სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის თურქეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - რა განაცხადეს პროკურტურაში?
ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის თურქეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - რა განაცხადეს პროკურტურაში?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 12 სექ­ტემ­ბერს, ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვის თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პორ­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბფი­რინგზე პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ინ­ტერ­პო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით 2015 წლის 28 აპ­რი­ლი­დან იძებ­ნე­ბო­და.

"დად­გე­ნი­ლია, რომ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, 2015 წლის 13 იან­ვარს, ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი, ოლექ­სან­დრ და­მე­ტო­ვის სა­ხელ­ზე შედ­გე­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ჩა­მოფ­რინ­და.

ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა მკვლე­ლო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს და ამ მიზ­ნით თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე ხან­გრძლი­ვი ვა­დით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა იქი­რა­ვეს. მათ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნეს "ჰონ­დას“ მარ­კის ისე­თი მო­პე­დი (სკუ­ტე­რი), რო­მელ­საც რე­გის­ტრა­ცია არ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ჩა­ფხუ­ტით და ორ­მხრი­ვი ქურ­თუ­კით. მკვლე­ლო­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი დრო­ის შე­სარ­ჩე­ვად, ფა­რიდ გურ­ბა­ნოვ­მა და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა მო­რი­გე­ო­ბით და­ი­წყეს ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თვალ­თვა­ლი­სას და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ კონ­სპი­რა­ცი­ას. ისი­ნი სის­ტე­მა­ტი­უ­რად იც­ვლიდ­ნენ ტა­ნი­სა­მოსს, ცვლიდ­ნენ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას მარ­შრუ­ტის გზებს და სა­შუ­ა­ლე­ბებს.

2015 წლის 28 მარტს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი, რო­მელ­საც ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი უთ­ვალ­თვა­ლებ­და, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და. სა­დარ­ბა­ზო­ში შეს­ვლი­სას მას შეჰ­ყვა ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და "მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის მა­ყუ­ჩი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამი გას­რო­ლა, მათ შო­რის თა­ვის არე­ში ერთი სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იმა­ვე დღეს, ფა­რიდ გურ­ბა­ნოვ­მა და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა სარ­ფის სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს.

ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლია შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე და მის­ჯი­ლი აქვს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვის თა­ნამ­ზრახ­ველს, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მას მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის მის­ჯი­ლი აქვს 19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და მისი და­კა­ვე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნის მიზ­ნით, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ერ­თობ­ლივ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ში გა­წე­უ­ლი ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის, რის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა.

ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის.

აქვე გვსურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თის და და­ნა­შა­ულ­ში შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით“,- ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის თურქეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - რა განაცხადეს პროკურტურაში?

ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის თურქეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს - რა განაცხადეს პროკურტურაში?

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პორკურატურაში გამართულ ბფირინგზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.

"დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს "ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი. დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და "მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს.

ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის გახსნა.

ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.

აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს წარმატებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.