პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის სერენადების" თბილისური კონცერტები დაიწყო
"ღამის სერენადების" თბილისური კონცერტები დაიწყო

ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ თბი­ლი­სუ­რი კონ­ცერ­ტე­ბით გრძელ­დე­ბა.

15 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­ას დიდ დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბი­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ იტა­ლი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დი­რი­ჟო­რი, ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და პი­ა­ნის­ტი სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე. შეს­რულ­და იტა­ლი­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი - ოტო­რი­ნო რეს­პი­გის „რო­მის პი­ნი­ე­ბი“. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რის მქო­ნე პი­ა­ნის­ტთან სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ერ­თად ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ციმ ააჟ­ღე­რა რახ­მა­ნი­ნო­ვის მე­სა­მე სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი.

ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი არის Orchestra Scarlatti Young-ის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი, „Milano Classica“-ს მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი, ტოს­კა­ნას ორ­კესტრის მთა­ვა­რი მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი, „პუ­ჩი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რი, ფონდ Taormina Arte-ს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, იტა­ლი­ის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი მუ­სი­კის დარ­გში. თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან და ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. 2019-2022 წლებ­ში ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი იყო რო­მის პა­პის საბ­ჭოს ქალ­თა სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის წევ­რი კულ­ტუ­რის დარ­გში. 2017 წელს Corriere della Sera-მ და­ა­სა­ხე­ლა წლის 50 ქალ­ბა­ტონს შო­რის, ხოლო 2018-ში ფორბსმა - 100 ახალ­გაზ­რდა, მო­მავ­ლის ლი­დერს შო­რის.

სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე ხუთი წლი­დან სწავ­ლობ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას, ხოლო ცხრა წლი­დან კომ­პო­ზი­ცი­ას, 2021 წლი­დან სწავ­ლობს მი­უნ­ხე­ნის მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში, არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო და სა­კომ­პო­ზი­ციო კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი. თა­ნამ­შრომ­ლობს წამ­ყვან ორ­კესტრებ­თან და რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი.

15 სექ­ტემ­ბე­რი, თბი­ლი­სი, 20:00

თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, დიდი დარ­ბა­ზი

ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი - დი­რი­ჟო­რი, იტა­ლია

სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე - ფორ­ტე­პი­ა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო

ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი

პროგ­რა­მა:

ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნი - კუ­დი­ან­თა შა­ბა­თო­ბა ოპე­რი­დან „ვი­ლი­სე­ბი“

ამილ­კა­რე პონ­კი­ე­ლი - ელე­გია სა­ა­თე­ბის ცეკ­ვა ოპე­რი­დან „ჯო­კონ­და“

სერ­გეი რახ­მა­ნი­ნო­ვი - სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი №3 რე მი­ნო­რი, თხზ. 30

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო შედ­გა ფან­ტას­ტი­უ­რი მა­ესტრა ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნი­ცის, უნი­ჭი­ე­რე­სი სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შე­მად­გენ­ლო­ბით. მა­ესტრამ გა­ა­ო­ცა მსმე­ნე­ლი, არ წყდე­ბო­და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და ოვა­ცი­ე­ბი. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძეს ურ­თუ­ლე­სი ნა­წარ­მო­ე­ბის ფან­ტას­ტი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბა. მად­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მუ­სი­კო­სებს უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის.

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ფარ­გლებ­ში წინ გვე­ლო­დე­ბა 17, 18 და 20 სექ­ტემ­ბრის კონ­ცერ­ტე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად.

დიდი მად­ლო­ბა ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს, მათ გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რი­ას, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რი­ას, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს, სას­ტუმ­როს ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი, სას­ტუმ­როს ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი.“

ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი, დი­რი­ჟო­რი:

„ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უკვე მე­ო­რედ ვიმ­ყო­ფე­ბი ფეს­ტი­ვალ­ზე „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ და ვდი­რი­ჟო­რობ კონ­ცერტს. სა­ოც­რად მიგ­ვი­ღო მსმე­ნელ­მა, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ე­ბით და­ვიტ­ვირ­თე. ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე და მე ვი­ყა­ვით სცე­ნა­ზე. არ წყდე­ბო­და ოვა­ცი­ე­ბი, ეს ხე­ლო­ვა­ნის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. შე­მიყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. დიდი მად­ლო­ბა ასე­თი სით­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ამ ფეს­ტი­ვალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებ.“

მა­სი­მი­ლი­ა­ნო დ’ან­ტუ­ო­ნო, იტა­ლი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

„სა­ო­ცა­რი კონ­ცერ­ტი იყო. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც ასე­თი და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქა. ამ ფეს­ტი­ვალს დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს და იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო ტრა­დი­ცი­უ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობს მას­თან. ეს არის 2 ქვეყ­ნის დიდი მე­გობ­რო­ბის დას­ტუ­რი. იტა­ლია უდი­დე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა. თქვენს წი­ნა­შე წარ­სდგა იტა­ლი­ე­ლი დი­რი­ჟო­რი, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას და მის კულ­ტუ­რას ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გენს. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „ღა­მის სე­რე­ნა­დებს“ მხარს ვუ­ჭერთ და ეს გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც.“

სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე, პი­ა­ნის­ტი:

„უდი­დე­სი ენერ­გი­ით აღ­სავ­სე ემო­ცი­უ­რი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა სცე­ნა უნი­ჭი­ე­რეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მა­ესტრას­თან ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცის­თან. გვერდს გვიმ­შვე­ნებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სე­ბი. მგო­ნია, რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო მსმე­ნელ­მა. ჩვენც მძლავ­რი ემო­ცი­ე­ბით და­ვიტ­ვირ­თეთ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ შემ­დეგ წლებ­შიც შევ­ხვდე­ბით მე და მა­ესტრა ერ­თმა­ნეთს და შევ­ძლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და არა­ერთ და­უ­ვი­წყარ კონ­ცერტს შეს­თა­ვა­ზებს მსმე­ნელს.“

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ლე­გენ­და­რუ­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - გი­ორ­გი ისა­კა­ძე, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი - ნინა ცა­გა­რე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო,აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო: ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სას­ტუმ­რო ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი: “ჯი­პი­სი აფ­თი­ა­ქი”,მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან „ივ როშე“, პრე­მი­უმ კოს­მე­ტი­კის ვე­გა­ნუ­რი, ქარ­თუ­ლი ბრენ­დი “პიელ ნა­ტუ­რალ­სი”.ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის „ღვი­ნის მა­რა­ნი“, ღვი­ნის კომ­პა­ნია „GEORGIAN LEGEND”.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი:აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, “პოს ტვ”, “ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, Billboard Georgia, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან ტა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა”, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო“კლიპ არტი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი „ambebi.ge”, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“, “ჯორ­ჯი­ან პრე­სი“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი „Georgia Today”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი “Messenger”, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, ონ­ლა­ინ მე­დია “აჭა­რა თა­იმ­სი”, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ პლატ­ფორ­მა „ფორ­ტუ­ნა.ჯი“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ღამის სერენადების" თბილისური კონცერტები დაიწყო

"ღამის სერენადების" თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება.

15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან ერთად ბეატრიჩე ვენეციმ ააჟღერა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი.

ბეატრიჩე ვენეცი არის Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი, „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორი, ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, „პუჩინის ფესტივალის“ მოწვეული დირიჟორი, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველი მუსიკის დარგში. თანამშრომლობს საყოველთაოდ აღიარებულ შემსრულებლებთან და ინსტიტუციებთან. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის. 2019-2022 წლებში ბეატრიჩე ვენეცი იყო რომის პაპის საბჭოს ქალთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი კულტურის დარგში. 2017 წელს Corriere della Sera-მ დაასახელა წლის 50 ქალბატონს შორის, ხოლო 2018-ში ფორბსმა - 100 ახალგაზრდა, მომავლის ლიდერს შორის.

სანდრო ნებიერიძე ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ხოლო ცხრა წლიდან კომპოზიციას, 2021 წლიდან სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში, არის არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო და საკომპოზიციო კონკურსის ლაურეატი. თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც შემსრულებელი და კომპოზიტორი.

15 სექტემბერი, თბილისი, 20:00

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი

ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია

სანდრო ნებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

პროგრამა:

ჯაკომო პუჩინი - კუდიანთა შაბათობა ოპერიდან „ვილისები“

ამილკარე პონკიელი - ელეგია საათების ცეკვა ოპერიდან „ჯოკონდა“

სერგეი რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი №3 რე მინორი, თხზ. 30

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„არაჩვეულებრივი საღამო შედგა ფანტასტიური მაესტრა ბეატრიჩე ვენიცის, უნიჭიერესი სანდრო ნებიერიძისა და შესანიშნავი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობით. მაესტრამ გააოცა მსმენელი, არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ოვაციები. მინდა მივულოცო სანდრო ნებიერიძეს ურთულესი ნაწარმოების ფანტასტიურად შესრულება. მადლობა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის.

„ღამის სერენადების“ ფარგლებში წინ გველოდება 17, 18 და 20 სექტემბრის კონცერტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან ერთად.

დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

ბეატრიჩე ვენეცი, დირიჟორი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ ვიმყოფები ფესტივალზე „ღამის სერენადები“ და ვდირიჟორობ კონცერტს. საოცრად მიგვიღო მსმენელმა, ძალიან დიდი ემოციებით დავიტვირთე. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სანდრო ნებიერიძე და მე ვიყავით სცენაზე. არ წყდებოდა ოვაციები, ეს ხელოვანისთვის უდიდესი ბედნიერებაა. შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. დიდი მადლობა ასეთი სითბისა და სიყვარულისთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ ფესტივალთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ.“

მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

„საოცარი კონცერტი იყო. აღფრთოვანებული ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასეთი დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. ამ ფესტივალს დიდი ხნის ისტორია აქვს და იტალიის საელჩო ტრადიციულად თანამშრომლობს მასთან. ეს არის 2 ქვეყნის დიდი მეგობრობის დასტური. იტალია უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. თქვენს წინაშე წარსდგა იტალიელი დირიჟორი, რომელიც ამ ქვეყანას და მის კულტურას ღირსეულად წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ „ღამის სერენადებს“ მხარს ვუჭერთ და ეს გაგრძელდება მომავალშიც.“

სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

„უდიდესი ენერგიით აღსავსე ემოციური კონცერტი ჩატარდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეზიარებინა სცენა უნიჭიერეს არაჩვეულებრივ მაესტრასთან ბეატრიჩე ვენეცისთან. გვერდს გვიმშვენებდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავი მუსიკოსები. მგონია, რომ დიდი სიამოვნება მიიღო მსმენელმა. ჩვენც მძლავრი ემოციებით დავიტვირთეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებშიც შევხვდებით მე და მაესტრა ერთმანეთს და შევძლებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ „ღამის სერენადები“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება და არაერთ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს მსმენელს.“

ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

R