პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან
გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

თურ­ქეთ­ში გლო­ვის დღეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი - ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რულ სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს გლო­ვო­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით და­ღუ­პუ­ლია 76 ადა­მი­ა­ნი.

  • ხან­ძა­რი ბო­ლუ­ში მდე­ბა­რე 12-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო Grand Kartal-ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 03:27 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. ტრა­გე­დი­ის დროს შე­ნო­ბა­ში 234 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზე­ბას 12 სა­ა­თი დას­ჭირ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. არ­კვე­ვენ იმა­საც, იყო თუ არა სას­ტუმ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი. და­კა­ვე­ბუ­ლია ცხრა ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი.

პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ბო­ლუს ოთხშა­ბათს ეწ­ვია. მისი გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი და­ის­ჯე­ბა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ცხედ­რებს ამ დრომ­დე ეძე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ აფა­სე­ბენ შე­ნო­ბის ყვე­ლა რისკს, მათ შო­რის ნგრე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ქე­მალ მე­მი­ს­ოღ­ლუს თქმით, ხან­ძრის შე­დე­გად 51 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ერთი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა, 17 კი გა­წე­რეს.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბო­ლუს გუ­ბერ­ნა­ტორ აბ­დუ­ლა­ზიზ აი­დი­ნის თქმით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი სას­ტუმ­როს მე­ო­თხე სარ­თუ­ლის რეს­ტორ­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გაჩ­ნდა და ზე­მოთ სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცელ­და. სას­ტუმ­რო და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობ­და, ამი­ტომ სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოს­ვლას სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­და.

ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტას­ტრო­ფამ­დე სას­ტუმ­როს სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შეშ­ფო­თე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, თურქ ინ­ჟი­ნერ­თა და არ­ქი­ტექ­ტორ­თა პა­ლა­ტე­ბის კავ­შირ­მა (TMMOB) გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­ჭი­რო იყო ავ­ტო­მა­ტუ­რი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ზო­გი­ერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლის თქმით, არ ჩარ­თუ­ლა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი

ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ბევ­რი ბავ­შვი და ახალ­გაზ­რდაა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერთი და იმა­ვე ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რია გარ­დაც­ვლი­ლი.

Turkish Airlines-მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ზეჰ­რა სენა გი­ულ­ტე­კი­ნი მე­უღ­ლეს­თან, ბიზ­ნეს­მენ ბი­ლალ გი­ულ­ტე­კინ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ღა­ზი­ჩის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფონ­დის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ლა­ლის და-ძმაც და­ი­ღუ­პა.

ზეჰ­რა გი­ულ­ტე­კი­ნი და მისი მე­უღ­ლე ბი­ლალ გი­ულ­ტე­კი­ნი სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სამ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან ერ­თად

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ექი­მი ენეს გი­ულ­ტე­კი­ნი, სტო­მა­ტო­ლო­გი კუბ­რა ტონ­გუჩ ალ­ტინ­თან და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ალია - სა­ერ­თო ჯამ­ში გი­ულ­ტე­კი­ნის ოჯა­ხის 10-ზე მეტი წევ­რი და­ი­ღუ­პა.

თურ­ქე­თის ქა­რის ენერ­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ერთ-ერთი წევ­რის, Inovat Energy Storage Solutions-ის ორი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და­ი­ღუ­პა.

  • ტარ­სუ­სის ამე­რი­კულ­მა კო­ლე­ჯ­მა გა­მო­ა­ცხა­და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მერტ დო­გა­ნის , მისი მე­უღ­ლის დუ­ი­გუს და მათი შვი­ლე­ბის მა­ვი­სა და დო­ღას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის შეფ ეს­ლემ უია­ნი­კი. ასე­ვე პრო­ფე­სო­რი ატა­კან იალ­ჩი­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ელიფ დე­რი­ნი. ნე­დიმ თურ­ქმე­ნი, გა­ზეთ Sozcu-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, მისი მე­უღ­ლე აიშე ნევა და მათი ორი შვი­ლი, 18 წლის ალა დორა და 22 წლის იუჩე ატა.

