მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე
"პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე

ის, რა­საც ჩვენ ახლა ვხე­დავთ გლ­დან­ში, არის პირ­და­პი­რი გა­მო­ძა­ხი­ლი იმის, რაც და­ა­ა­ნონ­სა დღეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძი­სა და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც თინა ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ნაც­ვლად უმუ­შევ­რო­ბას­თან და სი­ღა­რი­ბეს­თან ბრძო­ლი­სა, გა­მუდ­მე­ბით ებ­რძვის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს.

„ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და­ა­ა­ნონ­სა ძა­ლა­დო­ბა ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის, რომ 12 წელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა და დევ­ნა. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ებ­რძო­დეს უმუ­შევ­რო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბას, სი­ღა­რი­ბეს, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდილ ფა­სებს, კლა­ნურ მო­ნო­პო­ლი­ებს, რო­მელ­საც თა­ვად ისი­ნი ქმნი­ან, ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით ებ­რძვი­ან პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს. ბუ­ნებ­რი­ვია, მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რო­გორც ყო­ველ­თვის, არის „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“.

დღე­ვან­დე­ლი თავ­დას­ხმა ჩვენს ლი­დე­რებ­ზე, მათ შო­რის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ზე, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე­ზე, ასე­ვე, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გლ­და­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ზე და სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როს­ზე, კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ ერთი მხრივ, ივა­ნიშ­ვი­ლი სწო­რედ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ხე­დავს მთა­ვარ კონ­კუ­რენტს და მე­ო­რე, ნაც­ვლად იმი­სა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ რა­ი­მე სი­კე­თე­ზე შე­ეძ­ლოს პო­ლი­ტი­კურ გუნდს სა­უ­ბა­რი, ისი­ნი კვლავ სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­პი­რის­პი­რე­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ქა­ოსს. უმუ­შევ­რო­ბას, გაზ­რდილ ფა­სებს, სი­ღა­რი­ბეს, და­ჭე­რე­ბით მუ­ქა­რე­ბით და და­პი­რის­პი­რე­ბით პა­სუ­ხობს ივა­ნიშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ „ფორ­მუ­ლას­თან“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე და ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, კერ­ძოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ქონ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე

"პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - თინა ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე

ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ნაცვლად უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლისა, გამუდმებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.

„ირაკლი კობახიძემ დააანონსა ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ის, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ებრძოდეს უმუშევრობას და გაჭირვებას, სიღარიბეს, კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს. ბუნებრივია, მთავარი სამიზნე, როგორც ყოველთვის, არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.

დღევანდელი თავდასხმა ჩვენს ლიდერებზე, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეზე, ირაკლი ნადირაძეზე, ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტიის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე და საარჩევნო შტაბის უფროსზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს მთავარ კონკურენტს და მეორე, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ რაიმე სიკეთეზე შეეძლოს პოლიტიკურ გუნდს საუბარი, ისინი კვლავ სთავაზობენ საზოგადოებას დაპირისპირებას, ძალადობას, ქაოსს. უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, სიღარიბეს, დაჭერებით მუქარებით და დაპირისპირებით პასუხობს ივანიშვილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულასთან“.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.