სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალ წელს ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი" - პრემიერი
"მომავალ წელს ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი" - პრემიერი

ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა­ზე უკვე ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი 14 კმ-იანი გზის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი გზა და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის ევ­რო­პუ­ლი მარ­შრუ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში იწყე­ბა, კვეთს 8 ქვე­ყა­ნას და მთავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი გზა და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის ევ­რო­პუ­ლი მარ­შრუ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში იწყე­ბა, კვეთს 8 ქვე­ყა­ნას - საფ­რან­გეთს, იტა­ლი­ას, სლო­ვე­ნი­ას, ხორ­ვა­ტი­ას, სერ­ბეთს, რუ­მი­ნეთს, ბულ­გა­რეთს, თურ­ქეთს და მთავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა­ზე უკვე ძა­ლი­ან ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი გვაქვს - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი უკვე სარ­გებ­ლობს 355 კმ მა­გის­ტრა­ლუ­რი გზით, რომ­ლის 287 კმ სწო­რედ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, 2012 წლის შემ­დეგ არის აშე­ნე­ბუ­ლი, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ.

მო­მა­ვალ წელს თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბა უკვე სრუ­ლად მა­გის­ტრა­ლუ­რი გზით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ საგ­ზაო დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ვი­წყებთ ბა­თუ­მი-სარ­ფის გზის მშე­ნებ­ლო­ბა­საც, რო­მე­ლიც კი­დევ 3 სა­კუ­რორ­ტო და­სახ­ლე­ბას - გო­ნი­ოს, კვა­რი­ათ­სა და სარფს აუვ­ლის გვერდს, ასე­ვე და­ი­წყე­ბა ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზის და­მა­ტე­ბი­თი, ორ­ზო­ლი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბაც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თბი­ლის და ბა­თუ­მი ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­შირ­დე­ბა 4-ზო­ლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ლით. უკვე მო­მა­ვალ წელს, ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში მგზავ­რო­ბას დას­ჭირ­დე­ბა მხო­ლოდ 3 სა­ა­თი, რაც ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მო­ბი­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, აჭა­რის რე­გი­ო­ნის, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო საგ­ზაო დე­რეფ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე რე­გი­ონ­ში გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს „შუა დე­რეფ­ნის­თვის“ და რო­გორც სტა­ბი­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, წარ­მო­ად­გენს სა­ი­მე­დო პარტნი­ორს და მიმ­ზიდ­ვე­ლია ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო საგ­ზაო დე­რეფ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­საც მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ.

მხო­ლოდ წელს, 90 კმ მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის გახ­სნა გვაქვს და­გეგ­მი­ლი და ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი გზის გახ­სნით, ამ გეგ­მის 82% შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა, რად­გან 74 კმ მა­გის­ტრა­ლუ­რი გზით ტრან­სპორ­ტი უკვე ისარ­გებ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკსა (ADB) და აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკს (AIIB) პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

„მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკს, ქალ­ბა­ტონ ლეს­ლის, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკს და ზო­გა­დად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ად­გენს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­სტი­ტუ­ცი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკს (AIIB), რად­გან სწო­რედ, მათი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი.

გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, მი­ნისტრს, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძეს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, მთლი­ა­ნად გუნდს, სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში და დარ­გის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლისტს. ასე­ვე მად­ლო­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, აჭა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა წა­მო­წყე­ბას რე­გი­ონ­ში და ზრუ­ნა­ვენ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამას აკე­თე­ბენ ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით. კი­დევ ერთხელ მინ­და, მო­გი­ლო­ცოთ ამ მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის გახ­სნა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მომავალ წელს ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი" - პრემიერი

"მომავალ წელს ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი" - პრემიერი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს 8 ქვეყანას და მთავრდება საქართველოში.

"ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს 8 ქვეყანას - საფრანგეთს, იტალიას, სლოვენიას, ხორვატიას, სერბეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს და მთავრდება საქართველოში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს - საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის შემდეგ არის აშენებული, რითაც განსაკუთრებულად შეგვიძლია ვიამაყოთ.

მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი. ამ საგზაო დერეფნის განვითარებისთვის, ვიწყებთ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობასაც, რომელიც კიდევ 3 საკურორტო დასახლებას - გონიოს, კვარიათსა და სარფს აუვლის გვერდს, ასევე დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი, ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაც. საბოლოო ჯამში, თბილის და ბათუმი ერთმანეთს დაუკავშირდება 4-ზოლიანი მაგისტრალით. უკვე მომავალ წელს, ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი, რაც ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მობილობის გაუმჯობესებისთვის, რეგიონების განვითარებისთვის, აჭარის რეგიონის, ტურიზმის განვითარებისთვის და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერმა.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის დიდი ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში გადამწყვეტ როლს ასრულებს „შუა დერეფნისთვის“ და როგორც სტაბილური ქვეყანა, წარმოადგენს საიმედო პარტნიორს და მიმზიდველია ინვესტორებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის დიდი ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებაზე, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.

მხოლოდ წელს, 90 კმ მაგისტრალური გზის გახსნა გვაქვს დაგეგმილი და ბათუმის შემოვლითი გზის გახსნით, ამ გეგმის 82% შესრულებული გვექნება, რადგან 74 კმ მაგისტრალური გზით ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) პროექტის მხარდაჭერისათვის.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, ქალბატონ ლესლის, რომელიც წარმოადგენს ამ ღონისძიებაზე აზიის განვითარების ბანკს და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB), რადგან სწორედ, მათი მხარდაჭერით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მთლიანად გუნდს, სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩართული იყო სამუშაოების შესრულებაში და დარგის ყველა სპეციალისტს. ასევე მადლობა აჭარის მთავრობის მეთაურს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ცენტრალური ხელისუფლების ყველა წამოწყებას რეგიონში და ზრუნავენ რეგიონის განვითარებაზე და ამას აკეთებენ ძალიან დიდი წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ მაგისტრალური გზის გახსნა“, - განაცხადა პრემიერმა.