ავტორი:

"ეს რაღაც უსამართლობაა! სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რა უბედურებაა" - ვოლსკი ევროკავშირის განცხადებაზე, რომ საქართველო დაკარგავს 121 მილიონს დემოკრატიის უკუსვლის გამო

"ეს რაღაც უსამართლობაა!  სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რა უბედურებაა" - ვოლსკი ევროკავშირის განცხადებაზე, რომ საქართველო დაკარგავს 121 მილიონს დემოკრატიის უკუსვლის გამო

რატომ? რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? - ეს რაღაც უსამართლობაა! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას “პოლიტიკურად ანგაჟირებულს“ უწოდებს.

"ეს რაღაც უსამართლობაა! ჯერ ერთი, რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა?! - იმიტომ, რომ დესპოტ სააკაშვილს არ ვათავისუფლებთ თუ იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვიღებთ?

რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? - რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, ვურჩევ, ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს, თუ სად არის საქართველო თავისი დემოკრატიით, ეკონომიკით, ღიაობით და გამჭვირვალობით. როდესაც ასეთ განცხადებას ვკითხულობთ, დამატებით უნდა ვიკითხოთ, რატომ, რა არის ამის მიზეზი? სად გადავდგით უკან ნაბიჯი?!

რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო და უკავშირდება არა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არამედ სოფლის მეურნეობას, განათლებას ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რა საკვირველია, აქ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს და რესურსების მობილიზაცია გააკეთოს, რათა დარგში ჩამორჩენა არ იყოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წაიკითხეთ ასევე: