სპორტი
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის დაბრუნება დიდ ეკრანებზე: 26 სექტემბერს "კავეას" კინოთეატრში დახურული ჩვენება გაიმართება
"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის დაბრუნება დიდ ეკრანებზე: 26 სექტემბერს "კავეას" კინოთეატრში დახურული ჩვენება გაიმართება

„ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლე­ბის“ გულ­შე­მატ­კივ­რებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დიდ ეკ­რა­ნებ­ზე ნა­ხონ პი­ტერ ჯექ­სო­ნის სა­კულ­ტო ფენ­ტე­ზი-ტრი­ლო­გია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2001 წელს გა­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნებ­ზე და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ი­პყრო.

26 სექ­ტემ­ბრი­დან, ტრი­ლო­გი­ის სა­მი­ვე ნა­წი­ლი მი­ყო­ლე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი „კა­ვე­ას“ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში. ეს ერ­თგვა­რი კინო-მა­რა­თო­ნია, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელს სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი დღის კი­ნო­თე­ატ­რში გა­ტა­რე­ბა, ან ფილ­მე­ბის ნახ­ვა ერთი კვი­რის მან­ძლზე, სა­სურ­ველ დროს.

ძვე­ლი ფილ­მე­ბის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მსოფ­ლი­ოს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ტენ­დენ­ცი­ას ფეხს უწყობს „კა­ვე­აც“, რო­მელ­საც სურს გა­ა­ხა­როს თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფილ­მე­ბი დიდ ეკ­რა­ნებ­ზე და­აბ­რუ­ნოს.

„26 სექ­ტემ­ბერს, „კა­ვეა გა­ლე­რე­ა­ში“ და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყო­ბა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-თან ერ­თად, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს ჯორჯ მარ­ტი­ნის ტრი­ლო­გია ქარ­თულ ენა­ზე და ფილ­მის ჩვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვაც. და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ვიწ­ვი­ეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ნა­ყი­დი აქვს წიგ­ნე­ბი და ფილმზე დას­წრე­ბა უნ­დათ. „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ ნამ­დვილ ფა­ნებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, „კა­ვე­ას“ და „პა­ლიტ­რა L”-ის ფე­ის­ბუქ გვერ­დებ­ზე მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­თა­მა­შე­ბებ­ში, მო­ე­გოთ და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი და დას­წრე­ბოდ­ნენ სე­ანსს მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად. „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბელ­ზე“ მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ თბი­ლი­სი მო­ლის „კა­ვე­ა­ში“ და­ვა­მა­ტეთ ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­დაც არ გვქონ­და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა ბა­თუმ­შიც, რად­გან კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი ემ­თხვე­ვა, მაგ­რამ 3 ოქ­ტომ­ბრი­დან ბა­თუ­მელ მა­ყუ­რე­ბელ­საც ექ­ნე­ბა ტრი­ლო­გი­ის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. “. - ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე - კა­ვე­ას მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი

და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა და­ი­წყე­ბა 20:00 სა­ათ­ზე, კა­ვეა-გა­ლე­რე­ა­ში. ად­გილ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თე­მა­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სხვა­დას­ხვა რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, ფოტო-ჯი­ხუ­რი, მუ­სი­კა ფო­ი­ე­ში, სი­ურპრი­ზე­ბი და სხვ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის დაბრუნება დიდ ეკრანებზე: 26 სექტემბერს "კავეას" კინოთეატრში დახურული ჩვენება გაიმართება

"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის დაბრუნება დიდ ეკრანებზე: 26 სექტემბერს "კავეას" კინოთეატრში დახურული ჩვენება გაიმართება

„ბეჭდების მბრძანებლების“ გულშემატკივრებს ეძლევათ შესაძლებლობა, დიდ ეკრანებზე ნახონ პიტერ ჯექსონის საკულტო ფენტეზი-ტრილოგია, რომელიც პირველად 2001 წელს გამოჩნდა ეკრანებზე და უამრავი ადამიანის გული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო.

26 სექტემბრიდან, ტრილოგიის სამივე ნაწილი მიყოლებით იქნება წარმოდგენილი „კავეას“ კინოთეატრებში. ეს ერთგვარი კინო-მარათონია, სადაც მაყურებელს სურვილისამებრ შეეძლება მთელი დღის კინოთეატრში გატარება, ან ფილმების ნახვა ერთი კვირის მანძლზე, სასურველ დროს.

ძველი ფილმების კინოთეატრებში დაბრუნება ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა. მსოფლიოს ამ არაჩვეულებრივ ტენდენციას ფეხს უწყობს „კავეაც“, რომელსაც სურს გაახაროს თავისი მაყურებელი და გამორჩეული ფილმები დიდ ეკრანებზე დააბრუნოს.

„26 სექტემბერს, „კავეა გალერეაში“ დახურული ჩვენება მოეწყობა, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან ერთად, რომელსაც გამოცემული აქვს ჯორჯ მარტინის ტრილოგია ქართულ ენაზე და ფილმის ჩვენების პარალელურად, წარმოდგენილი იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვაც. დახურულ ღონისძიებაზე მოვიწვიეთ ის ადამიანები, ვისაც ნაყიდი აქვს წიგნები და ფილმზე დასწრება უნდათ. „ბეჭდების მბრძანებლის“ ნამდვილ ფანებს მივეცით საშუალება, „კავეას“ და „პალიტრა L”-ის ფეისბუქ გვერდებზე მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში, მოეგოთ დახურულ ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები და დასწრებოდნენ სეანსს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. „ბეჭდების მბრძანებელზე“ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ თბილისი მოლის „კავეაში“ დავამატეთ ჩვენებები, სადაც არ გვქონდა გათვალისწინებული. ასევე, არ იყო გათვალისწინებული ჩვენება ბათუმშიც, რადგან კინოფესტივალი ემთხვევა, მაგრამ 3 ოქტომბრიდან ბათუმელ მაყურებელსაც ექნება ტრილოგიის ნახვის შესაძლებლობა. “. - ნინო სიხარულიძე - კავეას მარკეტინგის მენეჯერი

დახურული ჩვენება დაიწყება 20:00 საათზე, კავეა-გალერეაში. ადგილზე წარმოდგენილი იქნება თემატური აქტივობები: წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა რეკვიზიტები, ფოტო-ჯიხური, მუსიკა ფოიეში, სიურპრიზები და სხვ.

R