სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლატონის „დიალოგების“ ანალოგით შექმნილი საგანი, რომელსაც ბავშვები ქართულ-ბრიტანულ სკოლაში შეისწავლიან
პლატონის „დიალოგების“ ანალოგით შექმნილი საგანი, რომელსაც ბავშვები ქართულ-ბრიტანულ სკოლაში შეისწავლიან

ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის შე­იქ­მნა ახა­ლი სა­გა­ნი „დი­ა­ლო­გე­ბი“, რო­მე­ლიც პლა­ტო­ნის „დი­ა­ლო­გე­ბის“ ანა­ლო­გი­თაა შექ­მნი­ლი და ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა კლას­ში აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვლებს ას­წავ­ლის. „დი­ა­ლო­გე­ბის“ სას­წავ­ლო კურ­სი „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ და "ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის’’ სა­ერ­თო პრო­ექ­ტე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ 2010 წელს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. საქ­მი­ა­ნო­ბას ძი­რი­თა­დად სა­ხალ­ხო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გზით ახორ­ცი­ე­ლებს, რო­გორც ეს მა­ხ­ა­თას მთა­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დროს მოხ­და. ის დიდ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ფა­სე­უ­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ზე და სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ნა­წი­ლია ახა­ლი საგ­ნის „დი­ა­ლო­გე­ბის“ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა.

ახა­ლი საგ­ნი­სა და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი სკო­ლის, ბი­ჯი­ე­სის დი­რექ­ტო­რი ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ შე­იქ­მნა სა­გა­ნი „დი­ა­ლო­გე­ბი“ და რა თე­მებს მო­ი­ცავს ის?

თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში სა­აზ­როვ­ნო კრი­ზი­სია, ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს ფუნ­ქცია, ვერ ხვდე­ბი­ან რა­ტომ ცხოვ­რო­ბენ. ეს ასეა მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ასეა ჩვენ­შიც. ვი­ფიქ­რეთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის შეგ­ვექ­მნა სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მათ სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, კი­დევ ერთხელ გა­ი­აზ­რებ­დნენ რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, მად­ლი­ე­რე­ბა, ოჯა­ხი, პა­ტი­ვის­ცე­მა უფ­რო­სი­სად­მი, გა­არ­კვევ­დნენ ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას სამ­ყა­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და შეძ­ლებ­დნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის (ადა­მი­ა­ნის) აღ­ქმას სამ­ყა­როს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად. ანუ გვინ­და მო­ზარ­დებს გა­დავ­ცეთ უმ­თავ­რე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბი და იმი­სათ­ვის რომ ეს პრო­ცე­სი მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლი გამ­ხდა­რი­ყო, გა­დავ­წყვი­ტეთ მის­თვის დი­ა­ლო­გის ფორ­მა მიგ­ვე­ცა.

  • VI კლა­სის "დი­ა­ლო­გე­ბის’’ თე­მაა მე და სამ­ყა­რო.
  • VII კლა­სის „დი­ა­ლო­გე­ბი“ სათ­ნო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლას ეთ­მო­ბა.
  • VIII კლა­სის „დი­ა­ლო­გე­ბი“ სათ­ნო­ე­ბებს ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით გა­ნი­ხი­ლავს.
  • IX კლა­სი ეთ­მო­ბა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის კურსს. აქ მთა­ვა­რი შე­კი­თხვე­ბია: ვინ ვართ ჩვენ? რა ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს ის­ტო­რი­ულ რეტ­როს­პექ­ტი­ვა­ში ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. ესაა ფა­სე­უ­ლო­ბი­თი თვალ­თა­ხედ­ვით და­ნა­ხუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ის­ტო­რია.
  • X კლა­სის თე­მაა კა­ტე­ხიზ­მო. მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხია - რო­გო­რია ცხოვ­რე­ბის ის წესი, რომ­ლი­თაც უნდა ვი­ცხოვ­რო, რომ არ დავ­კარ­გო ჩემი თა­ვის­თა­ვა­დო­ბა.
  • XI კლას­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ძი­რი­თად ელე­მენ­ტებ­ზე ვმსჯე­ლობთ.
  • XII კლა­სის კურ­სი კი არის იდე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

რაში ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს სა­გა­ნი „დი­ა­ლო­გე­ბი“?

სა­გა­ნი „დი­ა­ლო­გე­ბი“ ბავ­შვებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ სწო­რი აზ­როვ­ნე­ბა. ჩვენ ბავ­შვებს უნდა გა­ვა­ტა­ნოთ სკო­ლი­დან ის სა­აზ­როვ­ნო ორი­ენ­ტი­რე­ბი, მივ­ცეთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი კომ­პა­სი, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ვალ­ში, სკო­ლის მიღ­მა (სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სამ­სა­ხურ­ში, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ მის გა­რეთ) მარ­თე­ბულ გზა­ზე სი­ა­რულ­ში და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს ზო­გად ერუ­დი­ცი­ას­თან ერ­თად, „დი­ა­ლო­გე­ბის“ პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აძ­ლევს ფა­სე­უ­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბას.

