საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ოცნებები მთის სიმაღლიდან დაენარცხა“ - რას იხსენებენ ჰიმალაის მთებში, სამი დღის განმავლობაში ჩარჩენილი მთამსვლელები
"ჩვენი ოცნებები მთის სიმაღლიდან დაენარცხა“ - რას იხსენებენ ჰიმალაის მთებში, სამი დღის განმავლობაში ჩარჩენილი მთამსვლელები

მთას­ვლე­ლე­ბი - ფეი მა­ნერ­სი და მი­შელ დვო­რა­კი ჰი­მა­ლა­ის მწვერ­ვალ­ზე იდ­გნენ, რო­დე­საც თავს კა­ტას­ტრო­ფა და­ა­ტყდათ.

ზღვის დო­ნი­დან 6000 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნილ­მა კლდის დიდ­მა ზოდ­მა მა­ნერ­სის ჩან­თა გაჭ­რა, რის გა­მოც მთამ­სვლე­ლე­ბი არას­ტუ­მარ­თმოყ­ვა­რე უდაბ­ნო­ში, სა­სი­ცო­ცხლო მა­რა­გე­ბის გა­რე­შე, შო­რის კარ­ვის, ღუ­მე­ლის, საკ­ვე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

”ეს შემ­ზა­რა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო,” - ჰყვე­ბი­ან სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ CNN-თან.

ორი­ვე მთას­ვლე­ლი ახლა ნიუ დე­ლი­ში იმ­ყო­ფე­ბა და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, სახ­ლში წას­ვლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. თუმ­ცა, იქამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეს.

“რაც მახ­სოვს არის ის, რომ და­ვი­ნა­ხე ჩან­თა მთი­დან დაბ­ლა რო­გორ და­ე­ცა და მარ­თლა შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი: “რო­გორ მოხ­და ეს?“ - იხ­სე­ნებს ერ-ერთი.

ისი­ნი ამ მი­სი­ის­თვის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და ჩან­თის და­კარ­გვა და­ნე­ბე­ბას ნიშ­ნავ­და.

“თით­ქმის 7000 მეტ­რი­ან ჭა­უ­ხებ­ზე ას­ვლის მცდე­ლო­ბა 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყეს. შემ­დეგ კლდე­ზე გა­დაძ­ვრნენ და ბორ­ცვებ­ზე და­ი­ძი­ნეს. მა­ნერ­სმა თქვა, რომ მთას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი იყო - მათ აირ­ჩი­ეს ლა­ბი­რინ­თის მსგავ­სი მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც გა­დი­ო­და ღრმა ნაპ­რა­ლებ­სა და სა­ეჭ­ვო თოვ­ლის ხი­დებ­ზე, რომ­ლე­ბიც თბილ ამინ­დში ჩა­მონ­გრე­ვის საფრ­თხის ქვეშ იყ­ვნენ,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

  • “ჩვენ ყვე­ლა სირ­თუ­ლე უკვე გავ­ლი­ლი გვქონ­და. კი­დევ ერთი დღეც და პირ­ვე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით, ვინც ამ მწვერ­ვალს მი­აღ­წია... თუმ­ცა, ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი უბ­რა­ლოდ მთის სი­მაღ­ლი­დან და­ე­ნარ­ცხა“, - აცხა­დებს მა­ნერ­სი.

აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე, უკან და­ხე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ ისი­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­დნენ. მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რო­დე­საც ვერ­ტმფრე­ნებ­მა ვერ შე­ნიშ­ნეს და მათ პოვ­ნას ორი დღე დას­ჭირ­და.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთამ­სვლე­ლებს არ ჰქონ­დათ საკ­ვე­ბი და არც წყა­ლი. თუმ­ცა, სამდღი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ მთას­ვლე­ლებ­მა გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

წყა­რო

ავტორი:

"ჩვენი ოცნებები მთის სიმაღლიდან დაენარცხა“ - რას იხსენებენ ჰიმალაის მთებში, სამი დღის განმავლობაში ჩარჩენილი მთამსვლელები

"ჩვენი ოცნებები მთის სიმაღლიდან დაენარცხა“ - რას იხსენებენ ჰიმალაის მთებში, სამი დღის განმავლობაში ჩარჩენილი მთამსვლელები

მთასვლელები - ფეი მანერსი და მიშელ დვორაკი ჰიმალაის მწვერვალზე იდგნენ, როდესაც თავს კატასტროფა დაატყდათ.

ზღვის დონიდან 6000 მეტრ სიმაღლეზე, სიმაღლიდან ჩამოვარდნილმა კლდის დიდმა ზოდმა მანერსის ჩანთა გაჭრა, რის გამოც მთამსვლელები არასტუმართმოყვარე უდაბნოში, სასიცოცხლო მარაგების გარეშე, შორის კარვის, ღუმელის, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გარეშე დარჩნენ.

”ეს შემზარავი გამოცდილება იყო,” - ჰყვებიან საკუთარი გამოცდილების შესახებ CNN-თან.

ორივე მთასვლელი ახლა ნიუ დელიში იმყოფება და სასწაულებრივად გადარჩენის შემდეგ, სახლში წასვლისთვის ემზადებიან. თუმცა, იქამდე წარმოუდგენელი გამოცდილება შეიძინეს.

“რაც მახსოვს არის ის, რომ დავინახე ჩანთა მთიდან დაბლა როგორ დაეცა და მართლა შოკირებული ვიყავი, ვფიქრობდი: “როგორ მოხდა ეს?“ - იხსენებს ერ-ერთი.

ისინი ამ მისიისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ და ჩანთის დაკარგვა დანებებას ნიშნავდა.

“თითქმის 7000 მეტრიან ჭაუხებზე ასვლის მცდელობა 27 სექტემბერს დაიწყეს. შემდეგ კლდეზე გადაძვრნენ და ბორცვებზე დაიძინეს. მანერსმა თქვა, რომ მთასთან მიახლოება წარმოუდგენლად რთული იყო - მათ აირჩიეს ლაბირინთის მსგავსი მარშრუტი, რომელიც გადიოდა ღრმა ნაპრალებსა და საეჭვო თოვლის ხიდებზე, რომლებიც თბილ ამინდში ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ იყვნენ,“ - წერს გამოცემა.

  • “ჩვენ ყველა სირთულე უკვე გავლილი გვქონდა. კიდევ ერთი დღეც და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ მწვერვალს მიაღწია... თუმცა, ჩვენი ოცნებები უბრალოდ მთის სიმაღლიდან დაენარცხა“, - აცხადებს მანერსი.

აღჭურვილობის გარეშე, უკან დახევა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი დახმარებისთვის სასწრაფო დახმარების სამსახურს დაუკავშირდნენ. მაგრამ მათი მდგომარეობის სიმძიმე მალევე გაირკვა, როდესაც ვერტმფრენებმა ვერ შენიშნეს და მათ პოვნას ორი დღე დასჭირდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთამსვლელებს არ ჰქონდათ საკვები და არც წყალი. თუმცა, სამდღიანი ბრძოლის შემდეგ მთასვლელებმა გადარჩენა შეძლეს.

წყარო