მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ" -"ურსას" სოლისტის გულახდილი ინტერვიუ
"მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ" -"ურსას" სოლისტის გულახდილი ინტერვიუ

"ჩვენ ერ­თნი ვართ. ის ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ ბევრ მუ­სი­კოს­ზე უფრო მე­ტად მი­გებს. ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში მიდ­გას"

ან­სამ­ბლი "ურსა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. 30 აგ­ვის­ტოს ამ ან­სამ­ბლის სო­ლისტს, გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძეს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ისე მოხ­და, რომ ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ 30 აგ­ვის­ტოს ჩავ­წე­რეთ და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც მი­ლოც­ვით და­ვი­წყეთ:

- გი­ლო­ცავთ ამ ბედ­ნი­ერ დღეს! რო­გორ ფიქ­რობთ, რა როლს ას­რუ­ლებს შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხი?

- დღეს ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის მარ­თლაც, უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა: პა­ტა­რას ან­დრია და­ვარ­ქვით. მთე­ლი დღეა მი­ლოც­ვებს ვი­ღებ და ცხა­დია, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ოჯა­ხი უპირ­ვე­ლე­სია და მეც, რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს ჩემი ქვეყ­ნის და ოჯა­ხის­თვის ვა­კე­თებ.

- ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ცის უკან ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ქალი დგა­სო... თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა?

- ბო­ლომ­დე ვე­თან­ხმე­ბი ამ გა­მო­ნათ­ქვამს. ჩემი მე­უღ­ლე მია მა­ჩა­ბე­ლი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. ის ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ ბევრ მუ­სი­კოს­ზე უფრო მე­ტად მი­გებს. იცის, რომ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ და ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში მიდ­გას. ერთი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ ოჯა­ხის­გან მხარ­და­ჭე­რა არ მექ­ნე­ბა და მე­უღ­ლე მე­ტყვის, - მოდი რა, ამ საქ­მეს შე­ეშ­ვიო, ეს ჩემ­თვის და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი სჭირ­დე­ბა. მია ჩემ­თვის ენერ­გი­ის და სტი­მუ­ლის წყა­როა. ჩვენ ერ­თნი ვართ და ყვე­ლა­ფერს ოჯა­ხის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის ვა­კე­თებთ.

- გო­გო­ნას თუ აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი?

- ჩემი შვი­ლი, ანი­ტა ჯერ მხო­ლოდ სამი წლი­საა. საკ­მა­ოდ კარ­გი სმე­ნა აქვს, მაგ­რამ რო­გო­რი ხმა ექ­ნე­ბა, ჯერ არ ვიცი. რა­ტომ­ღაც, მგო­ნია, რომ ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ხმა ექ­ნე­ბა. მინ­და თუ არა, ისიც მომ­ღე­რა­ლი გახ­დეს? - ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მომ­ღე­რა­ლი შვი­ლი გყავს, მაგ­რამ ანი­ტამ ის საქ­მე უნდა აკე­თოს, რო­მე­ლიც ეყ­ვა­რე­ბა. თუ სიმ­ღე­რა ეყ­ვა­რე­ბა, რა­ტო­მაც არა?! მარ­თა­ლია, ჩვე­ნი საქ­მე უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი რა პრო­ფე­სი­ა­საც აირ­ჩე­ვენ, ყვე­ლა­ფერ­ში მხარს და­ვუ­ჭერ.

- რა­ტომ და­არ­ქვით ან­სამ­ბლს "ურსა"?

- "ურსა" ხევ­სუ­რეთ­ში ია­რაღს ერ­ქვა, რო­მელ­საც ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და: მას შრო­მის ია­რა­ღა­დაც იყე­ნებ­დნენ და ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­შიც. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რა­საც ადა­მი­ა­ნი აკე­თებს, მის ხელ­ში ერ­თგვარ ია­რა­ღად იქ­ცე­ვა ხოლ­მე და ასეა სიმ­ღე­რაც. ჩვე­ნი ან­სამ­ბლი უკვე 15 წე­ლია, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სამ­სა­ხურ­შია. დიახ, "ურსა" 15 წლის წინ შე­იქ­მნა ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მის შექ­მნა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჯგუ­ფის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ასე­ვე, ჩვენს მე­გობ­რებს - გი­ორ­გი ქუ­რას­ბე­დი­ანს და თა­მარ ალა­დაშ­ვილს. მე ამ ჯგუფ­ში ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოვ­ხვდი, კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით. ჯგუ­ფის წევ­რებს მო­ვე­წო­ნე და ამიყ­ვა­ნეს. რო­გორც ადა­მი­ა­ნი იც­ვლე­ბა და იზ­რდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, ასე­ვეა ჩვე­ნი ან­სამ­ბლი, რო­მელ­მაც ამ 15 წე­ლი­წად­ში ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­და­ლა­ხა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცი! შემოხაზეთ 5
1

