მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიმაში მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ მოკლეს - დანაშაულის უმძიმესი სტატისტიკა პერუში
ლიმაში მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ მოკლეს - დანაშაულის უმძიმესი სტატისტიკა პერუში

ლი­მა­ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში დე­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლის წინ შე­იკ­რიბ­ნენ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს. მა­ნი­ფეს­ტა­ცია მოჰ­ყვა ფაქტს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის თვალ­წინ მას­წავ­ლე­ბე­ლი მოკ­ლეს, რაც პე­რუ­ში ბან­დი­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მკვეთ­რი ზრდის ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი მა­გა­ლი­თია.

ორ­შა­ბათს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ზე ჩანს, რო­გორ გარ­ბი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, ხუ­ლიო სე­სარ პა­ჩე­კოს სხე­უ­ლი კი სკო­ლის ჭიშ­კარ­თან უსუ­ლოდ გდია. ის სი­ცო­ცხლეს იმ მკვლელ­მა გა­მო­ა­სალ­მა, რო­მე­ლიც თავს იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის მიმ­ტა­ნად ასა­ღებ­და.

პე­რუ­ში და­ნა­შა­უ­ლი ისე­დაც გაზ­რდი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კე­ტი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. კრი­ზის­მა ორ­დღი­ა­ნი გა­ფიც­ვა გა­მო­იწ­ვია - ლი­მას მუ­შა­ხელ­მა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა იმის გამო, რა­საც ისი­ნი კა­ნო­ნის ცუდ აღ­სრუ­ლე­ბას, არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი მთავ­რო­ბის ცუდ ლი­დე­რო­ბა­სა და სა­ძულ­ვე­ლი კონ­გრე­სის მიერ ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ზრახ შე­სუს­ტე­ბას უწო­დე­ბენ.

გა­ფიც­ვა ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რიკ­შო ტაქ­სის მძღო­ლებ­მა და­ი­წყეს. მათ მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი, ქუ­ჩის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, და­ლა­ქე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბის მზა­რე­უ­ლე­ბიც კი შე­უ­ერ­თდნენ. მათ­გან ყვე­ლა­ნი რე­კე­ტუ­ლი ბან­დე­ბის სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან, რო­მე­ლიც მათ აი­ძუ­ლებთ, ყო­ველ­დღი­უ­რი ან ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­ი­ხა­დონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბი­ან.

8 ოქ­ტომ­ბერს, 12 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში, ლი­მა­ში შვი­დი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 14 რა­ი­ონ­ში ორ­თვი­ა­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­უ­ლი­სა და ძა­ლა­დო­ბის სფე­როს ექ­სპერ­ტმა, ერი­კა სო­ლის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძალ­ვა არა დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი ტე­ვა­დო­ბის სექ­ტო­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, არა­მედ - პე­რი­ფე­რი­ებ­ზე, რო­მელ­შიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი არ არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი ან მათ მიერ სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენტ დინა ბო­ლუ­არ­ტეს რე­აქ­ცია "პრი­მი­ტი­უ­ლი და თით­ქმის მთლი­ა­ნად პო­პუ­ლის­ტუ­რი იყო".

სტა­ტის­ტი­კა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 23 000 მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­თა ნა­ხე­ვა­რი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია, იხ­დი­ან რა თვე­ში $25-დან $1,000-მდე; სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, ათი­დან შვი­დი სა­შუ­ა­ლოდ $4,000-ს იხ­დის; 300 სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი შე­ა­ჩე­რეს ან ძა­ლა­დო­ბით და­ე­მუქრნენ; 2011 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კი პროფ­კავ­ში­რის 24 ლი­დე­რია მოკ­ლუ­ლი.

