სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სკანდალური საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პირველი სხდომა დაიხურა - რას ამბობს პროკურორი?
ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სკანდალური საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პირველი სხდომა დაიხურა - რას ამბობს პროკურორი?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო - სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა, ვი­ნა­ი­დან საქ­მე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კვლავ ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­იკ­ვლი­ეს. კერ­ძოდ კი, ერ­თიი მოწ­მე დაჰ­კი­თხეს.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი არ დას­წრე­ბია.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ანი ხა­ხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ცეს­ზე დღეს და­კი­თხულ­მა მოწ­მემ სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მოწ­მემ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოწ­მეს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზეც ჰქონ­და მი­წო­დე­ბუ­ლი, რაც სა­სა­მარ­თლო­შიც და­ა­დას­ტუ­რა.

და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლ-ქმრი­დან ბრალს მხო­ლოდ მა­რი­ამ იაშ­ვი­ლი აღი­ა­რებს, უჩა აბა­ში­ძე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე­სა და მა­რი­ამ იაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, სულ სხვა საქ­მე­ზე და­ი­წყო. კერ­ძოდ კი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სხვა­დას­ხვა ვი­დეო-აუ­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ფა­რუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­რი­ამ იაშ­ვილ­სა და სხვა­დას­ხვა პი­რებს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტი­მურ კავ­შირს უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც ფი­გუ­რი­რე­ბენ, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სკანდალური საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პირველი სხდომა დაიხურა - რას ამბობს პროკურორი?

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სკანდალური საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, პირველი სხდომა დაიხურა - რას ამბობს პროკურორი?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლიეს. კერძოდ კი, ერთიი მოწმე დაჰკითხეს.

სასამართლო სხდომას არცერთი ბრალდებული არ დასწრებია.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განცხადებით, პროცესზე დღეს დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, მოწმემ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოწმეს გამოძიების ეტაპზეც ჰქონდა მიწოდებული, რაც სასამართლოშიც დაადასტურა.

დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.