სტამ­ბო­ლის ფე­ნერ­ბაჰჩეს სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის 10 წლის მო­ცუ­რა­ვე ვე­დია ნილ აპა­კი დე­დას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა.

თურ­ქე­თის ნევ­რო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი წევ­რი, ექი­მი აჰ­მეტ ჩე­ტი­ზი ოჯახ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

თურქეთში გლოვის დღეა გამოცხადებული - ქვეყანაში პოპულარულ სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 76 ადამიანი.

  • ხანძარი ბოლუში მდებარე 12-სართულიან სასტუმრო Grand Kartal-ში ადგილობრივი დროით 03:27 საათზე გაჩნდა. ტრაგედიის დროს შენობაში 234 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლის ლოკალიზებას 12 საათი დასჭირდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არკვევენ იმასაც, იყო თუ არა სასტუმრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი. დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლუს ოთხშაბათს ეწვია. მისი განცხადებით, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფასებენ შენობის ყველა რისკს, მათ შორის ნგრევის შესაძლებლობას.

ჯანდაცვის მინისტრის ქემალ მემისოღლუს თქმით, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი რეანიმაციაში რჩება, 17 კი გაწერეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბოლუს გუბერნატორ აბდულაზიზ აიდინის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულის რესტორნის განყოფილებაში გაჩნდა და ზემოთ სართულებზე გავრცელდა. სასტუმრო დასახლებული ადგილიდან მოშორებით მდებარეობდა, ამიტომ სახანძრო მანქანების ჩამოსვლას საათზე მეტი დასჭირდა.

ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, კატასტროფამდე სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ ყოფილა. თუმცა, თურქ ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირმა (TMMOB) განაცხადა, რომ რეგულაციების თანახმად, საჭირო იყო ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც შენობაში დამონტაჟებული არ ყოფილა. ზოგიერთი გადარჩენილის თქმით, არ ჩართულა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია.

  • გარდაცვლილები

ხანძრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება გრძელდება, თუმცა ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ახალგაზრდაა. ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე წევრია გარდაცვლილი.

Turkish Airlines-მა დაადასტურა, რომ ზეჰრა სენა გიულტეკინი მეუღლესთან, ბიზნესმენ ბილალ გიულტეკინთან და სამ შვილთან ერთად გარდაიცვალა. ბოღაზიჩის აღმასრულებელი ფონდის განცხადებით, ბილალის და-ძმაც დაიღუპა.

ზეჰრა გიულტეკინი და მისი მეუღლე ბილალ გიულტეკინი სასტუმროში იმყოფებოდნენ სამ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად

გარდაცვლილებს შორის არიან ექიმი ენეს გიულტეკინი, სტომატოლოგი კუბრა ტონგუჩ ალტინთან და მისი ქალიშვილი ალია - საერთო ჯამში გიულტეკინის ოჯახის 10-ზე მეტი წევრი დაიღუპა.

თურქეთის ქარის ენერგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი წევრის, Inovat Energy Storage Solutions-ის ორი აღმასრულებელი დაიღუპა.

  • ტარსუსის ამერიკულმა კოლეჯმა გამოაცხადა კურსდამთავრებულების მერტ დოგანის , მისი მეუღლის დუიგუს და მათი შვილების მავისა და დოღას გარდაცვალება.

დაღუპულთა შორის არიან სასტუმროს თანამშრომლები, მათ შორის შეფ ესლემ უიანიკი. ასევე პროფესორი ატაკან იალჩინი და მისი ქალიშვილი ელიფ დერინი. ნედიმ თურქმენი, გაზეთ Sozcu-ს ჟურნალისტი, მისი მეუღლე აიშე ნევა და მათი ორი შვილი, 18 წლის ალა დორა და 22 წლის იუჩე ატა.

სტამბოლის ფენერბაჰჩეს სპორტული კლუბის 10 წლის მოცურავე ვედია ნილ აპაკი დედასთან ერთად დაიღუპა.

თურქეთის ნევროლოგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი წევრი, ექიმი აჰმეტ ჩეტიზი ოჯახთან ერთად გარდაიცვალა.

წყარო