კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვანძოვანი ჩიყვი — რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?
კვანძოვანი ჩიყვი — რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ორ­გა­ნოა. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სხე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლი პრო­ცე­სის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე, მათ შო­რის, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ნერ­ვუ­ლი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვაა. ამ პა­თო­ლო­გი­ა­ზე მე­ტის გა­სა­გე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის დიღ­მის ფი­ლი­ა­ლის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნაია ლა­ტა­რია სა­უბ­რობს. .

რა არის კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი და რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა სა­ხის ჩიყ­ვის­გან?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სტრუქ­ტუ­რა­ში გვხვდე­ბა კვან­ძო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი ან წარ­მო­ნაქ­მნე­ბი. კვან­ძის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ერ­თკვან­ძი­ა­ნი ან მრა­ვალკ­ვან­ძი­ა­ნი ჩიყ­ვი. თუ ორ­გა­ნო უბ­რა­ლოდ გა­დი­დე­ბუ­ლია და არ აღი­ნიშ­ნე­ბა მას­ში კვან­ძე­ბი, მა­შინ საქ­მე გვაქვს დი­ფუ­ზურ ჩიყვთან.

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის დროს კვან­ძე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად ის შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეც იყოს.

რა არის კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­ი­დი­ტი, რო­მელ­საც ჰა­ში­მო­ტოს და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ. მას ზოგ­ჯერ გა­ნა­პი­რო­ბებს იო­დის დე­ფი­ცი­ტი, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა და ა.შ

რა არის და­ა­ვა­დე­ბის შე­საძ­ლო სიმპტო­მე­ბი?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ კვან­ძე­ბი მცი­რე და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, სრუ­ლად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, დიდი ზო­მის კვან­ძებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შე­სამ­ჩნე­ვი შე­შუ­პე­ბა კი­სერ­ზე, ყლაპ­ვი­სა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. იმ შემ­თხვე­ვებ­ში, თუ კვან­ძე­ბი ჰორ­მო­ნუ­ლად აქ­ტი­უ­რია, პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უვ­ლინ­დეთ ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის სიმპტო­მე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა წო­ნის კლე­ბა, გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა, ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, შფოთვის ან/და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბის მა­ტე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა პა­თო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ულტრაბ­გე­რი­თი კონ­ტრო­ლის დროს ხდე­ბა. ამ დროს ვა­ფა­სებთ კვან­ძის/კვან­ძე­ბის ზო­მას, სტრუქ­ტუ­რა­სა და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. თუ კვან­ძის სტრუქ­ტუ­რა და კი­დე­ე­ბი არის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ან/და აღი­ნიშ­ნე­ბა ზო­მა­ში მა­ტე­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვან­ძის ბი­ოფ­სია, იმი­სათ­ვის რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე.

ასე­ვე, უნდა უნდა გან­ვსა­ზღვროთ სის­ხლში ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­აც, რათა შე­ვა­ფა­სოთ მისი ფუნ­ქცია ორ­გა­ნიზ­მში.

რო­გორ მკურ­ნა­ლობთ კვან­ძო­ვან ჩიყვს?

მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კვან­ძე­ბის ზო­მა­ზე, სიმპტო­მებ­სა და სტრუქ­ტუ­რა­ზე. თუ კვან­ძე­ბი მცი­რეა და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, 6 თვე­ში ერთხელ რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა ჩა­ტარ­დეს. უფრო დიდი კვან­ძე­ბის­თვის კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ჰორ­მონ­ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია, ქი­რურ­გია და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დით თე­რა­პია. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ეთა­ნო­ლის ინი­ექ­ცია ან თერ­მუ­ლი აბ­ლა­ცია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

კვანძოვანი ჩიყვი — რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

კვანძოვანი ჩიყვი — რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესის რეგულირებაზე, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე.

კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა. ამ პათოლოგიაზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია საუბრობს. .

რა არის კვანძოვანი ჩიყვი და რით განსხვავდება ის სხვა სახის ჩიყვისგან?

კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.

კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.

რა არის კვანძოვანი ჩიყვის ძირითადი მიზეზები?

კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება იყოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, რომელსაც ჰაშიმოტოს დაავადებასაც უწოდებენ. მას ზოგჯერ განაპირობებს იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, რადიაციული ზემოქმედება, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების მოხმარება და ა.შ

რა არის დაავადების შესაძლო სიმპტომები?

კვანძოვანი ჩიყვი, განსაკუთრებით თუ კვანძები მცირე და კეთილთვისებიანია, სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, დიდი ზომის კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს შესამჩნევი შეშუპება კისერზე, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. იმ შემთხვევებში, თუ კვანძები ჰორმონულად აქტიურია, პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ ჰიპერთირეოზის სიმპტომებიც, როგორებიცაა წონის კლება, გულისცემის აჩქარება, ჭარბი ოფლიანობა, შფოთვის ან/და გაღიზიანებადობის მატება.

როგორ ხდება პათოლოგიის დიაგნოსტირება?

კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტირება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კონტროლის დროს ხდება. ამ დროს ვაფასებთ კვანძის/კვანძების ზომას, სტრუქტურასა და სხვა მახასიათებლებს. თუ კვანძის სტრუქტურა და კიდეები არის არაერთგვაროვანი ან/და აღინიშნება ზომაში მატება, რეკომენდებულია კვანძის ბიოფსია, იმისათვის რომ გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე.

ასევე, უნდა უნდა განვსაზღვროთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციაც, რათა შევაფასოთ მისი ფუნქცია ორგანიზმში.

როგორ მკურნალობთ კვანძოვან ჩიყვს?

მკურნალობა დამოკიდებულია კვანძების ზომაზე, სიმპტომებსა და სტრუქტურაზე. თუ კვანძები მცირეა და კეთილთვისებიანი, 6 თვეში ერთხელ რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. უფრო დიდი კვანძებისთვის კი, აუცილებელია მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, ქირურგია და რადიოაქტიური იოდით თერაპია. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე, გამოიყენება მინიმალური ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.

R