პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო" - გიორგი გახარია
"პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო" - გიორგი გახარია

ბა­ი­დენ­თან ვი­ზი­ტის გა­უქ­მე­ბის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე არის ის, რომ პირ­და­პირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრე­მი­ე­რად, შენ არა­ვინ ხარ, შენ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მო­საწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბა.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე“ აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ე­რი აშშ-ში ჩა­ვი­და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის კი არა, "ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გზავ­ნი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­ნად, ამი­ტომ არ და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ“.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც იცის, რომ დარ­ჩა ერ­თა­დერ­თი ბოლო სა­მარ­თლი­ა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი. თუ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს, რაც არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვლა, მა­შინ ის და­ძა­ბუ­ლო­ბა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა რაც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მო­იხ­სნე­ბა და "ოც­ნე­ბაც“ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი.

თუკი ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ ერ­თად ჩა­ვა­ტა­რეთ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ზუს­ტად 6 თვე­ში და­ვე­წე­ვით მოლ­დო­ვას და და­ვი­წყებთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს.

ბა­ი­დენ­თან ვი­ზი­ტის გა­უქ­მე­ბის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე არის ის, რომ პირ­და­პირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრე­მი­ე­რად, შენ არა­ვინ ხარ, შენ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს. არა­ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე არის ის, რომ რო­დე­საც პრე­მი­ე­რი ჩა­ვი­და აშშ-ში, ჩა­ვი­და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის კი არა, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გზავ­ნი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­ნად და არ და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ. უთხრეს, რომ ამას არ და­უშ­ვებ­დნენ. ეს კო­მუ­ნი­კა­ცია პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, ამი­ტომ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს კა­რე­ბი ჩა­კე­ტეს და მორ­ჩა. რო­დე­საც გა­ე­როს ტრი­ბუ­ნას­თან იდგა, რა თქმა უნდა, ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ კუ­ლუ­ა­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე კო­ბა­ხი­ძე წა­ვი­და იმის­თვის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის მე­სი­ჯე­ბი ჩა­ე­ტა­ნა. მო­უკ­ლეს ეს გზა და პრე­მი­ერს უთხრეს, რომ შენ არა­ვინ ხარო“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ავტორი:

"პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო" - გიორგი გახარია

"პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო" - გიორგი გახარია

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება.

როგორც გახარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, "ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად, ამიტომ არ დაელაპარაკნენ“.

"საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ დარჩა ერთადერთი ბოლო სამართლიანი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს არის არჩევნები. თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი და თავის როლს შეასრულებს, რაც არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, მაშინ ის დაძაბულობა და გაურკვევლობა რაც არის საზოგადოებაში, მოიხსნება და "ოცნებაც“ იქნება ბედნიერი.

თუკი ქვეყანაში ყველამ ერთად ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები, ზუსტად 6 თვეში დავეწევით მოლდოვას და დავიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს.

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არაფორმალური მხარე არის ის, რომ როდესაც პრემიერი ჩავიდა აშშ-ში, ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ. უთხრეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ეს კომუნიკაცია პირველად არ ხდება, ამიტომ ეს კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, ეს კარები ჩაკეტეს და მორჩა. როდესაც გაეროს ტრიბუნასთან იდგა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ კულუარულ შეხვედრებზე კობახიძე წავიდა იმისთვის, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის მესიჯები ჩაეტანა. მოუკლეს ეს გზა და პრემიერს უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო“,- განაცხადა გახარიამ.