კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია" - გიტანას ნაუსედა
"რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია" - გიტანას ნაუსედა

რუ­სე­თი ჰიბ­რი­დულ ოპე­რა­ცი­ებს აძ­ლი­ე­რებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო­ში, ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მი მოლ­დო­ვა­ში ამ ჩა­რე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია , - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და პლატ­ფორ­მა X-ზე, პი­რად გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის გა­დამ­წყვე­ტია არ მი­ა­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის ხალ­ხი.

“რუ­სე­თი თა­ვის ჰიბ­რი­დულ ოპე­რა­ცი­ებს აძ­ლი­ე­რებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო­ში. ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მი მოლ­დო­ვა­ში ამ ჩა­რე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია.

მოლ­დო­ვა­ში, კრემ­ლის უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხმე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პულ­მა გზამ გა­ი­მარ­ჯვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ჩევ­ნებს მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტე­ბი მოყ­ვა.

ხალ­ხს დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა სურს - არა ცენ­ზუ­რა­სა და ავ­ტოკ­რა­ტი­ა­ში. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და მზად არ არი­ან მის და­სათ­მო­ბად.

ევ­რო­კავ­ში­რის­თვის გა­დამ­წყვე­ტია არ მი­ა­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის ხალ­ხი. არ შეგ­ვიძ­ლია და­ვუშ­ვათ, რომ მათი ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა გაქ­რეს. მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ ხალ­ხის ხმა გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა მათი ქვეყ­ნე­ბის მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში.

ლი­ე­ტუ­ვა მყა­რად დგას სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის ხალ­ხთან მათ მის­წრა­ფე­ბებ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ ევ­რო­კავ­შირ­ში. გვჯე­რა, რომ მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან.

არა­ვის არ შე­უძ­ლია მათი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის შან­სის წარ­თმე­ვა. ლი­ე­ტუ­ვა გა­აგ­რძე­ლებს ამ გზა­ზე მათ მხარ­და­ჭე­რას,” - წერს ნა­უ­სე­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია" - გიტანას ნაუსედა

"რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია" - გიტანას ნაუსედა

რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პლატფორმა X-ზე, პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი.

“რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია.

მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოყვა.

ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს - არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.

ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში.

ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში. გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან.

არავის არ შეუძლია მათი უკეთესი მომავლისთვის შანსის წართმევა. ლიეტუვა გააგრძელებს ამ გზაზე მათ მხარდაჭერას,” - წერს ნაუსედა.