კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - კულტურის სამინისტრო მიზეზებს განმარტავს
ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - კულტურის სამინისტრო მიზეზებს განმარტავს

კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ლაშა ბაქ­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რო­გორც კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უწყე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლაშა ბაქ­რა­ძის მიერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ნიშ­ნით მი­ი­ღო.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაქ­რა­ძის მი­მართ ჩა­ტარ­და დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე წლის 3 სექ­ტემ­ბერს ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რაც მისი, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის რე­პუ­ტა­ცი­ას და იმ მუ­ზე­უ­მის ავ­ტო­რი­ტეტს ლა­ხავს, რო­მელ­საც მი­სი­ად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი".

“კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ სსიპ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის, ლაშა ბაქ­რა­ძის, მი­მართ ჩა­ა­ტა­რა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე წლის 3 სექ­ტემ­ბერს ლაშა ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

  • ფაქ­ტე­ბი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დას­ტურ­დე­ბა, რომ ლაშა ბაქ­რა­ძემ ჩა­ი­დი­ნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა, რაც გუ­ლის­ხმობს ზნე­ობ­რივ-ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის, ქცე­ვის ზო­გა­დი წე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას ან დარ­ღვე­ვას, არა­ე­თი­კურ საქ­ცი­ელს ან სხვა ქმე­დე­ბას, რო­მელ­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა სამ­სა­ხურ­შია იგი ჩა­დე­ნი­ლი თუ მის გა­რეთ. დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დას­კვნის თა­ნახ­მად, ცალ­სა­ხაა, რომ ლაშა ბაქ­რა­ძის 3 სექ­ტემ­ბრის გან­ცხა­დე­ბა ზი­ანს აყე­ნებს მისი, რო­გორც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის რე­პუ­ტა­ცი­ას და ლა­ხავს იმ მუ­ზე­უ­მის ავ­ტო­რი­ტეტს, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხელს ატა­რებს და მი­სი­ად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. ლაშა ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა ლა­ხავს რო­გორც ამ გან­ცხა­დე­ბის ად­რე­სატ­თა, ასე­ვე ქალ­თა სქე­სის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ღირ­სე­ბას, რი­თაც სცილ­დე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებს; არის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და ლაშა ბაქ­რა­ძის მხრი­დან ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. პრო­ფე­სი­უ­ლი დის­კუ­სი­ე­ბის დრო­საც კი ის გა­მო­ირ­ჩე­ვა მის­თვის სხვა მხრივ მი­უ­ღე­ბე­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ სექ­სის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიზ­მით შე­ფუ­თუ­ლი უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ლაშა ბაქ­რა­ძე 5 სექ­ტემ­ბერს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ “არას­წო­რი სი­ტყვა“ გა­მო­ი­ყე­ნა.

ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მი­სას გა­მო­ირ­კვა, რომ ლაშა ბაქ­რა­ძემ წინა დღით, 4 სექ­ტემ­ბერს, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს (სა­კუ­თარ თავს) და გა­მოს­ცა დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა N50, რომ­ლი­თაც სა­კუ­თა­რი თავი შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვა 5 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ლაშა ბაქ­რა­ძე დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას აღარ და­ი­კა­ვებს 6 ოქ­ტომ­ბრი­დან.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: ლაშა ბაქ­რა­ძე სსიპ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა 2010 წლის 16 მარტს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - კულტურის სამინისტრო მიზეზებს განმარტავს

ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - კულტურის სამინისტრო მიზეზებს განმარტავს

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, ბაქრაძის მიმართ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე ბაქრაძის განცხადებას, რაც მისი, როგორც "ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და იმ მუზეუმის ავტორიტეტს ლახავს, რომელსაც მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული".

“კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.

  • ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ “არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.

ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.

შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.

ინფორმაციისთვის: ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: