მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო დღე­ი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე მეს­ხმა გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი იხ­სნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი (ემერ­ჯენ­სი) და სტა­ცი­ო­ნა­რი მუ­შა­ო­ბას აახ­ლებს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სტა­ცი­ო­ნარ­ში 110 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი.

“გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი 12 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი, მთლი­ა­ნო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი მზად იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. ჯამ­ში, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და სტა­ცი­ო­ნარ­ში 110 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მეს­ხმა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი სრუ­ლად გა­რე­მონტდა, თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რი­თა და ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვა.

“გან­ყო­ფი­ლე­ბა 12 სა­წოლ­ზეა გაშ­ლი­ლი, მო­წყო­ბი­ლია ტრი­ა­ჟის ოთა­ხი, შო­კის დარ­ბა­ზი, მცი­რე და დიდი ობ­სერ­ვა­ცი­ის დარ­ბა­ზე­ბი, ასე­ვე - ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტა. კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, გან­თავ­სე­ბუ­ლია 12 სა­წო­ლი - I-II-III დო­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­წო­ლე­ბი, გა­და­უ­დე­ბე­ლი დი­ა­ლი­ზის სა­წო­ლი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი და ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა განუცხადა, კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს.

მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

“გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 12 საწოლზეა გათვლილი, მთლიანობაში კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, რომელიც მანამდე ფუნქციონირებდა. ყველა დეპარტამენტი მზად იქნება პაციენტების მისაღებად. ჯამში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული“, - აღნიშნა მესხმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა.

“განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი, მოწყობილია ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე - ბოქსირებული პალატა. კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, განთავსებულია 12 საწოლი - I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.