Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით საქართველოში პირველად "ვოლვო რეგატა" გაიმართა
"ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით საქართველოში პირველად "ვოლვო რეგატა" გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუბ­მა იალ­ქნი­ა­ნი ნა­ვე­ბის შე­ჯიბრს - „ვოლ­ვო რე­გა­ტას“ უმას­პინ­ძლა. რე­გა­ტა­ში, რო­მე­ლიც „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუ­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა, ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აფ­როს­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შე­ჯიბ­რე­ბა იალ­ქნი­ა­ნი საკ­რე­ი­სე­რო ნა­ვე­ბის რბო­ლა­ში მო­ე­წყო და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცათ. შვე­დუ­რი ბრენ­დის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უკვე ორი წე­ლია, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუ­ბი­სა“ და ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია.

სოფო კა­კუ­შა­ძე, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლომ“ ორი წლის წინ ხელი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუბ­თან პარტნი­ო­რო­ბის მე­მო­რან­დუმს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კლუბ­მა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გა­ტა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ ყვე­ლა ეტაპ­ზე მისი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა „ვოლ­ვო რე­გა­ტას“, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. გლო­ბა­ლუ­რად ვოლ­ვო აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ამ სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას და „ვოლ­ვო რე­გა­ტა“ - Volvo Ocean Race - მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი რე­გა­ტაა, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც ყვე­ლა აფ­როს­ნის სურ­ვი­ლია.

„ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ იზი­ა­რებს ვოლ­ვოს გლო­ბა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აფ­როს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ გვყავს დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, „ვოლ­ვო ქარ­სის” ჩარ­თუ­ლო­ბა კი მიზ­ნად ისა­ხავს ამ სპორ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაზ­რდა­სა და მეტი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბას აფ­როს­ნო­ბა­ში“.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აფ­რო­სან­თა კლუბ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა ახა­ლი სა­ბავ­შვო სკო­ლა. სპორ­ტსკო­ლა, რო­მე­ლიც სა­ი­ალ­ქნო კლუ­ბის ბა­ზა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს საკ­რე­ი­სე­რო ნა­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად გა­იხ­სნა, მოს­წავ­ლე­ებს 8 წლის ასა­კი­დან მი­ი­ღებს. სკო­ლის გახ­სნის მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში აფ­როს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ამ სპორ­ტით ახალ­გაზ­რდე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაა. სკო­ლა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­ლენ და წვრთნებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რე­ბიც.

კახა ნო­ნი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი: „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ კლუ­ბის გახ­სნის დღი­დან გვი­ჭერს მხარს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად პირ­ვე­ლი „ვოლ­ვო რე­გა­ტა“ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აფ­როს­ნო­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნა და ინ­ტე­რე­სი თან­და­თან იზ­რდე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლი სა­ბავ­შვო სკო­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ახალ­გაზ­რდებ­ში ამ სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ჩვენს ბა­ზა­ზე მოს­წავ­ლე­ებს გა­მოც­დი­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ას­წავ­ლი­ან, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად იზ­რუ­ნე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რე­ბი. იმის­თვის, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა გან­ვი­თარ­დეს, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აფ­როს­ნო­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ზარ­დი ჩავ­რთოთ“.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­ალ­ქნო კლუ­ბი 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნი­ა­ში 8 კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. კლუ­ბის უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი სა­ბავ­შვო სპორ­ტსკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ვარ­ჯი­შოდ მო­ზარ­დე­ბის ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გაყ­ვა­ნა­სა და აფ­როს­ნო­ბით მეტი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო „ვოლ­ვოს“ უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი. სტუმ­რებს მათი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და ტესტ-დრა­ი­ვის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჰქონ­დათ.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, თე­გე­ტა ქარსში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო შვე­დურ ბრენ­დს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლი­დან წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რია. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს SUV-ებს, სე­და­ნებ­სა და უნი­ვერ­სა­ლებს სთა­ვა­ზობს, მათ შო­რის არის რო­გორც და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დე­ბი, ისე ში­გაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი. შო­უ­რუ­მის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, კომ­პა­ნი­ის ციფ­რუ­ლი მა­ღა­ზი­ით ისარ­გებ­ლოს, კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე ავ­ტო­მო­ბი­ლი 360-გრა­დუ­სი­ა­ნი სის­ტე­მით, დის­ტან­ცი­უ­რად შე­ა­ფა­სოს და კონ­ფი­გუ­რა­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლი კომ­პლექ­ტა­ცი­ის მო­დე­ლი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით აა­წყოს, რომ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით საქართველოში პირველად "ვოლვო რეგატა" გაიმართა

"ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით საქართველოში პირველად "ვოლვო რეგატა" გაიმართა

საქართველოს საიალქნო კლუბმა იალქნიანი ნავების შეჯიბრს - „ვოლვო რეგატას“ უმასპინძლა. რეგატაში, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს საიალქნო კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ქართველი პროფესიონალი აფროსნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება იალქნიანი საკრეისერო ნავების რბოლაში მოეწყო და გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. შვედური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა უკვე ორი წელია, „საქართველოს საიალქნო კლუბისა“ და ქვეყანაში სპორტის ამ მიმართულების განვითარების აქტიური მხარდამჭერია.

სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ქარ საქართველომ“ ორი წლის წინ ხელი მოაწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. "ვოლვო ქარ საქართველო“ ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება „ვოლვო რეგატას“, ის საქართველოში პირველად გაიმართა. გლობალურად ვოლვო აქტიურად უჭერს მხარს ამ სპორტის განვითარებას და „ვოლვო რეგატა“ - Volvo Ocean Race - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეგატაა, რომელში მონაწილეობაც ყველა აფროსნის სურვილია.

„ვოლვო ქარ საქართველო“ იზიარებს ვოლვოს გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში აფროსნობის განვითარებას. ჩვენ გვყავს დიდი ენთუზიაზმით გამორჩეული სპორტსმენები, „ვოლვო ქარსის” ჩართულობა კი მიზნად ისახავს ამ სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდასა და მეტი ადამიანის დაინტერესებას აფროსნობაში“.

ღონისძიების ფარგლებში, აფროსანთა კლუბში ოფიციალურად გაიხსნა ახალი საბავშვო სკოლა. სპორტსკოლა, რომელიც საიალქნო კლუბის ბაზაზე, საქართველოს საკრეისერო ნავების ასოციაციასთან ერთად გაიხსნა, მოსწავლეებს 8 წლის ასაკიდან მიიღებს. სკოლის გახსნის მიზანი ქვეყანაში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით ახალგაზრდების დაინტერესებაა. სკოლაში პერიოდულად ჩამოვლენ და წვრთნებს ჩაატარებენ საერთაშორისო ტრენერებიც.

კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველო“ კლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მოხარულები ვართ, რომ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ერთად პირველი „ვოლვო რეგატა“ წარმატებით დასრულდა.

საქართველოში აფროსნობის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი თანდათან იზრდება. ვფიქრობ, ახალი საბავშვო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდებში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს ბაზაზე მოსწავლეებს გამოცდილი ინსტრუქტორები ასწავლიან, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატურად იზრუნებენ საერთაშორისო ტრენერები. იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფროსნობაში რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთოთ“.

საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში 8 კვალიფიციური მწვრთნელია დასაქმებული. კლუბის უახლოესი გეგმები საბავშვო სპორტსკოლის განვითარებას, სავარჯიშოდ მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანასა და აფროსნობით მეტი ადამიანის დაინტერესებას უკავშირდება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ვოლვოს“ უახლესი მოდელები. სტუმრებს მათი დათვალიერებისა და ტესტ-დრაივის გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

NS