახლოს, სამეზობლოშიც ნასახლარებია, ერთგან 7 ფურნეა აღმოჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მტერი 7-ჯერ მოსულა და წასულა...



- ყველა ნივთი, ძველი ექსპონატი, რაც ოდაში გაქვთ, თქვენი წინაპრებისაა?


- ზოგი ჩემია, ზოგი - შევიძინე, ან თანასოფლელებმა მაჩუქეს. სულ ტრადიციული ნივთებია, ხალიჩები ნატურალური ბეწვითაა დამზადებული და ბუნებრივი საღებავებით შეღებილი... ჩვენი მესხური ოდა ისეა მოწყობილი, როგორც ძველად იყო და მეც ჭობარეთში ასე დავსახლდი. ვიღებთ სტუმრებს, ვაგემოვნებინებთ მესხურ ტრადიციულ კერძებს, რითაც ჩვენი წინაპრები იკვებებოდნენ, ვუყვებით ჩვენი კუთხისა და სოფლის ისტორიას.



მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტებს არ ვყიდულობთ, ყველაფერი თვითონ მოგვყავს. წითელი დოლის პურს ვაცხობთ და ხორბალი ჩვენია. გვაქვს ტენილი ყველი, რომელსაც ჩვენი საქონლის რძისგან ვამზადებთ. აპოხტის ხინკალი იქნება, თუ ყველის ხინკალი - ამ ყველაფრისთვის საჭირო პროდუქტი ასევე ჩვენია. ასევე ყველანაირი ბოსტნეული, გვაქვს ჩვენი თაფლი...



- ე.ი. საოჯახო მეურნეობასაც უძღვებით.


- რა თქმა უნდა. სადღაც 3 ჰექტარზე წითელი დოლის ხორბალს ვთესავთ, აქ მოყვანილი ხორბალი მთელი წელი ყველაფრისთვის გვყოფნის. მესხური ქვის ფურნეში ტრადიციული პური ცხვება, თან ჩვენთან მოსულ ადამიანებს ამის მასტერკლასს ვუტარებთ. ჯერ შოთი პური, ანუ თითიანი ცხვება, შემდეგ - მესხური ხაჭაპური და ასევე ძალიან გემრიელი ქადა, რომელიც შეიძლება 20 დღის განმავლობაში შეინახო. ცხვება ასევე სომენი პურიც, მის გამოცხობას მთელი ღამე სჭირდება. დიდი პურებია, რომელიც თავს ერთი თვე ინახავს. ესეც ჩვენმა წინაპრებმა მოიგონეს. როცა მტრის შემოსევა იყო და სოფლიდან გაქცევა უწევდათ, ისეთ პური ჰქონდათ, რომ დიდხანს გაეძლო.


40 სულამდე საქონელი მყავს. ჩვენც ვუვლით და ოჯახებიც გვეხმარებიან. მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, ხანდახან როცა ტურისტების დიდი ჯგუფები მოგვდის, 10-15 ადამიანს ვიხმართ.



- ღვინოსაც აყენებთ?


- აქ არის მესხური ვაზი. 1500 ძირამდე მეც დავრგე. რაც მაქვს, იმასაც ვწურავ და ყურძენს გარშემო სოფლებშიც ვყიდულობ. მარანი მშენებლობის პროცესშია... ჩვენთან ქვევრები ყოველთვის მიწაში იყო, ცივი ადგილია, თუ ქვევრი მიწის ქვეშ არ იქნა, ღვინოს ვერ დააყენებ. აქ ყინვა მალე იწყება, ყურძენი გვიან, ოქტომბერში მოდის, ახლა იკრიფება, რასაც ყინვა მალე მოჰყვება. ამიტომ მის დასადუღებლად შესაბამისი პირობებია საჭირო.


ჩავყარე ახლი ნერგები - ხიხვი, ხარისთვალა, ჩიტისკვერცხა, შავი ასპინძურა, თამარის ვაზი. ნერგების გამოყვანაში ორგანიზაციები დაგვეხმარნენ. საგრანტო პროექტით ყველის ქარხანაზე ვისარგებლეთ, 28.000 ლარი მოგვცეს, რომ წარმოება აღგვეჭურვა.



- ე.ი. გეგმაში გაქვთ ახლა მესხური უბნის გაშენება...


- კი, აქ მინდა, პატარა მესხური უბანი შევქმნა. 70 წლის წინ გადაღებული ფოტოც მაქვს და მას უნდა დავეყრდნო... აქვე, გვერდით არის 5 სახლი, რომელიც სხვისია, ოღონდ, ჩვენი გვარის წარმომადგენლები არიან. ახლა მოლაპარაკება მიდის, რომ მათ ჩემს სხვა მიწაში გავუცვალო.


ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რაც გავაკეთე და რასაც მომავალში ვგეგმავ, ის საქმეა, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი... აქამდე რა ბიზნესი არ წამოვიწყე, კი გამომდიოდა, წარმატებაც მქონდა, მაგრამ ვერსად გული ისე ვერაფერს დავუდე, როგორც აქ. ჭობარეთიდან წამოსვლა არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მივარდნილი სოფელია და ახალგაზრდობაც არ არის, მივარდნილი სოფელია, აქ მხოლოდ საქმის კეთების დიდი სურვილი მიჩნდება. სხვებსაც გაუჩნდათ აქ დაბრუნების სურვილი. სოფელში სხვებიც დაბრუნდნენ და ამუშავდნენ - სასტუმროების გაშენება დაიწყეს.


თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 400 კაცი შეიძლება, გვესტუმროს. მათ შორის არიან ბლოგერები, ელჩებიც...


ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მადლიანი საქმეა და ქვეყნის გადარჩენისთვისაც მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა თავის მამაპაპეულ კერას ხელი მოკიდონ და მოუარონ. ისეთნაირად მოხდა, არანაირი ხელობა არ ვიცოდი, თან ისეთი ადგილია, ტრაქტორსაც ვერ მოიყვან, სულ ხელით ვაკეთეთ ყველაფერი.


მოკლედ, შედეგით თვითონაც გაკვირვებული დავრჩი, ღმერთის დახმარებით, ჩანაფიქრი რომ გამომივიდა. შეიძლება ეს საქმე ბევრს ეძნელება, მაგრამ თუკი დაიწყებს, დარწმუნდება, რომ სახლი ისე გაშენდება, გარშემო ყველაფერი ისე აღდგება და ფეხზე დადგება, თვითონაც გაკვირვებული დარჩება.