პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ან­დრეი სი­ბი­გამ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის, მი­ხა­ი­ლო ხა­რი­ში­ნის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ სი­ბი­გამ უკ­რა­ი­ნის ელ­ჩებ­თან და გე­ნე­რა­ლურ კონ­სუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა.

მისი თქმით, „ომში მყო­ფი ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი ომის რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტი­ლი ვერ იქ­ნე­ბი­ან“ და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ.

„კარ­გად ვიცი, რო­გო­რია ელ­ჩად მუ­შა­ო­ბა და რო­გორ გავ­ხა­დო ეს სა­მუ­შაო უფრო ეფექ­ტუ­რი. დღეს ყვე­ლა ელჩი უნდა იყოს მო­თა­მა­შე მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც არ ელო­დე­ბა ცენ­ტრის მი­თი­თე­ბებს, არა­მედ მოქ­მე­დებს პრო­აქ­ტი­უ­ლად, იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით აჩ­ვე­ნებს უკ­რა­ი­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის სიძ­ლი­ე­რეს. მხარს და­ვუ­ჭერ სა­გა­რეო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ნე­ბის­მი­ერ ხელ­მძღვა­ნელს, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩენს ამ სა­ხის ენერ­გი­ა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

სი­ბი­გას თქმით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რისი მი­ზე­ზიც „ომში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ის რე­ა­ლო­ბის სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა“ გახ­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი თქმით, „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან“ და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ.

„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ გახდა.