სა­გა­ნი „დი­ა­ლო­გე­ბი“ ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთი ნა­წი­ლია. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სას­კო­ლო ასა­კი­დან­ვე ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მას ბავ­შვე­ბის­თვის?

ბავ­შვო­ბის ასაკ­ში გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის მთელ ცხოვ­რე­ბას გან­სა­ზღვრავს. ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, გუ­ლის­ხმობს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბის გა­და­ცე­მას. ჩვენ ქრის­ტი­ა­ნულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბებს ისე ვუ­ზი­ა­რებთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ და­ი­ნა­ხონ მათი ქმე­დი­თო­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან უნდა იწყე­ბო­დეს.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფა­სე­უ­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბას იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დგას?

ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის მზე­რას მო­მავ­ლი­სა­კენ მი­მარ­თავს. თუმ­ცა დღეს, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, თით­ქოს­და ავალ­დე­ბუ­ლებს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი მზე­რა წარ­სულ­საც მი­ა­პყროს, რად­გან მას სწო­რედ აქ ეგუ­ლე­ბა ის ფა­სე­უ­ლო­ბა, რა­მაც მისი დღე­ვან­დელ დღემ­დე მოყ­ვა­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. სწო­რედ ამ ფა­სე­უ­ლო­ბით უნდა ჩა­ე­ბას ის გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მა­რა­თონ­ში, რათა არ და­კარ­გოს მისი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი იდენ­ტო­ბა, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც ყვე­ლა ქვეყ­ნი­სათ­ვის უმ­თავ­რე­სი ზრუნ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი პა­ტა­რა ერე­ბის­თვის, რო­გო­რიც ჩვენ ვართ.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას’’პრო­ექ­ტე­ბი და რო­გო­რია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიზ­ნე­ბის თან­ხვედ­რა?

უკვე თით­ქმის 10 წე­ლია, მაქვს პა­ტი­ვი ვიყო "სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა სა­თათ­ბი­როს წევ­რი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ქტი­ტო­რი, მეც ჩარ­თუ­ლი ვარ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში: მა­ხ­ა­თას და გე­ლა­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს, ვხვდე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ვმსჯე­ლობთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე. ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტე­ბის უმ­თავ­რე­სი დატ­ვირ­თვა, ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და რეს­ტავ­რა­ცია-კონ­სერ­ვა­ცი­ას­თან ერ­თად, მათი ფა­სე­უ­ლო­ბი­თი დატ­ვირ­თვის წარ­მო­ჩე­ნაა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გი­ზი­ა­რებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

  • სს „ლი­ბერ­თი ბან­კი": LBRTGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35LB0775555555555555
  • სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“: BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბან­კი“: TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE96TB7005555555555555

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

ძალიან კარგია თუ ახალგაზრდებს , როგორც იაპონიაშია პირველი ორი წელი ვასწავლით იგივე ქცევის ნორმებს, კულტურას და აშ. ძალიან მომწონს როდესაც ბავშვი იზრდება არა უფლებების ცოდნით მარტო კი არა, იქვე აუცილებელია მოვალეობების ცოდნაც. ასეთი ადამიანი იქნება სრულფასოვანი წევრი საზოგადოების. 

on
0

ქართული ასწავლეთ პლატონას მოეშვით. ეს ბრიტანული და ამერიკული და იტალიური და გერმანული არ სად დაგეკარგოთ. აქანე იქანე მოაშლევინეთ და გამართულ ქარტულად ალაპარაკეთ. წაირეთ ტვინი რა,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პლატონის „დიალოგების“ ანალოგით შექმნილი საგანი, რომელსაც ბავშვები ქართულ-ბრიტანულ სკოლაში შეისწავლიან

პლატონის „დიალოგების“ ანალოგით შექმნილი საგანი, რომელსაც ბავშვები ქართულ-ბრიტანულ სკოლაში შეისწავლიან

ქართულ-ბრიტანული სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა ახალი საგანი „დიალოგები“, რომელიც პლატონის „დიალოგების“ ანალოგითაა შექმნილი და ბავშვებს სხვადასხვა კლასში აზროვნების საფუძვლებს ასწავლის. „დიალოგების“ სასწავლო კურსი „საზოგადოება ივერიისას“ და ,,ფასეულობათა კვლევის საზოგადოების’’ საერთო პროექტების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოება ივერიისა“ 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. საქმიანობას ძირითადად სახალხო შემოწირულობის გზით ახორციელებს, როგორც ეს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა. ის დიდ ყურადღებას ამახვილებს ფასეულობით განათლებაზე და სწორედ ამ მიმართულების ნაწილია ახალი საგნის „დიალოგების“ მოსწავლეებისთვის შეთავაზება.

ახალი საგნისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ქართულ-ბრიტანული სკოლის, ბიჯიესის დირექტორი ეკა კვაჭანტირაძე გვესაუბრება.

როგორ შეიქმნა საგანი „დიალოგები“ და რა თემებს მოიცავს ის?