პერუ ყო­ველ­წლი­უ­რად $1.6 მი­ლი­არ­დზე მეტს კარ­გავს შან­ტა­ჟის გამო - მისი ეროვ­ნუ­ლი მშპ-ს 0.7%-ს, ხოლო უსაფრ­თხო­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ქვე­ყა­ნას 3.5% უჯ­დე­ბა, რაც, ლი­მას სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის მი­ხედ­ვით, $9.28 მი­ლი­არდს შე­ად­გენს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ლიმაში მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ მოკლეს - დანაშაულის უმძიმესი სტატისტიკა პერუში

ლიმაში მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ მოკლეს - დანაშაულის უმძიმესი სტატისტიკა პერუში

ლიმაში, ღამის საათებში დედები მოსწავლეების სკოლის წინ შეიკრიბნენ და სამართლიანობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მანიფესტაცია მოჰყვა ფაქტს, რომ მოსწავლეების თვალწინ მასწავლებელი მოკლეს, რაც პერუში ბანდიტური ძალადობის მკვეთრი ზრდის ყველაზე შოკისმომგვრელი მაგალითია.

ორშაბათს მომხდარი ინციდენტის ვიდეოკამერის ჩანაწერზე ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული ბავშვები სკოლის შენობაში, ხულიო სესარ პაჩეკოს სხეული კი სკოლის ჭიშკართან უსულოდ გდია. ის სიცოცხლეს იმ მკვლელმა გამოასალმა, რომელიც თავს იურიდიული დოკუმენტის მიმტანად ასაღებდა.

პერუში დანაშაული ისედაც გაზრდილია, განსაკუთრებით რეკეტისა და მკვლელობების ზრდა შეინიშნება. კრიზისმა ორდღიანი გაფიცვა გამოიწვია - ლიმას მუშახელმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რასაც ისინი კანონის ცუდ აღსრულებას, არაპოპულარული მთავრობის ცუდ ლიდერობასა და საძულველი კონგრესის მიერ ანტიკრიმინალური კანონმდებლობის განზრახ შესუსტებას უწოდებენ.

გაფიცვა ავტობუსებისა და მოტორიზებული რიკშო ტაქსის მძღოლებმა დაიწყეს. მათ მაღაზიის მფლობელები, ქუჩის გამყიდველები, ხელოვანები, დალაქები, რესტორნების მზარეულებიც კი შეუერთდნენ. მათგან ყველანი რეკეტული ბანდების სამიზნეები არიან, რომელიც მათ აიძულებთ, ყოველდღიური ან ყოველკვირეული გადასახადები გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყუმბარის აფეთქებითა და სიკვდილით ემუქრებიან.

8 ოქტომბერს, 12 საათზე ნაკლებ დროში, ლიმაში შვიდი მკვლელობა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ 14 რაიონში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

დანაშაულისა და ძალადობის სფეროს ექსპერტმა, ერიკა სოლისმა აღნიშნა, რომ გამოძალვა არა დიდი ეკონომიკური ტევადობის სექტორებისკენაა მიმართული, არამედ - პერიფერიებზე, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოები არ არიან წარმოდგენილნი ან მათ მიერ სათანადო კონტროლი არ ხორციელდება. მისივე თქმით, პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს რეაქცია "პრიმიტიული და თითქმის მთლიანად პოპულისტური იყო".

სტატისტიკა შემაშფოთებელია. სხვადასხვა სააგენტოს მონაცემების თანახმად, დაახლოებით 23 000 მაღაზიის მფლობელთა ნახევარი შანტაჟის მსხვერპლია, იხდიან რა თვეში $25-დან $1,000-მდე; სატრანსპორტო კომპანიებიდან, ათიდან შვიდი საშუალოდ $4,000-ს იხდის; 300 სამშენებლო ობიექტი შეაჩერეს ან ძალადობით დაემუქრნენ; 2011 წლიდან მოყოლებული კი პროფკავშირის 24 ლიდერია მოკლული.

პერუ ყოველწლიურად $1.6 მილიარდზე მეტს კარგავს შანტაჟის გამო - მისი ეროვნული მშპ-ს 0.7%-ს, ხოლო უსაფრთხოების ნაკლებობა ქვეყანას 3.5% უჯდება, რაც, ლიმას სავაჭრო პალატის მიხედვით, $9.28 მილიარდს შეადგენს.

წყარო