პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მადამ პრეზიდენტო, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ: უსამშობლოებთან და ჩახდილებთან დგახართ“ - ირაკლი ზარქუა
“მადამ პრეზიდენტო, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ: უსამშობლოებთან და ჩახდილებთან დგახართ“ - ირაკლი ზარქუა

“მა­დამ პრე­ზი­დენ­ტო, ჩა­მო­ყა­ლიბ­დით თქვენს მე­სი­ჯებ­ში - რა გინ­დათ, ამ ქვე­ყა­ნას რა­ტომ აწ­ვა­ლებთ? პრე­ზი­დენ­ტი ხართ, რო­მელ­საც 10 კა­ციც არ ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რი - მოდი, ჩავ­ნიშ­ნოთ ვა­დამ­დე­ლი და იქ მივ­ხვდე­ბი მე თქვენს რე­ა­ლურ შანსს, გავ­ლე­ნას და ავ­ტო­რი­ტეტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “26 ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ერის, კონ­სო­ლი­და­ცი­ის და გა­მარ­ჯვე­ბის თვე და რი­ცხვი, ხოლო ცოტა ხან­ში პრე­ზი­დენტს უსამ­შობ­ლო­ებ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კურ სა­ნაგ­ვე­ზე გა­ის­ტუმ­რებს”.

“რაც შე­ე­ხე­ბა მა­დამ პრე­ზი­დენტს. კი­დევ ერთხელ ვა­ფიქ­სი­რებ - რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, ხოლო მან თა­ვი­სი იმ გან­ცხა­დე­ბე­ბით, რაც თა­ვის დრო­ზე გა­ა­კე­თა, მოგ­ვი­წია თა­ვის­მარ­თლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში. ასე რომ მა­დამ პრე­ზი­დენ­ტო, ჩა­მო­ყა­ლიბ­დით თქვენს მე­სი­ჯებ­ში - რა გინ­დათ, ამ ქვე­ყა­ნას რა­ტომ აწ­ვა­ლებთ? პრე­ზი­დენ­ტი ხართ, რო­მელ­საც 10 კა­ციც არ ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რი. ბილ­ბორ­დე­ბი­დან თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი ჩა­მოვხსე­ნით, იმი­ტომ რომ მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ძა­ლით აგირ­ჩი­ეთ ჩვე­ნი ლი­დე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბით. ამის შემ­დეგ თავ­მოყ­ვა­რე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც სინ­დი­სი და ღირ­სე­ბა გა­აჩ­ნია, გა­დად­გე­ბო­და და იტყო­და. მო­დით, ჩავ­ნიშ­ნოთ ვა­დამ­დე­ლი და იქ მივ­ხვდე­ბი მე თქვენს რე­ა­ლურ შანსს, გავ­ლე­ნას და ავ­ტო­რი­ტეტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში - 0.

შე­მიძ­ლია ფრან­გუ­ლა­დაც გი­თხრათ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამის შე­სა­ხებ გსმე­ნი­ათ, იცით, მაგ­რამ უტიფ­რად მა­ინც რა­დი­კა­ლებ­თან, უსამ­შობ­ლო­ებ­თან და ჩახ­დი­ლებ­თან იქო­ნი­ეთ თქვე­ნი სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კუ­რი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი - ეს ხართ თქვენ. უსამ­შობ­ლო­ებ­თან და ჩახ­დი­ლებ­თან უნდა მდგა­რი­ყა­ვით და დგა­ხართ იქ. ასე რომ, 26 ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ერის, კონ­სო­ლი­და­ცი­ის და გა­მარ­ჯვე­ბის თვე და რი­ცხვი, ხოლო ცოტა ხან­ში თქვენც ამ უსამ­შობ­ლო­ებ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კურ სა­ნაგ­ვე­ზე გა­გის­ტუმ­რებთ”, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­წყვი­ტა ოც­ნე­ბად ყოფ­ნა, ის კოშ­მა­რად იქცა”.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ტრა­გე­დი­აა, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი მთა­ვარ პარტნი­ო­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის პარ­ტი­ას უწო­დე­ბენ და არა­ფერს ამ­ბო­ბენ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“მადამ პრეზიდენტო, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ: უსამშობლოებთან და ჩახდილებთან დგახართ“ - ირაკლი ზარქუა

“მადამ პრეზიდენტო, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ: უსამშობლოებთან და ჩახდილებთან დგახართ“ - ირაკლი ზარქუა

“მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში - რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი - მოდი, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, “26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში პრეზიდენტს უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს”.

“რაც შეეხება მადამ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - რუსეთი ოკუპანტია, ხოლო მან თავისი იმ განცხადებებით, რაც თავის დროზე გააკეთა, მოგვიწია თავისმართლება საერთაშორისო სასამართლოში. ასე რომ მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში - რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ მიუღებლად მიაჩნიათ ქართულმა საზოგადოებამ. ძალით აგირჩიეთ ჩვენი ლიდერების ფოტოებით. ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც სინდისი და ღირსება გააჩნია, გადადგებოდა და იტყოდა. მოდით, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში - 0.

შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის შესახებ გსმენიათ, იცით, მაგრამ უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი - ეს ხართ თქვენ. უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ. ასე რომ, 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში თქვენც ამ უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით “ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.

ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.