კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა" - ნიკა გვარამია
"ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა" - ნიკა გვარამია

გუ­შინ სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან, გორ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სცა­და, ღირ­სე­ბა აე­ყა­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის - მისი გან­ცხა­დე­ბა იყო მტრის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა, ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას.

  • მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას მი­ათ­რევს უკან, რუ­სე­თის­კენ და ტრა­გე­დი­ე­ბის­კენ.

"გუ­შინ სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან, გორ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სცა­და, ღირ­სე­ბა აე­ყა­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მისი გან­ცხა­დე­ბა იყო მტრის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა, ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. მისი გან­ცხა­დე­ბა, რომ ომი ჩვენ და­ვი­წყეთ და ჩვე­ნი ძმე­ბის სის­ხლი დავღვა­რეთ, იყო ტყუ­ი­ლი მი­მარ­თუ­ლი იქით­კენ, რომ ჩვენ და­ვემ­ცი­რე­ბი­ნეთ, ერზე ეძა­ლა­და და და­ვე­ტე­რო­რე­ბი­ნეთ იმ მუ­ქა­რე­ბით, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს ერ­თა­დერთ პო­ლი­ტი­კურ ტექ­ნო­ლო­გი­ად იყე­ნებს. სა­ერ­თო­დაც, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბას, ჩვენს ის­ტო­რი­ულ ტრა­გე­დი­ებს, ის­ტო­რი­ულ ტყუ­ი­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, როცა პო­ლი­ტი­კურ ტექ­ნო­ლო­გი­ად იყე­ნებ, როცა შენი ერის მდგო­მა­რე­ო­ბა შენ­თვის სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლოა და მთა­ვა­რი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბაა, არ შე­იძ­ლე­ბა იყო ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი.

დღეს მე­რაბ­მა [დვა­ლიშ­ვილ­მა}, ისე­ვე რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და ოლიმ­პი­ე­ლებ­მა, კვლავ და­ამ­ტკი­ცა, ჩვენ ვართ ღირ­სე­უ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერი. ჩვენ ამ წარ­მა­ტე­ბა­ზე, ღირ­სე­ბა­ზე და ჩვენს უფ­ლე­ბა­ზე ვის­წრა­ფო­დეთ ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ და ერ­თა­დერთ გზა­ზე, რო­მე­ლიც ამას მოგ­ვი­ტანს (ეს არის ევ­რო­პუ­ლი გზა), უარს არ ვი­ტყვით. სა­მა­გი­ე­როდ, უარს ვი­ტყვით ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ლა­ხავს ჩვენს ღირ­სე­ბას, რაც უკავ­შირ­დე­ბა წარ­სულს და გან­სა­კუთ­რე­ბით, მის გა­ყალ­ბე­ბას და რაც არ არის მო­მა­ვალ­ში.

ჩვენ, "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ვფიქ­რობთ, რომ უნდა ვი­სა­უბ­როთ ჩვენს ღირ­სე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ზე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მიგ­ვათ­რევს უკან, რუ­სე­თის­კენ და ჩვე­ნი ტრა­გე­დი­ე­ბის­კენ. ჩვენ არ ვართ ტრა­გე­დი­ე­ბის ერი, ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერი ვართ. ჩვენ გვინ­და ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა და მას მო­ვი­პო­ვებთ“, - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დღეს, გორ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­გი­ო­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ძებ­ნით სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლას, რათა ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დოთ იმის გამო, რომ და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ღა­ლა­ტე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ 2008 წელს ცე­ცხლის ალში გახ­ვია ჩვე­ნი ოსი დები და ძმე­ბი“.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი არ ყო­ფი­ლა არც ქარ­თვე­ლი და არც ოსი ხალ­ხის სურ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა" - ნიკა გვარამია

"ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა" - ნიკა გვარამია

გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის - მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.

  • მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს უკან, რუსეთისკენ და ტრაგედიებისკენ.

"გუშინ საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, ისტორიის გაყალბების მცდელობა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ძმების სისხლი დავღვარეთ, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ერზე ეძალადა და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც "ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთ პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებს. საერთოდაც, ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როცა პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებ, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.

დღეს მერაბმა [დვალიშვილმა}, ისევე როგორც ფეხბურთელებმა და ოლიმპიელებმა, კვლავ დაამტკიცა, ჩვენ ვართ ღირსეული, წარმატებული ერი. ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და ჩვენს უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ერთადერთ გზაზე, რომელიც ამას მოგვიტანს (ეს არის ევროპული გზა), უარს არ ვიტყვით. სამაგიეროდ, უარს ვიტყვით ყველაფერზე, რაც ლახავს ჩვენს ღირსებას, რაც უკავშირდება წარსულს და განსაკუთრებით, მის გაყალბებას და რაც არ არის მომავალში.

ჩვენ, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ვფიქრობთ, რომ უნდა ვისაუბროთ ჩვენს ღირსებაზე, წარმატებაზე, ბედნიერებაზე და მომავალზე. ბიძინა ივანიშვილი მიგვათრევს უკან, რუსეთისკენ და ჩვენი ტრაგედიებისკენ. ჩვენ არ ვართ ტრაგედიების ერი, ჩვენ გამარჯვებული და წარმატებული ერი ვართ. ჩვენ გვინდა ბედნიერების მოპოვება და მას მოვიპოვებთ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, დღეს, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.