კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მისთვის დიდი ტკივილი იყო... ყოველთვის მხარში უდგას მეუღლე" - ერთ-ერთი ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ახდენილი ოცნება და ტრავმა
"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მისთვის დიდი ტკივილი იყო... ყოველთვის მხარში უდგას მეუღლე" - ერთ-ერთი ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ახდენილი ოცნება და ტრავმა

"უზო­მოდ თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ძალ­ზე მხი­ა­რუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი" - ასე ახა­სი­ა­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს - გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვილს დედა - ხა­თუ­ნა კვერ­ნა­ძე და გვი­ამ­ბობს, რო­გო­რი იყო გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დიდ ფეხ­ბურთში, რო­დის ჰქონ­და ყვე­ლა­ზე კარ­გი და რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, რო­გორ და­ი­წყო მისი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი?

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, სა­ნამ გი­ორ­გის შე­სა­ხებ ლა­პა­რაკს და­ვი­წყებთ, მინ­და გკი­თხოთ, რო­გო­რია თქვე­ნი ემო­ცია, რო­დე­საც გი­ორ­გი მო­ე­დან­ზეა?

- ძა­ლი­ან გა­მიძ­ნელ­დე­ბა აღვწე­რო იმ წუ­თებ­ში რა­საც ვგრძნობ და გან­ვიც­დი. ვფიქ­რობ, ნე­ტავ რას იზამს გი­ორ­გი? რო­გორ ითა­მა­შე­ბენ ბი­ჭე­ბი? თა­მაშს თუ ვეს­წრე­ბი, ტრი­ბუ­ნა­ზე ვერ მა­ჩე­რე­ბენ (იცი­ნის), წა­მოვ­ხტე­ბი ხოლ­მე და ვყვი­რი, - "მიდი, ბიჭო, მიდი!!!"

- ეს ემო­ცია ალ­ბათ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია, რო­დე­საც გი­ორ­გი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობს, არა?

- რა თქმა უნდა, ისე­დაც აზარ­ტუ­ლი ვარ და ამ დროს პიკ­შია ჩემი აზარ­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია, გი­ორ­გის ყვე­ლა თა­მაშს ვერ ვეს­წრე­ბი, მაგ­რამ ყო­ვე­ლი თა­მა­შის წინ ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ და ღმერ­თს ვთხოვ, გა­აძ­ლი­ე­როს. გი­ორ­გის მო­ე­დან­ზე რომ ვხე­დავ, ხა­ტე­ბის კუ­თხე მაქვს, იქ მივ­დი­ვარ და სან­თლებს ვან­თებ. მჯე­რა, ეს ენერ­გე­ტი­კა მას­თან მი­დის და ეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც თა­მაშს ვეს­წრე­ბი, ვიცი, ჩემი შვი­ლის­თვის ეს და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია. ტრი­ბუ­ნი­დან გი­ორ­გის ჩემი ხმა ყო­ველ­თვის ეს­მის. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც და­ვუ­ძა­ხებ, "გი­ორ­გი, არ შე­მარ­ცხვი­ნო!" ყო­ველ­თვის ტემპს უმა­ტებს, გოლი რომ გა­აქვს, ჩემ­კენ იხე­დე­ბა. ახლა მცი­რე ხნით სა­ბერ­ძნეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე დავ­ბრუნ­დე­ბი.

- რო­გო­რი იყო გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ სპორ­ტში, რა ასა­კი­დან თა­მა­შობს?