თანამედროვე გლობალურ სამყაროში სააზროვნო კრიზისია, ადამიანებმა დაკარგეს ფუნქცია, ვერ ხვდებიან რატომ ცხოვრობენ. ეს ასეა მთელს მსოფლიოში და ასეა ჩვენშიც. ვიფიქრეთ ჩვენი მოსწავლეებისათვის შეგვექმნა საგანი, რომელიც მათ სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა, კიდევ ერთხელ გაიაზრებდნენ რა არის სიყვარული, მეგობრობა, მადლიერება, ოჯახი, პატივისცემა უფროსისადმი, გაარკვევდნენ ადამიანის დანიშნულებას სამყაროსთან მიმართებაში და შეძლებდნენ საკუთარი თავის (ადამიანის) აღქმას სამყაროს განუყოფელ ნაწილად. ანუ გვინდა მოზარდებს გადავცეთ უმთავრესი ქრისტიანული ჭეშმარიტებები და იმისათვის რომ ეს პროცესი მეტად პროდუქტიული გამხდარიყო, გადავწყვიტეთ მისთვის დიალოგის ფორმა მიგვეცა.

  • VI კლასის ,,დიალოგების’’ თემაა მე და სამყარო.
  • VII კლასის „დიალოგები“ სათნოებების შესწავლას ეთმობა.
  • VIII კლასის „დიალოგები“ სათნოებებს ქართული და უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებებით განიხილავს.
  • IX კლასი ეთმობა ეროვნული იდენტობის კურსს. აქ მთავარი შეკითხვებია: ვინ ვართ ჩვენ? რა ძირითადი ღირებულებები გვაქვს ისტორიულ რეტროსპექტივაში ჩვენი ეროვნული იდენტობის დასადასტურებლად. ესაა ფასეულობითი თვალთახედვით დანახული ეროვნული ისტორია.
  • X კლასის თემაა კატეხიზმო. მთავარი განსახილველი საკითხია - როგორია ცხოვრების ის წესი, რომლითაც უნდა ვიცხოვრო, რომ არ დავკარგო ჩემი თავისთავადობა.
  • XI კლასში ქრისტიანობაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის ძირითად ელემენტებზე ვმსჯელობთ.
  • XII კლასის კურსი კი არის იდეოლოგიური გამოწვევები.

რაში ეხმარება ბავშვებს საგანი „დიალოგები“?

საგანი „დიალოგები“ ბავშვებს საშუალებას აძლევს ჩამოუყალიბდეთ სწორი აზროვნება. ჩვენ ბავშვებს უნდა გავატანოთ სკოლიდან ის სააზროვნო ორიენტირები, მივცეთ ის ღირებულებითი კომპასი, რომელიც მათ მომავალში, სკოლის მიღმა (საზოგადოებაში, სამსახურში, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ) მართებულ გზაზე სიარულში და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. სკოლა მოსწავლეებს ზოგად ერუდიციასთან ერთად, „დიალოგების“ პროგრამის საშუალებით აძლევს ფასეულობით განათლებას.

საგანი „დიალოგები“ ფასეულობითი განათლების ერთ-ერთი ნაწილია. რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო ასაკიდანვე ფასეულობითი განათლების მიცემას ბავშვებისთვის?

ბავშვობის ასაკში გათავისებული ფასეულობები ადამიანის მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს. ფასეულობითი განათლება, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ქრისტიანული ჭეშმარიტებების გადაცემას. ჩვენ ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს ისე ვუზიარებთ მოსწავლეებს, რომ დაინახონ მათი ქმედითობა და აუცილებლობა თანამედროვე რეალობაში. ამიტომ ვფიქრობთ, ფასეულობითი განათლება ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს.

რა მნიშვნელობა აქვს ფასეულობით განათლებას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება დგას?

ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო თავის მზერას მომავლისაკენ მიმართავს. თუმცა დღეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, თითქოსდა ავალდებულებს ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებას თავისი მზერა წარსულსაც მიაპყროს, რადგან მას სწორედ აქ ეგულება ის ფასეულობა, რამაც მისი დღევანდელ დღემდე მოყვანა განაპირობა. სწორედ ამ ფასეულობით უნდა ჩაებას ის გლობალიზაციის მარათონში, რათა არ დაკარგოს მისი ნაციონალური და სახელმწიფოებრივი იდენტობა, რომლის შენარჩუნებაც ყველა ქვეყნისათვის უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი პატარა ერებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის „საზოგადოება ივერიისას’’პროექტები და როგორია თქვენი საქმიანობის და ამ საზოგადოების მიზნების თანხვედრა?

უკვე თითქმის 10 წელია, მაქვს პატივი ვიყო ,,საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრი, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ადამიანებთან ერთად. ისევე როგორც თითოეული ქტიტორი, მეც ჩართული ვარ ამ საზოგადოების საქმიანობაში: მახათას და გელათის საგანმანათლებლო პროექტებში, ვკითხულობ ლექციებს, ვხვდები ფართო საზოგადოებას და ვმსჯელობთ ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობ, ამ პროექტების უმთავრესი დატვირთვა, ტაძრების მშენებლობასთან და რესტავრაცია-კონსერვაციასთან ერთად, მათი ფასეულობითი დატვირთვის წარმოჩენაა ქართული საზოგადოებისათვის.

შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

R