პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის კაცური ქცევა. როგორ შეიძლება ეს, ილონ" - კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა Cybertrack დისტანციურად გაუთიშა
"ეს არ არის კაცური ქცევა. როგორ შეიძლება ეს, ილონ" - კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა Cybertrack დისტანციურად გაუთიშა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი ამბობს, რომ "ილონ მასკმა დის­ტან­ცი­უ­რად გა­თი­შა მისი Tesla Cybertruck", - რო­მე­ლიც რამ­ზა­ნის მტკი­ცე­ბით, მასკმა აჩუ­ქა.

  • "ის, რაც ილონ მასკმა გა­ა­კე­თა, არ არის კარ­გი ქცე­ვა, გუ­ლით ჩუქ­ნის ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს და შემ­დეგ, დის­ტან­ცი­უ­რად აუქ­მებს მათ. ეს არ არის მა­მა­კა­ცუ­რი ქცე­ვა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს, ილონ, ასე იქ­ცე­ვი­ან?", - წერს კა­დი­რო­ვი "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, მან­ქა­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და "უკ­რა­ი­ნის ომის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის და "მშვე­ნივ­რად არ­თმევ­და თავს საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნებს".

  • ამ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ილონ მასკს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია და უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად რა­ტომ აღარ მუ­შა­ობს კა­დი­რო­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლი. ასე­ვე არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა, რომ Tesla-ს ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელს აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლის დის­ტან­ცი­უ­რად გა­მორ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­მო­ცე­მე­ბი და ამ სა­კი­თხის ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ცნო­ბის­თვის, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში რამ­ზან კა­დი­როვ­მა ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რო­გორ მარ­თავ­და Tesla Cybertruck-ს. კა­დი­რო­ვი ამ­ბობ­და, რომ ეს მან­ქა­ნა ილონ მასკმა გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ჩუქ­რად, რის გა­მოც მასკს მად­ლო­ბას უხ­დი­და და ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და.

ორი დღის შემ­დეგ მასკმა ეს უარ­ყო და აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბულ ნი­უსს ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­ურ­თო: "სე­რი­ო­ზუ­ლად, ისე­თი სუ­ლე­ლი ხარ, რომ გგო­ნია რუს გე­ნე­რალს კი­ბერ­ტან­კი გა­და­ვე­ცი? კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად ყალ­ბია მე­დია", - წერ­და მი­ლი­არ­დე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს არ არის კაცური ქცევა. როგორ შეიძლება ეს, ილონ" - კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა Cybertrack დისტანციურად გაუთიშა

"ეს არ არის კაცური ქცევა. როგორ შეიძლება ეს, ილონ" - კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა Cybertrack დისტანციურად გაუთიშა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ "ილონ მასკმა დისტანციურად გათიშა მისი Tesla Cybertruck", - რომელიც რამზანის მტკიცებით, მასკმა აჩუქა.

  • "ის, რაც ილონ მასკმა გააკეთა, არ არის კარგი ქცევა, გულით ჩუქნის ძვირფას საჩუქრებს და შემდეგ, დისტანციურად აუქმებს მათ. ეს არ არის მამაკაცური ქცევა. როგორ შეიძლება ეს, ილონ, ასე იქცევიან?", - წერს კადიროვი "ტელეგრამის" არხზე.

მისივე მტკიცებით, მანქანა გამოიყენებოდა "უკრაინის ომის საჭიროებებისთვის და "მშვენივრად ართმევდა თავს საბრძოლო ამოცანებს".

  • ამ თემაზე ჯერჯერობით ილონ მასკს კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, რეალურად რატომ აღარ მუშაობს კადიროვის ავტომობილი. ასევე არ არსებობს ოფიციალური ცნობა, რომ Tesla-ს ავტომწარმოებელს აქვს ავტომობილის დისტანციურად გამორთვის შესაძლებლობა, მაგრამ საავტომობილო გამოცემები და ამ საკითხის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლებელია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, როგორ მართავდა Tesla Cybertruck-ს. კადიროვი ამბობდა, რომ ეს მანქანა ილონ მასკმა გამოუგზავნა საჩუქრად, რის გამოც მასკს მადლობას უხდიდა და ელექტრო ავტომობილით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ორი დღის შემდეგ მასკმა ეს უარყო და აღნიშნული თემაზე მომზადებულ ნიუსს ასეთი კომენტარი დაურთო: "სერიოზულად, ისეთი სულელი ხარ, რომ გგონია რუს გენერალს კიბერტანკი გადავეცი? კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ყალბია მედია", - წერდა მილიარდერი.