- 5 წლის იყო, ფეხ­ბურთზე რომ მი­ვიყ­ვა­ნე. მე და გი­ორ­გი სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ბავ­შვი არ მშორ­დე­ბო­და. ყო­ველ სა­ღა­მოს ბურთს ვუ­რე­ცხავ­დი. ჩვენ რომ და­ვი­ძი­ნებ­დით, ბურ­თი აუ­ცი­ლებ­ლად შუ­ა­ში უნდა "ჩაგ­ვეწ­ვი­ნა". გი­ორ­გიმ თა­მა­ში ავ­ტო­ქარ­ხნის "კოლ­ხი­და­ში" და­ი­წყო, გიგა ცუც­ქი­რი­ძეს­თან ვარ­ჯი­შობ­და. მა­შინ კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, პა­რა­ლე­ლუ­რად წყალ­ტუ­ბოს "ახალ გა­ზეთ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. პა­ტა­რა რომ იყო, თა­მა­შებ­ზე სულ თან დავ­ყვე­ბო­დი. ერთ-ერთი თა­მა­ში­სას კლუბ "სა­ბურ­თა­ლოს" პრე­ზი­დენ­ტი გვერ­დით და­მიჯ­და. არ ვი­ცო­დი, ის ვინ იყო, გი­ორ­გის ჩემი შე­ძა­ხი­ლე­ბით ვამ­ხნე­ვებ­დი, ჩვე­უ­ლი ემო­ცი­ით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. ამ ადა­მი­ან­მა მკი­თხა, თქვე­ნი ვინ არი­სო? ვუ­პა­სუ­ხე, რომ მო­ე­დან­ზე ჩემი შვი­ლი თა­მა­შობ­და. გი­ორ­გის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და, მისი მწვრთნე­ლი ყო­ველ­თვის 3-4 წლით დიდ ბი­ჭებ­თან ათა­მა­შებ­და. "სა­ბურ­თა­ლოს" პრე­ზი­დენ­ტმა მი­თხრა, რომ გი­ორ­გის ის აკ­ვირ­დე­ბო­და და ამ დღი­დან 1 კვი­რა­ში უკვე "სა­ბურ­თა­ლო­ში" გა­და­ვი­და, კონ­ტრაქტს ხელი მო­ა­წე­რა. ბავ­შვო­ბა­ში მესი უყ­ვარ­და, მის გო­ლებს დის­კზე ვუ­წერ­დი და უყუ­რებ­და; ბარ­სე­ლო­ნას თა­მა­ში რომ იყო, ერ­თად ვა­თე­ნებ­დით.

- მისი პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა გა­იხ­სე­ნეთ.

- გი­ორ­გი არა მარ­ტო ფეხ­ბურთში, ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რა საქ­მე­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და. მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე კი არა, სა­მე­ჯლი­სო და ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზეც და­დი­ო­და. თბი­ლის­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­სა­მე ად­გი­ლი აიღო, ხოლო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვცხოვ­რობ­დით, ამა­ვე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­ლდათ სწავ­ლა­შიც, ცეკ­ვა­შიც და ფეხ­ბურთშიც.

- ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ოც­ნე­ბაა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შოს. რო­გო­რი იყო გი­ორ­გის ემო­ცია, რო­დე­საც 2022 წელს ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხა?

- მა­შინ "სა­ბურ­თა­ლოს" გუნდში თა­მა­შობ­და. იმ დღეს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, გი­ორ­გიმ რომ და­მი­რე­კა, - დე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში გა­მო­მი­ძა­ხე­სო. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყო, გი­ორ­გის­თან ერ­თად - მეც. სი­ტყვე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი" თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის უდი­დე­სი ძა­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია, ისი­ნი ხომ ამ­ბო­ბენ "მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო", ამა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო რა უნდა იყოს?

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დის ჰქონ­და გი­ორ­გის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი, რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ?

- სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც გი­ორ­გი დო­ნეც­კის "შახ­ტარ­ში" გა­მო­ი­ძა­ხეს და კონ­ტრაქტს ხელი მო­ა­წე­რა, ახლა კი და­ნი­ურ გუნდთან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი. რთუ­ლი პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა მიმ­ძიმს, ეს ამ­ბა­ვი მეც ჩემს შვილ­თან ერ­თად გან­ვი­ცა­დე. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ჩემი შვი­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. ამ ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გი­ორ­გის­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი იყო. კად­რე­ბიც არ­სე­ბობს, ერთ-ერთ თა­მაშ­ზე ჩემ­მა შვილ­მა გოლი რომ გა­ი­ტა­ნა, ჯი­ბი­დან შავი ლენ­ტი ამო­ი­ღო და ზე­ცას შე­ხე­და, ეს გოლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გი­ორ­გის ქა­ვერ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ფო­ტოა.

- გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. მთელ­მა გუნ­დმა უდი­დე­სი ტრავ­მა მი­ი­ღო. შა­ქა­რაშ­ვილს მეც ვიც­ნობ­დი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბო­და, ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა, მას­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ...

- გი­ორ­გის სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა ან ვინ ეხ­მა­რე­ბა?

- ყო­ველ­თვის მხარ­ში უდ­გას მისი მე­უღ­ლე ანა ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. ანა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა, კარ­გი მე­უღ­ლე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ახლა უკვე მისი უდი­დე­სი სტი­მუ­ლი და მო­ტი­ვა­ცია პა­ტა­რა ალექ­სან­დრეა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მისთვის დიდი ტკივილი იყო... ყოველთვის მხარში უდგას მეუღლე" - ერთ-ერთი ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ახდენილი ოცნება და ტრავმა

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მისთვის დიდი ტკივილი იყო... ყოველთვის მხარში უდგას მეუღლე" - ერთ-ერთი ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ახდენილი ოცნება და ტრავმა

"უზომოდ თბილი და მოსიყვარულე, ყურადღებიანი, ძალზე მხიარული და ჰუმანური" - ასე ახასიათებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს - გიორგი გოჩოლეიშვილს დედა - ხათუნა კვერნაძე და გვიამბობს, როგორი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, როდის ჰქონდა ყველაზე კარგი და რთული პერიოდები, როგორ დაიწყო მისი სიყვარულის ამბავი?

- ქალბატონო ხათუნა, სანამ გიორგის შესახებ ლაპარაკს დავიწყებთ, მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი ემოცია, როდესაც გიორგი მოედანზეა?

- ძალიან გამიძნელდება აღვწერო იმ წუთებში რასაც ვგრძნობ და განვიცდი. ვფიქრობ, ნეტავ რას იზამს გიორგი? როგორ ითამაშებენ ბიჭები? თამაშს თუ ვესწრები, ტრიბუნაზე ვერ მაჩერებენ (იცინის), წამოვხტები ხოლმე და ვყვირი, - "მიდი, ბიჭო, მიდი!!!"

- ეს ემოცია ალბათ გაორმაგებულია, როდესაც გიორგი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობს, არა?

- რა თქმა უნდა, ისედაც აზარტული ვარ და ამ დროს პიკშია ჩემი აზარტი. ბუნებრივია, გიორგის ყველა თამაშს ვერ ვესწრები, მაგრამ ყოველი თამაშის წინ ეკლესიაში მივდივარ და ღმერთს ვთხოვ, გააძლიეროს. გიორგის მოედანზე რომ ვხედავ, ხატების კუთხე მაქვს, იქ მივდივარ და სანთლებს ვანთებ. მჯერა, ეს ენერგეტიკა მასთან მიდის და ეხმარება. როდესაც თამაშს ვესწრები, ვიცი, ჩემი შვილისთვის ეს დამატებითი სტიმულია. ტრიბუნიდან გიორგის ჩემი ხმა ყოველთვის ესმის. დაკვირვებული ვარ, როდესაც დავუძახებ, "გიორგი, არ შემარცხვინო!" ყოველთვის ტემპს უმატებს, გოლი რომ გააქვს, ჩემკენ იხედება. ახლა მცირე ხნით საბერძნეთში ვიმყოფები, საქართველოში მალე დავბრუნდები.

- როგორი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში, რა ასაკიდან თამაშობს?

