პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?
"მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მე­გო­ბარ ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი

გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჯა­ი­ანს პი­რა­დად იც­ნობ­და. ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, წყვი­ლი ხში­რად შორ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც რიგ­დე­ბოდ­ნენ.

რა მოხ­და ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და რა უძღო­და მკვლე­ლო­ბას წინ, დე­ტა­ლებ­ზე მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ გა­ი­გეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას?

- ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით, დღე­ში ოთხჯერ-ხუთ­ჯე­რაც კი. იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და.

- არ გა­გიკ­ვირ­დათ, ეს ხომ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ფოტო იყო ბექა ჯა­ი­ან­თან ერ­თად?

- დიახ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ბექა ჯა­ი­ა­ნი მო­ძა­ლა­დე იყო?

- დიახ, ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს კე­სოს, რომ სცემ­და. თუმ­ცა ერთხელ შევ­ნიშ­ნე, რომ ყელ­თან ჩა­ლურ­ჯე­ბა ჰქონ­და, მი­თხრა, რომ ძლი­ე­რად მიჩ­ქმი­ტაო. რო­გორც მივხდი, ერი­დე­ბო­და ჩემ­თან ამა­ზე ლა­პა­რაკს, ვე­ტყო­დი, შე­ეშ­ვი, და­ა­ნე­ბე თავი - მეთ­ქი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არ ვი­ყა­ვი, სულ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

- ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- დიახ, სად­მე რომ ვი­ყა­ვით, არ ას­ვე­ნებ­და, სულ ურე­კავ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, გა­თი­შე სა­ერ­თოდ ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლში ჩა­კე­ტა და გას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დაო...

- ჩემ­თან ერ­თად უშ­ვებ­და, მეც მივ­დი­ო­დი მას­თან. ღა­მის კლუ­ბებ­ში არ უშ­ვებ­და.

მე­გობ­რე­ბი

- არ მა­ლავ­და კე­სა­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

- და­კა­ვე­ბუ­ლის მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ მათ შე­სა­ხებ?

- კი, რო­გორ არა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ნიშ­ნო­ბა­საც აპი­რებ­დნე­ნო.

- ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო.

- კად­რებ­ში ჩანს, რომ პარ­კით რა­ღაც მი­აქვს, შე­საძ­ლოა სას­მე­ლიც, რად­გან მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას მა­გი­და­ზე სას­მე­ლი ჩანს. რო­გორ ფიქ­რობთ, და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბა?

- ვერ გე­ტყვით, არ უყ­ვარ­დათ არ­ცერ­თს და­ლე­ვა. ხში­რად დავ­დი­ო­დით ერ­თად, ხში­რად იყო ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად და რომ ვთქვა, სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბო­და, გა­მოვ­რი­ცხავ.

- რო­გორც თქვე­ნი სა­უბ­რი­დან ვხვდე­ბი, კე­სოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ მა­ლავ­და...

- კი, მაგ­რამ კომ­პლექ­სე­ბი ჰქონ­და, სულ ცდი­ლობ­და ისეთ ად­გი­ლებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბო­და.

- ბექა ჯა­ი­ა­ნი თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბა­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო?

- ბო­ლოს არ ვიცი სად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად დაც­ვა­ში იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ­დით ხოლ­მე, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­სო­დეს მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ესე­ნი ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ...

- აპ­რილ­ში კე­სომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, რომ ის სწო­რედ ან მი­ზე­ზით აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას.

- დიახ, წა­სუ­ლი იყო, მაგ­რამ რომ ჩა­მო­ვი­და, ისევ შე­რიგ­დნენ. ახლა და­შორ­დნენ სა­დღაც ათი დღეა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია მე­გობ­რებს ჰკი­თხავს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემ­თან და კი­დევ ორ­თან.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოკ­ლულს 50 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ახლა მივ­დი­ვართ პრო­ზექ­ტუ­რა­ში, რომ მი­ვი­ტა­ნოთ ტან­საც­მე­ლი, რი­თიც უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ. გუ­შინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერ­თად ვი­ყა­ვით მე და კე­სოს დედა, შო­კი­რე­ბუ­ლია, მომ­ხდარს ჯერ ვერ აა­ნა­ლი­ზებს...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?

"მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო" - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე?
  • ფოტოკოლაჟი: კესარია აბრამიძე მეგობარ ვანიკო კარელიძესთან ერთად და მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი

გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯაიანს პირადად იცნობდა. ტოქსიკური ურთიერთობის გამო, წყვილი ხშირად შორდებოდა ერთმანეთს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რიგდებოდნენ.

რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ ბინაში და რა უძღოდა მკვლელობას წინ, დეტალებზე მოკლულის მეგობარი გვესაუბრება.

- როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ, ბოლოს როდის ესაუბრეთ კესარიას?

- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, დღეში ოთხჯერ-ხუთჯერაც კი. იმ დილასაც რაღაც გამომიგზავნა, მომხდარს არ შეეხებოდა. შემდეგ მთელი დღე აღარ შემხმიანებია. საღამოს ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან ერთად, ვიცოდი, რომ დაშორებული იყო მასთან, მაგრამ არ დავურეკე, ვიფიქრე, რომ მარტო არ იქნებოდა.

- არ გაგიკვირდათ, ეს ხომ პირველი საჯარო ფოტო იყო ბექა ჯაიანთან ერთად?

- დიახ, პირველად გამოაქვეყნა, ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და მან დაადებინა. ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ.

- ამბობენ, რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ბექა ჯაიანი მოძალადე იყო?

- დიახ, ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უთქვამს კესოს, რომ სცემდა. თუმცა ერთხელ შევნიშნე, რომ ყელთან ჩალურჯება ჰქონდა, მითხრა, რომ ძლიერად მიჩქმიტაო. როგორც მივხდი, ერიდებოდა ჩემთან ამაზე ლაპარაკს, ვეტყოდი, შეეშვი, დაანებე თავი - მეთქი. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

- ეჭვიანობდა?

- დიახ, სადმე რომ ვიყავით, არ ასვენებდა, სულ ურეკავდა. ვეუბნებოდი ხოლმე, გათიშე საერთოდ ტელეფონი-მეთქი. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა.

- ამბობენ, რომ სახლში ჩაკეტა და გასვლის უფლებას არ აძლევდაო...

- ჩემთან ერთად უშვებდა, მეც მივდიოდი მასთან. ღამის კლუბებში არ უშვებდა.

მეგობრები

- არ მალავდა კესარიასთან ურთიერთობას?

- ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ.

- დაკავებულის მეგობრებმა იცოდნენ მათ შესახებ?

- კი, როგორ არა.

- ამბობენ, რომ ნიშნობასაც აპირებდნენო.

- ბოლოს რომ იჩხუბეს, კესომ უთხრა, ვიდრე არ გაოფიციალურდება ჩვენი ურთიერთობა, უნდა დავშორდეთო. მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო.

- კადრებში ჩანს, რომ პარკით რაღაც მიაქვს, შესაძლოა სასმელიც, რადგან მკვლელობის ადგილას მაგიდაზე სასმელი ჩანს. როგორ ფიქრობთ, დაგეგმილი ჰქონდა მკვლელობა?

- ვერ გეტყვით, არ უყვარდათ არცერთს დალევა. ხშირად დავდიოდით ერთად, ხშირად იყო ბექაც ჩვენთან ერთად და რომ ვთქვა, სასმელის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, გამოვრიცხავ.

- როგორც თქვენი საუბრიდან ვხვდები, კესოსთან ურთიერთობას არ მალავდა...

- კი, მაგრამ კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა.

- ბექა ჯაიანი თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი ბარის თანამშრომელი იყო?

- ბოლოს არ ვიცი სად მუშაობდა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პირად დაცვაში იყო. ჩვეულებრივ ვკონტაქტობდით ხოლმე, ჩემთვის შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებია, მაგრამ ესენი ვერ რიგდებოდნენ...

- აპრილში კესომ გამოაქვეყნა სტატუსი, რომ ის სწორედ ან მიზეზით აპირებდა საქართველოს დატოვებას.

- დიახ, წასული იყო, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ისევ შერიგდნენ. ახლა დაშორდნენ სადღაც ათი დღეა. ჩემი ინფორმაციით, პოლიცია მეგობრებს ჰკითხავს, ფაქტობრივად, სამ ადამიანთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ჩემთან და კიდევ ორთან.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულს 50 ჭრილობა აქვს მიყენებული.

- ახლა მივდივართ პროზექტურაში, რომ მივიტანოთ ტანსაცმელი, რითიც უნდა გადმოასვენონ. გუშინ მომხდარის შემდეგ ერთად ვიყავით მე და კესოს დედა, შოკირებულია, მომხდარს ჯერ ვერ აანალიზებს...

წაიკითხეთ ასევე: