პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან-საბა ორბელიანის 3 იგავ-არაკი ცხოვრებისეული შეგონებებით
სულხან-საბა ორბელიანის 3 იგავ-არაკი ცხოვრებისეული შეგონებებით

„სიბ­რძნე-სიც­რუ­ი­სა“ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც XVII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და­ი­წე­რა, თუმ­ცა XXI სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

ავ­ტორს და­წე­რი­ლი აქვს 300-ზე მეტი იგავ-არა­კი, რო­მელ­თა კრი­ტი­კუ­ლი და სა­ტი­რუ­ლი ფა­ბუ­ლა ამ­ხელს ადა­მი­ან­თა მან­კი­ე­რე­ბებს, თუმ­ცა ტო­ვებს იმედს, რომ ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­უძ­ლია სწო­რი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სით იმოქ­მე­დოს.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე იგავ-არაკს წიგ­ნი­დან „სიბ­რძნე-სიც­რუ­ი­სა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტექ­სტი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია.

  • ორი პუ­რით მას­პინ­ძლო­ბა

ერთ წყა­რო­ზე მი­ვე­დი. ორი კაცი წყალ­სა სვამ­და. როცა მნა­ხეს, ჩემი ნახ­ვა ეა­მათ. დას­ხდენ ჭა­მად და მეც მი­მიწ­ვი­ეს. ორის პუ­რის მეტი არა ჰქონ­დათ. ერთი პური ერ­თმა და­ი­დო და მე­ო­რე - მე­ო­რემ. მე პური არ მქონ­და, ნა­ხე­ვა­რი ერ­თმა მო­მი­ტე­ხა და ნა­ხე­ვა­რი მე­ო­რემ.

ჩემი წილი თურ­მე მეტი შე­იქ­ნა და როცა შევ­ჭა­მეთ, მათ არა ეყოთ. გა­მი­რის­ხდენ: გვაც­დუ­ნაო! ერთი პური ორ­თა­ვემ ვჭა­მეთ და ერთი მარ­ტო ამან შე­ჭა­მაო.

ორნი ერთს რო­გორ ვერ მო­მე­რე­ო­დენ! შე­მი­პყრეს, და­მა­ბეს და ორ­თა­ვემ ას-ასი არ­გა­ნი (ჯოხი) მკრეს. ჩემი მშვე­ლე­ლი კაცი ვინ გა­მოჩ­ნდე­ბო­და! ხან ვე­ვედ­რე­ბო­დი, ხან სხვა რა­მეს ვე­ტყო­დი, მაგ­რამ არ შე­მიბ­რა­ლეს.

მე ვუ­თხა­რი: თქვენ ვი­საც და­ეწ­ვე­ვით, მა­საც თქვენ­თვის ასე ექ­ნას-მეთ­ქი!

მი­მა­ტო­ვეს ასე დაბ­მუ­ლი და სწრა­ფად წა­ვიდ­ნენ.

მო­ვი­და ვი­ღაც მო­წყა­ლე კაცი; მკი­თხა ჩემი ამ­ბა­ვი. მე ყვე­ლა­ფე­რი მო­ვახ­სე­ნე. მან მი­თხრა: ძმაო, ხუთ რა­მეს გას­წავ­ლი და და­იხ­სო­მეო:

უმე­ცარ კაცს გუ­ლით ნუ მი­ენ­დო­ბი;

შე­უმცნე­ბელს უსუ­სუ­რად ნუ ეჩ­ვე­ნე­ბი;

ყო­ველ ჟამს ფრთხი­ლად იყავ, თუნ­დაც შენს სახ­ლში იყო;

მში­ერს სტუმ­რად ნუ ეწ­ვე­ვი;

გლა­ხა­კი­სა­გან ჩუ­ქე­ბა ნუ გინ­დო­დეს!

მე დი­დად და­ვუ­მად­ლე. მან თო­კე­ბი ამ­ხსნა და მი­თხრა: იმ კა­ცებს ბევ­რი სხვაც უც­დუ­ნე­ბი­ა­თო.

საგ­ზა­ლი მომ­ცა და თვით წა­ვი­და. მეც ჩემს გზას და­ვა­დე­ქი.

  • მეფე და სამი მისი ძე

ერთ დი­დე­ბუ­ლი მე­ფეს სამი ვაჟი ჰყავ­და.

ერთხელ მე­ფემ ბრძა­ნა:

- უნდა გა­მოვ­ცა­დო ჩემი შვი­ლე­ბი, რო­მელს აქვს სა­მე­ფო ჭკუ­აო.

და­უ­ძა­ხა და ჰკი­თხა სა­მი­ვეს: რა უფრო კეკ­ლუ­ცია, რა უფრო მსუ­ქა­ნია და რა უფრო სწრა­ფი­აო?

უფ­როს­მა შვილ­მა მო­ახ­სე­ნა:

- ჩემს ცოლ­ზე კეკ­ლუ­ცი, ჩემს ცხენ­ზე მსუ­ქა­ნი და ჩემს შე­ვარ­დენ­ზე სწრა­ფი, არ­სად მო­ი­პო­ვე­ბაო.