- 5 წლის იყო, ფეხბურთზე რომ მივიყვანე. მე და გიორგი სულ ერთად ვიყავით, ბავშვი არ მშორდებოდა. ყოველ საღამოს ბურთს ვურეცხავდი. ჩვენ რომ დავიძინებდით, ბურთი აუცილებლად შუაში უნდა "ჩაგვეწვინა". გიორგიმ თამაში ავტოქარხნის "კოლხიდაში" დაიწყო, გიგა ცუცქირიძესთან ვარჯიშობდა. მაშინ კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი, პარალელურად წყალტუბოს "ახალ გაზეთში" ვმუშაობდი. პატარა რომ იყო, თამაშებზე სულ თან დავყვებოდი. ერთ-ერთი თამაშისას კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი გვერდით დამიჯდა. არ ვიცოდი, ის ვინ იყო, გიორგის ჩემი შეძახილებით ვამხნევებდი, ჩვეული ემოციით ვგულშემატკივრობდი. ამ ადამიანმა მკითხა, თქვენი ვინ არისო? ვუპასუხე, რომ მოედანზე ჩემი შვილი თამაშობდა. გიორგის ყოველთვის ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, მისი მწვრთნელი ყოველთვის 3-4 წლით დიდ ბიჭებთან ათამაშებდა. "საბურთალოს" პრეზიდენტმა მითხრა, რომ გიორგის ის აკვირდებოდა და ამ დღიდან 1 კვირაში უკვე "საბურთალოში" გადავიდა, კონტრაქტს ხელი მოაწერა. ბავშვობაში მესი უყვარდა, მის გოლებს დისკზე ვუწერდი და უყურებდა; ბარსელონას თამაში რომ იყო, ერთად ვათენებდით.

- მისი პირველი დიდი წარმატება გაიხსენეთ.

- გიორგი არა მარტო ფეხბურთში, ყველაფერში წარმატებული იყო, რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა. მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, სამეჯლისო და ქართულ ცეკვებზეც დადიოდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, სამეჯლისო ცეკვებში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, ხოლო დასავლეთ საქართველოში რომ ვცხოვრობდით, ამავე ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ყველანაირად წარმატებული და განსაკუთრებული ბავშვი იყო. წარმატებული გახლდათ სწავლაშიც, ცეკვაშიც და ფეხბურთშიც.

- ყველა ფეხბურთელი ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. როგორი იყო გიორგის ემოცია, როდესაც 2022 წელს ვილი სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა?

- მაშინ "საბურთალოს" გუნდში თამაშობდა. იმ დღეს სამსახურში ვიყავი, გიორგიმ რომ დამირეკა, - დე, საქართველოს ნაკრებში გამომიძახესო. უზომოდ გახარებული და ბედნიერი იყო, გიორგისთან ერთად - მეც. სიტყვები "საქართველოს ნაკრები" თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ძალის მატარებელია, ისინი ხომ ამბობენ "მე ვარ საქართველო", ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს?

- ამ წლების განმავლობაში, როდის ჰქონდა გიორგის ყველაზე რთული და ყველაზე კარგი პერიოდი, რა შეგიძლიათ თქვათ?

- საუკეთესო პერიოდი იყო, როდესაც გიორგი დონეცკის "შახტარში" გამოიძახეს და კონტრაქტს ხელი მოაწერა, ახლა კი დანიურ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი. რთული პერიოდის გახსენება მიმძიმს, ეს ამბავი მეც ჩემს შვილთან ერთად განვიცადე. გიორგი შაქარაშვილი და ჩემი შვილი მეგობრები იყვნენ, ერთად თამაშობდნენ. ამ ბიჭის გარდაცვალება გიორგისთვის უდიდესი ტკივილი იყო. კადრებიც არსებობს, ერთ-ერთ თამაშზე ჩემმა შვილმა გოლი რომ გაიტანა, ჯიბიდან შავი ლენტი ამოიღო და ზეცას შეხედა, ეს გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

მეუღლესთან ერთად

- სოციალურ ქსელში, გიორგის ქავერზე გიორგი შაქარაშვილის ფოტოა.

- განიცადა ეს ამბავი, ძალიან ცუდად იყო. მთელმა გუნდმა უდიდესი ტრავმა მიიღო. შაქარაშვილს მეც ვიცნობდი, წარმატებული მომავალი ექნებოდა, ახლაც მეტირება, მასზე რომ ვლაპარაკობ...

- გიორგის სირთულეების დაძლევაში ყველაზე მეტად რა ან ვინ ეხმარება?

- ყოველთვის მხარში უდგას მისი მეუღლე ანა ოქრუაშვილი. ანა არაჩვეულებრივი გოგოა, კარგი მეუღლე. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ახლა უკვე მისი უდიდესი სტიმული და მოტივაცია პატარა ალექსანდრეა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: