პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება
თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

TEDxTbilisi Youth, თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით, 8 სექ­ტემ­ბერს „რე­დი­სონ რედ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ.

TEDxTbilisi წელს სცე­ნას ახალ­გაზ­რდებს უთ­მობს. „ძი­ე­ბა­ში“ ასე­თია ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი თემა და 25 წლამ­დე სპი­კე­რე­ბიც სწო­რედ მათი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის და ძი­ე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ.

TEDxTbilisi Youth-ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ელე­ნე ჭე­ლი­ძე, გი­ორ­გი ძირ­კვე­ლიშ­ვი­ლი, ლექ­სო რა­ტი­ა­ნი, გი­ორ­გი ცარ­ცი­ძე, ლი­ნა­კო გი­უ­ნაშ­ვი­ლი, ლიზი გო­ზა­ლიშ­ვი­ლი, ლიზი ქა­თა­მა­ძე, მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნი, სოფო ჩი­ქო­ვა­ნი და თეკ­ლე შა­ლი­კი­ა­ნი.

მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნის გა­მოს­ვლის თე­მაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინ­და. „მე ვარ მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნი, 20 წლის, ქო­ფი­რა­ი­თე­რი. მიყ­ვარს მუ­სი­კა (ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად), დრამ­ზე დაკ­ვრა და წერა. დრამ­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ვუკ­რავ. წე­რით კიდე, რაც თავი მახ­სოვს, სულ ვწერ. ვწერ ყვე­ლა­ფერს: ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს, ჩა­ნა­ხა­ტებს და რავი, მარ­თლა ყვე­ლა­ფერს. რა მინ­და? ეგ რთუ­ლი ამ­ბა­ვია. აი ახლა, ამ მო­მენ­ტში რედ­ბუ­ლის და­ლე­ვა მინ­და :)) მაგ­რამ უფრო ფი­ლო­სო­ფი­უ­რად თუ ვუ­პა­სუ­ხებ, მინ­და ისე­თი რა­ღაც გა­ვა­კე­თო ცხოვ­რე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებს ჩემი სიკ­ვდი­ლის მე­რეც რომ ვახ­სოვ­დე. ცოტა ნაკ­ლე­ბად ფი­ლო­სო­ფი­უ­რად - ყვე­ლა იმ ბენ­დის/არ­ტის­ტის ლა­ივ­ზე მინ­და მოვ­ხვდე, რო­მე­ლიც მიყ­ვარს”.

გი­ორ­გი ძირ­კვე­ლიშ­ვი­ლი მსმე­ნე­ლებს გა­უ­ზი­ა­რებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას თე­მა­ზე: “ის უნდა აკე­თო რაც შენ გინ­და” - ყვე­ლა­ზე დიდი ტყუ­ი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში. “მე ვარ გი­ორ­გი ძირ­კვე­ლიშ­ვი­ლი Software Engineer და ლექ­ტო­რი. ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო დიდ­წი­ლად უკავ­შირ­დე­ბა სპორ­ტის თა­მაშს, ყუ­რე­ბას, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბას და მოგ­ზა­უ­რო­ბას. სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ახა­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­გო­ნე­ბე­ბის დაგ­რო­ვე­ბა”.

ელე­ნე ჭე­ლი­ძის გა­მოს­ვლის თე­მაა: ძი­ე­ბა არას­დროს გა­ჩე­რებს, სწო­რედ მისი სურ­ვი­ლი არ გაძ­ლევს გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბას. „ელე­ნე ჭე­ლი­ძე, 25 წლის. მარ­კე­ტე­რი და კონ­ტენტ მე­ნე­ჯე­რი. ვმუ­შა­ობ 18 წლი­დან, რად­გან ყო­ველ­თვის მინ­დო­და გზის პოვ­ნა, რო­მე­ლიც ჩემი შე­მოქ­მო­დე­ბი­სა და აზ­რე­ბის რე­ა­ლო­ბად გა­დაქ­ცე­ვა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. კრე­ა­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ხში­რად მეხ­მა­რე­ბა, რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად და ახ­ლე­ბუ­რად და­ვი­ნა­ხო, და­ვა­კავ­ში­რო ერ­თმა­ნეთ­თან თით­ქოს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფერ შუ­ა­ში მყო­ფი ემო­ცი­ე­ბი, აზ­რე­ბი, იდე­ე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი. არას­დროს მინ­დო­და გავზრდი­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ ახ­ლაც მაქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ბევ­რი ბავ­შვუ­რი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბა სი­ლა­ღის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და პა­ტარ-პა­ტა­რა წვრილ­მა­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბის მი­ღე­ბა­ში”.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რია თი­ბი­სი.

თი­ბი­სის­თვის ახა­ლი თა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათი შთა­გო­ნე­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია. სწო­რედ ამ იდე­ით უერ­თდე­ბა თი­ბი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბას.

შე­ი­ძი­ნე TEDxTbilisi Youth-ის ბი­ლე­თე­ბი თი­ბი­სის მოს­წავ­ლის ან სტუ­დენ­ტის ბა­რა­თით და მი­ი­ღე 20% ფას­დაკ­ლე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

მარიამ გულედანის გამოსვლის თემაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინდა. „მე ვარ მარიამ გულედანი, 20 წლის, ქოფირაითერი. მიყვარს მუსიკა (ყველაფერზე მეტად), დრამზე დაკვრა და წერა. დრამზე რამდენიმე წელია რაც ვუკრავ. წერით კიდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ვწერ ყველაფერს: ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და რავი, მართლა ყველაფერს. რა მინდა? ეგ რთული ამბავია. აი ახლა, ამ მომენტში რედბულის დალევა მინდა :)) მაგრამ უფრო ფილოსოფიურად თუ ვუპასუხებ, მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, ადამიანებს ჩემი სიკვდილის მერეც რომ ვახსოვდე. ცოტა ნაკლებად ფილოსოფიურად - ყველა იმ ბენდის/არტისტის ლაივზე მინდა მოვხვდე, რომელიც მიყვარს”.

გიორგი ძირკველიშვილი მსმენელებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას თემაზე: “ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” - ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში. “მე ვარ გიორგი ძირკველიშვილი Software Engineer და ლექტორი. ჩემი ინტერესების სფერო დიდწილად უკავშირდება სპორტის თამაშს, ყურებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და მოგზაურობას. სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადგილების აღმოჩენა და მეგობრებთან ერთად მოგონებების დაგროვება”.

ელენე ჭელიძის გამოსვლის თემაა: ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. „ელენე ჭელიძე, 25 წლის. მარკეტერი და კონტენტ მენეჯერი. ვმუშაობ 18 წლიდან, რადგან ყოველთვის მინდოდა გზის პოვნა, რომელიც ჩემი შემოქმოდებისა და აზრების რეალობად გადაქცევაში დამეხმარებოდა. კრეატული აზროვნება ხშირად მეხმარება, რაღაცები სხვანაირად და ახლებურად დავინახო, დავაკავშირო ერთმანეთთან თითქოს ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ემოციები, აზრები, იდეები, გამოცდილებები. არასდროს მინდოდა გავზრდილიყავი, ამიტომ ახლაც მაქვს შენარჩუნებული ბევრი ბავშვური თვისება, რომელიც მეხმარება სილაღის შენარჩუნებაში და პატარ-პატარა წვრილმანებით ბედნიერების მიღებაში”.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

R