მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას რეკეტსა და "ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რასაც კობახიძე შოუს უწოდებს - რას აცხადებს პროკურატურა და ვინ არის ბიზნესმენი "რამზესი"?
ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას რეკეტსა და "ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რასაც კობახიძე შოუს უწოდებს - რას აცხადებს პროკურატურა და ვინ არის ბიზნესმენი "რამზესი"?

ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რად მი­იჩ­ნე­ო­და და მმარ­თველ პარ­ტი­ას სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და, ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­კეტ­სა და "ბიზ­ნე­სის ახე­ვის“ ხელ­შე­წყო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ის "ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ის“ რის­კზე ლა­პა­რა­კობს და ამ­ბობს, რომ "სკან­და­ლურ ამ­ბებს" გა­ა­სა­ჯა­რო­ებს. ჩიკ­ვა­ი­ძის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის მოგ­ზავ­ნი­ლი კაცი ნარ­კო­ტი­კებს და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. ჩიკ­ვა­ი­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ტე­რო­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 2022 წელს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და­ვა­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

  • რას ამ­ბობს პრე­მი­ე­რი?

"2012 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი შე­წყდა" - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და.

"ბიზ­ნეს-რე­კე­ტი იყო სის­ტე­მუ­რი 2012 წლამ­დე და 2012 წლი­დან შე­წყდა. რაც შე­ე­ხე­ბა ასე­თი ტი­პის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შო­უ­ებს, ჩვენ გვახ­სოვს ასე­თი ტი­პის შო­უ­ე­ბი არა­ერ­თხელ. როცა ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და ასეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­დნენ ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. გახ­სოვთ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი და ა.შ. თუმ­ცა ვერ­ცერთ ჯერ­ზე ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა, რომ ასე­თი რამ ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არის კაცი, რო­მელ­საც თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამ პრობ­ლე­მებს არ მინ­და ჩა­ვუღ­რმავ­დე. ეს არის მო­რი­გი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შოუ, რომ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხდა კო­ბა­ხი­ძემ.

ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს პრო­კუ­რა­ტუ­რაც და მისი ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რიც, რო­მელ­საც გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას­თან ახლო კავ­ში­რე­ბის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

  • რა წე­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში?

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ 2024 წლის 23 იან­ვარს, აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო მათი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­და­ე­ცა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო შე­წყდა და შემ­დგომ ხე­ლახ­ლა და­ი­წყო, არის სიც­რუე.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა ქ. ბა­თუმ­ში, ე.წ. ახა­ლი ბულ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რედ, შპს "ელთ ბილ­დინ­გის“ მშე­ნე­ბა­რე კომ­პლექს "მა­რი­ნა ქლაბ­ში“ თით­ქოს­და ფარ­თე­ბის შე­ძე­ნის მიზ­ნით, ხოლო სა­მო­მავ­ლოდ იახ­ტკლუ­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მო­ტი­ვით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყეს "ელთ ბილ­დინ­გის“ კო­მერ­ცი­ულ დი­რექ­ტორ­თან ვა­ლე­რი გურ­გე­ნა­ძეს­თან და კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან ელ­გუ­ჯა თურ­მა­ნი­ძეს­თან. მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის, ხსე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა "ელთ ბილ­დინგთან“ გა­ა­ფორ­მეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის წი­ნა­რე ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნის გა­დახ­და 500 - 500 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გა­უქ­მდა. შპს "ელთ ბილ­დინ­გის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა ვა­ლე­რი გურ­გე­ნა­ძეს და ელ­გუ­ჯა თურ­მა­ნი­ძეს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ას "რამ­სეს ჯორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ კავ­ში­რი ჰქონ­და იახ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ცნო­ბილ იტა­ლი­ურ კომ­პა­ნი­ას­თან და შე­ეძ­ლოთ იახ­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა შპს "ელთ ბილ­დინ­გის­თვის“. მას შემ­დეგ, რაც იახ­ტა ჩა­მო­ვი­დო­და ქ.ბა­თუმ­ში და გა­ფორმ­დე­ბო­და "ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ხელ­ზე, "რამ­სეს ჯორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორ­მი“ იახ­ტას იჯა­რით, 3 წლით აი­ღებ­და და ყო­ველ­წლი­უ­რად შპს "ელთ ბილ­დინგს“ იჯა­რის სა­ფა­სურს გა­და­უხ­დი­და.

2022 წლის 10 სექ­ტემ­ბერს შპს "ელთ ბილ­დინგსა“ და "რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 155 019 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ და იახ­ტის მი­წო­დე­ბის ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა 2023 წლის 31 აგ­ვის­ტო. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

ასე­ვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ იახ­ტის სხვა მო­დელ­ზე, ამას­თან, გა­და­ი­წია მი­წო­დე­ბის ვა­და­მაც, კერ­ძოდ გა­ნი­სა­ზღვრა 2023 წლის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი და მი­წო­დე­ბის ად­გი­ლად შე­ირ­ჩა ეს­პა­ნე­თი, ალი­კან­ტე. ამის შემ­დგომ, ასე­ვე გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა შე­თან­ხმე­ბა მი­წო­დე­ბის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყო­ველ ჯერ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გა­და­წე­ვა ხდე­ბო­და.

2022 წლის 15 სექ­ტემ­ბრი­დან 2023 წლის 27 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში, შპს "ელთ ბილ­დინ­გმა“ შპს "რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორ­მის“ ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხა იახ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი 1 155 019 ლარი, თუმ­ცა გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს და შპს "ელთ ბილ­დინგს“ იახ­ტა არ მი­ა­წო­დეს.

გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "ელთ ბილ­დინ­გის“ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს სხვა­დას­ხვა გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით, მათ შო­რის თურ­ქე­თის პორ­ტში მომ­ხდა­რი შტორ­მის შე­დე­გად იახ­ტის ძრა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის და მისი შე­კე­თე­ბის სა­ბა­ბით უვა­დებ­დნენ იახ­ტის გა­და­ცე­მის ვა­დებს, უგ­ზავ­ნიდ­ნენ თით­ქოს­და მათ­თვის შე­ძე­ნი­ლი იახ­ტის ვი­დე­ო­ებს და ლო­კა­ცი­ებს, ხოლო რე­ა­ლუ­რად იახ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლი თან­ხით გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და­ფა­რა სხვა მო­ვა­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ იახ­ტის შე­ძე­ნა არ მომ­ხდა­რა. სა­ბო­ლო­ოდ მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი თან­ხას და­უბ­რუ­ნებ­დნენ "ელთ ბილ­დინგს“ და 2023 წლის 21 დე­კემ­ბერს, ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა "ელთ ბილ­დინ­გის“ ან­გა­რიშ­ზე მხო­ლოდ 147 065 ლარი და­აბ­რუ­ნა, ამის შემ­დგომ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­და არ მომ­ხდა­რა.

ორგი ჩიკ­ვა­ი­ძეს და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182, II – "ა",დ’’, III -“ბ” მუხ­ლით (წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა) წა­რედ­გი­ნათ და აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ გი­რაო - თი­თო­ე­ულს 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვა. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბე­ბი არის სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით. რაც შე­ე­ხე­ბა მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ად­ვო­კა­ტის მხრი­დან თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე და გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად და­ბა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დღეს გა­ა­სა­ჯა­რო­ებს“.

  • ვინ არის გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე, იგი­ვე "რამ­ზე­სი"?

38 წლის გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს, მეტ­სა­ხე­ლით "რამ­ზე­სი", ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია იც­ნობს. ის პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ში მოხ­ვდა.

მისი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "აზი­მუტ იახ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ და "რამ­ზეს იახტსი“, ასე­ვე "რამ­ზეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორ­მი“.

მე­დი­ის­თვის მი­სი­ვე მო­ნა­ყო­ლის თა­ნახ­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 2015 წლი­დან, საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ერ­თო იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ში, - მოხ­ვდა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "აზი­მუტ ბე­ნეტ­ში“ და იქ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ი­წყო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­სი და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდთან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას რეკეტსა და "ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რასაც კობახიძე შოუს უწოდებს - რას აცხადებს პროკურატურა და ვინ არის ბიზნესმენი "რამზესი"?

ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას რეკეტსა და "ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რასაც კობახიძე შოუს უწოდებს - რას აცხადებს პროკურატურა და ვინ არის ბიზნესმენი "რამზესი"?

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მიიჩნეოდა და მმართველ პარტიას საარჩევნო კამპანიაშიც ეხმარებოდა, ახლა ხელისუფლებას რეკეტსა და "ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ის "ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "სკანდალურ ამბებს" გაასაჯაროებს. ჩიკვაიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა. ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

  • რას ამბობს პრემიერი?

"2012 წლის შემდეგ საქართველოში ბიზნესის რეკეტი შეწყდა" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

"ბიზნეს-რეკეტი იყო სისტემური 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა. რაც შეეხება ასეთი ტიპის წინასაარჩევნო შოუებს, ჩვენ გვახსოვს ასეთი ტიპის შოუები არაერთხელ. როცა ტარდებოდა არჩევნები, მაინცდამაინც არჩევნების წინ გამოდიოდნენ ადამიანები და ასეთ რაღაცებს ამბობდნენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. გახსოვთ ოქრუაშვილის ამბავი და ა.შ. თუმცა ვერცერთ ჯერზე ვერავინ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ ასეთი რამ ხდება. ამ შემთხვევაში არის კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. ამ პრობლემებს არ მინდა ჩავუღრმავდე. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო შოუ, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს“, - განაცხდა კობახიძემ.

ბრალდებებს უარყოფს პროკურატურაც და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორიც, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ახლო კავშირების ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს.

  • რა წერია პროკურატურის განცხადებაში?

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია "ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აქედან გამომდინარე, სატელევიზიო ეთერით გიორგი ჩიკვაიძის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს "ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს "მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს "ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა "ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 - 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას "რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს "ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ.ბათუმში და გაფორმდებოდა "ელთ ბილდინგის“ სახელზე, "რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს "ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.

2022 წლის 10 სექტემბერს შპს "ელთ ბილდინგსა“ და "რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.

2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს "ელთ ბილდინგმა“ შპს "რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს "ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ "ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა "ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

ორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – "ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო - თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს საქართველოს პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს“.

  • ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, იგივე "რამზესი"?

38 წლის გიორგი ჩიკვაიძეს, მეტსახელით "რამზესი", ქართველი საზოგადოება წლებია იცნობს. ის პროფესიით ვეტერინარია, თუმცა მოგვიანებით იახტების ბიზნესში მოხვდა.

მისი დაფუძნებულია კომპანია "აზიმუტ იახტები საქართველო“ და "რამზეს იახტსი“, ასევე "რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“.

მედიისთვის მისივე მონაყოლის თანახმად, დაახლოებით 2015 წლიდან, საფრანგეთში ყოფნისას ჩაერთო იახტების ბიზნესში, - მოხვდა საერთაშორისო კომპანია "აზიმუტ ბენეტში“ და იქ დაგროვილი გამოცდილებით დაიწყო კარიერა საქართველოშიც.

პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონია, მაგრამ ბოლო 12 წლის განმავლობასი დაახლოებული იყო "ქართული ოცნების“ გუნდთან.

წაიკითხეთ ასევე: