სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გვეხმარება "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა..." - სალომე ზურაბიშვილი
"ძალიან გვეხმარება "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა..." - სალომე ზურაბიშვილი

ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა თვი­თონ "ოც­ნე­ბის“ და ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა. პრაქ­ტი­კუ­ლად, დღი­თი დღე უფრო და უფრო ცხა­დი ხდე­ბა მათი პრო­რუ­სუ­ლო­ბა. ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუ­სუ­ლო­ბა, დათ­მო­ბა მათი მხრი­დან ყვე­ლაფ­რის, რაც მთა­ვა­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია პო­ზი­ტი­უ­რი და­პი­რე­ბე­ბის ნაც­ვლად, "ში­შის, მუ­ქა­რის, რე­ვან­შის და­პი­რე­ბის­გან შედ­გე­ბა“.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბით გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი აღარ აქვს და ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონფრონ­ტა­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან შემ­დეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია ჰქონ­დეს.

"ჩვენ ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან გა­მომ­წვევ მო­მენ­ტში. ჩვენ ვართ მარ­თლა გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტში და ეს უნდა და­ვი­ნა­ხოთ, მაგ­რამ არა შიგა და შიგ, არა­მედ ყო­ველ­დღი­უ­რად. ამა­ში ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა თვი­თონ "ოც­ნე­ბის“ და ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა. პრაქ­ტი­კუ­ლად, დღი­თი დღე უფრო და უფრო ცხა­დი ხდე­ბა მათი პრო­რუ­სუ­ლო­ბა. ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუ­სუ­ლო­ბა, დათ­მო­ბა მათი მხრი­დან ყვე­ლაფ­რის, რაც მთა­ვა­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში. მათი კამ­პა­ნია არ არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ წლის და­სა­წყი­სი­დან არა­ფე­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა აქა-იქ ფუ­ლის და­რი­გე­ბის გარ­და, არა­ფე­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა ხმე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, რა­საც ჰქვია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რომ ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნო, ვი­ღა­ცა მო­ი­ზი­დო, მო­ხიბ­ლო. არა, კამ­პა­ნი­აა ერთი და მხო­ლოდ ერთი, შიში, მუ­ქა­რა, რე­ვან­შის და­პი­რე­ბა, ეს იქ­ნე­ბა და­ჭე­რე­ბი თუ სხვა.

არა­ვის არა­ფერს არ ჰპირ­დე­ბი­ან, პი­რი­ქით, იქ, სა­დაც მათ მი­უ­ხე­და­ვად, უცებ ჩნდე­ბა რა­ღაც ერ­თო­ბა, რა­ღაც სი­ხა­ლი­სე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­თა­ვი­სოდ იმის­თვის, რომ შექ­მნან მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო პი­რო­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნოდ. ეს იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ეს იქ­ნე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ჩარ­თვა და იქაც გა­მარ­ჯვე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ოლიმ­პი­ე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი, იმის მა­გივ­რად, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ქვე­ყა­ნა­ში, აქ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­სათ­ვის, რომ უფრო გა­ი­შა­ლოს, უფრო გაღ­რმავ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რას ნიშ­ნავს ეს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­პი­რის­პი­რე­ბას აღ­ვი­ვებს? ეს იმას, ნიშ­ნავს, რომ თვი­თონ იცის, ხმე­ბით ვე­ღარ იგებს არ­ჩევ­ნებს და უნდა, რომ კონფრონ­ტა­ცი­ით, ჯა­ხით აქამ­დე მი­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა. ამი­ტომ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, რომ გა­რე­დან უნ­დათ რე­ვო­ლუ­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ჩვენც გვინ­და თურ­მე და თქვენც გინ­დათ. ეს არის თემა იმი­სათ­ვის, რომ მიგ­ვიყ­ვა­ნონ იქამ­დე, სა­დაც უკვე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, (რო­მელ­საც ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ამა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი), მათ მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი და შე­ეძ­ლე­ბათ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ.

შენ შენს მტერს ყვე­ლა­ფერს რომ უთ­მობ, რომ მი­დი­ხარ წარ­მო­უდ­გე­ნელ დათ­მო­ბებ­ზე ყო­ველ­მხრივ, შენ რას შვრე­ბი, როცა ეს ქვე­ყა­ნა[რუ­სე­თი] არის ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ვიც­ნობთ? შენ უღ­ვი­ვებ მას მა­დას და სხვა არა­ფერს. ეს მადა როცა არის გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი და შენს გვერ­დით, შენს მე­გობ­რად აღა­რა­ვინ აღარ არის, ხარ სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში, ეს თუ არ არის ომის გა­მოწ­ვე­ვამ, მა­შინ მე არ ვიცი, რა არის მშვი­დო­ბის პო­ლი­ტი­კა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც მიჰ­ყავს ქვე­ყა­ნა კონფრონ­ტა­ცი­ის­კენ და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­და­პირ და­კარ­გვის­კენ - ლე­ვილ­ში აჯან­ყე­ბა­ზე აწყობს რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბას, გა­უ­გე­ბა­რია ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? უხა­რი­ათ ის, რომ აჯან­ყე­ბა დას­რულ­და, თუ რა გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­მო­აქვთ აჯან­ყე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან?“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ძალიან გვეხმარება "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა..." - სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან გვეხმარება "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა..." - სალომე ზურაბიშვილი

ძალიან გვეხმარება თვითონ "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, "შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

"ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგა და შიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ "ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე "პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა.

არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ.

შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყოველმხრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა[რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევამ, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.

ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ - ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.