მეც მინდა ასეთი ცოლი

ნატია ბაბო
0

გილოცავთ!ეგ ერთი და სხვა მრავალი, ორივენი ძალიან მომეწონეთ, სულ გემღეროთ და გემხიარულოთ მთელი ცხივრება ოჯახთან ერთად , ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ, კარი ახალგაზრდები ხართ, აბა შეირგეთ და იბედნიერეთ თუ რამ კარგი ხდება ჩვენ ქვეყანაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ" -"ურსას" სოლისტის გულახდილი ინტერვიუ

"მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ" -"ურსას" სოლისტის გულახდილი ინტერვიუ

"ჩვენ ერთნი ვართ. ის ჟურნალისტია, მაგრამ ბევრ მუსიკოსზე უფრო მეტად მიგებს. ყველანაირად მხარში მიდგას"

ანსამბლი "ურსა" საქართველოში ძალიან პოპულარულია. 30 აგვისტოს ამ ანსამბლის სოლისტს, გიორგი ძოწენიძეს ვაჟი შეეძინა. ისე მოხდა, რომ ინტერვიუ სწორედ 30 აგვისტოს ჩავწერეთ და ჩვენი საუბარიც მილოცვით დავიწყეთ:

- გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში ოჯახი?

- დღეს ჩვენი ოჯახისთვის მართლაც, უბედნიერესი დღეა: პატარას ანდრია დავარქვით. მთელი დღეა მილოცვებს ვიღებ და ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი უპირველესია და მეც, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ჩემი ქვეყნის და ოჯახისთვის ვაკეთებ.

- ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი და გონიერი ქალი დგასო... თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- ბოლომდე ვეთანხმები ამ გამონათქვამს. ჩემი მეუღლე მია მაჩაბელი საოცარი ადამიანია. ის ჟურნალისტია, მაგრამ ბევრ მუსიკოსზე უფრო მეტად მიგებს. იცის, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ყველანაირად მხარში მიდგას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თუ ოჯახისგან მხარდაჭერა არ მექნება და მეუღლე მეტყვის, - მოდი რა, ამ საქმეს შეეშვიო, ეს ჩემთვის დამანგრეველი იქნება. ადამიანს ნებისმიერ საქმეში სტიმულის მიმცემი სჭირდება. მია ჩემთვის ენერგიის და სტიმულის წყაროა. ჩვენ ერთნი ვართ და ყველაფერს ოჯახისთვის, შვილებისთვის ვაკეთებთ.

- გოგონას თუ აქვს მუსიკალური ნიჭი?

- ჩემი შვილი, ანიტა ჯერ მხოლოდ სამი წლისაა. საკმაოდ კარგი სმენა აქვს, მაგრამ როგორი ხმა ექნება, ჯერ არ ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ლამაზი და საინტერესო ხმა ექნება. მინდა თუ არა, ისიც მომღერალი გახდეს? - ძალიან სასიამოვნოა, როცა მომღერალი შვილი გყავს, მაგრამ ანიტამ ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც ეყვარება. თუ სიმღერა ეყვარება, რატომაც არა?! მართალია, ჩვენი საქმე უამრავი დაბრკოლების გადალახვას გულისხმობს, მაგრამ ჩემი შვილები რა პროფესიასაც აირჩევენ, ყველაფერში მხარს დავუჭერ.

- რატომ დაარქვით ანსამბლს "ურსა"?

- "ურსა" ხევსურეთში იარაღს ერქვა, რომელსაც ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: მას შრომის იარაღადაც იყენებდნენ და ყოველდღიურ ყოფაშიც. ნებისმიერი საქმე, რასაც ადამიანი აკეთებს, მის ხელში ერთგვარ იარაღად იქცევა ხოლმე და ასეა სიმღერაც. ჩვენი ანსამბლი უკვე 15 წელია, ქართული სიმღერის სამსახურშია. დიახ, "ურსა" 15 წლის წინ შეიქმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში. მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის ჯგუფის თითოეულ წევრს, ასევე, ჩვენს მეგობრებს - გიორგი ქურასბედიანს და თამარ ალადაშვილს. მე ამ ჯგუფში ცოტა მოგვიანებით მოვხვდი, კასტინგის მეშვეობით. ჯგუფის წევრებს მოვეწონე და ამიყვანეს. როგორც ადამიანი იცვლება და იზრდება ყოველდღიურად, ასევეა ჩვენი ანსამბლი, რომელმაც ამ 15 წელიწადში ბევრი განსაცდელი გადალახა. გააგრძელეთ კითხვა