მა­მამ უთხრა: შენ ვერ იხი­ლავ მე­ფო­ბა­სო!

სა­შუ­ა­ლო შვილ­მა პირ­ფე­რო­ბა გა­ნიზ­რა­ხა და მო­ახ­სე­ნა: დე­დო­ფალ­ზე ულა­მა­ზე­სი, მე­ფის ცხენ­ზე უმ­სუქ­ნე­სი და მე­ფის შე­ვარ­დნის უს­წრა­ფე­სი არა­ფე­რი იქ­ნე­ბაო.

მა­საც უთხა მე­ფემ: შე­გიძ­ლია მე­ფო­ბა და­ი­ვი­წყოო!

უმ­ცროს­მა შვილ­მა კი­თხვა­ზე ასე უპა­სუ­ხა:

გა­ზა­ფხულ­ზე კეკ­ლუ­ცი, შე­მოდ­გო­მა­ზე მსუ­ქა­ნი და თვალ­ზე უფრო სწრა­ფი, არა­ფე­რია ამ ქვე­ყა­ნა­ზეო.

მო­ე­წო­ნა პა­სუ­ხი მე­ფეს და მე­ფო­ბა უმ­ცროს შვილს უბო­ძა.

  • მეფე და მჭე­დე­ლი

ერთი მეფე სულ იმის ცდა­ში იყო, რომ თა­ვის სა­მე­ფო­ში ოქ­როს ქანი (მი­ნე­რა­ლი) ეპოვ­ნა ან ქი­მი­ის მცოდ­ნე ოს­ტა­ტი ეშო­ვა.

ქა­ლაქ­ში ერთი მჭე­დე­ლი ცხოვ­რობ­და. ერთხელ ცული გა­ა­კე­თა და გა­ყი­და: წა­ვი­და ცუ­ლის მყიდ­ვე­ლი და შე­შის ჩეხ­ვა და­ი­წყო. ცული ერთ ქვას მოხ­ვდა და პირი გა­უ­ფუჭ­და. თურ­მე ის ქვა, რო­გორც კი რკი­ნას მოხ­ვდე­ბო­და, ოქ­როდ აქ­ცევ­და. ცული გაყ­ვით­ლდა და პირი გა­უ­ფუ­ჭა.

იწყი­ნა მყიდ­ველ­მა: მჭე­დელ­მა მო­მა­ტყუა და სი­ნის ცული მომ­ყი­დაო.

მი­ვი­და და მჭე­დელს წა­ე­ჩხუ­ბა. მჭე­დე­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი კაცი იყო. ჰკი­თხა: პირი რამ გა­უ­ფუ­ჭა რას შე­მოჰ­კა­რიო?

წა­იყ­ვა­ნა კაც­მა და ჯირ­კი აჩ­ვე­ნა: ამა­სა ვსჭრი­დი და ამ ქვას მოხ­ვდაო!

ფული უკან გა­მო­არ­თვა, ცული და­უბ­რუ­ნა და წა­ვი­და.

მჭე­დელ­მა ქვა წა­ი­ღო და რა რკი­ნა­საც წა­უს­ვა, სულ ოქ­როდ იქცა. მჭე­დე­ლი ისე გამ­დიდ­რდა, რომ რამ­დე­ნი გან­ძი ჰქონ­და არც კი იცო­და.

მე­ფემ თქვა: ამ მჭე­დელს ღმერ­თი სწყა­ლობს, დიდი სიმ­დიდ­რე გა­აჩ­ნია და მის ქალს ჩე­მის შვი­ლის­თვის ვი­თხო­ვო.

მო­უყ­ვა­ნა შვილს მჭედ­ლის ქალი და ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­და. მჭე­დელ­მა თქვა: ამა­ზე უფრო უცხო და უკე­თე­სი მზი­თე­ვი რა გა­ვა­ტა­ნო? ამ ქვას გა­ვატ­ნე­ვო. ჩადო ოქ­როს კო­ლოფ­ში ქვა, და­ბეჭ­და და მის­ცა. სხვა არა­ფე­რი გა­უტ­ნე­ვია.

მეფე ზღვა­ზე გა­და­კი­დე­ბულ ჩარ­დახ­ში იჯდა, როცა ბრძა­ნა: ჩემი რძლის მზი­თე­ვი მაჩ­ვე­ნეთ რა მო­უ­ტა­ნი­აო?

მო­ი­ტა­ნეს და მო­არ­თვეს: ამის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნი­აო. გახ­სნა და შიგ­ნით ერთი სიპი ქვა იდო. მე­ფემ იწყი­ნა: გლე­ხის ქალი იმი­ტომ ვი­თხო­ვე, მრა­ვა­ლი ქო­ნე­ბა ჰქო­ნო­და და ბევ­რი მზი­თე­ვი გა­მო­ე­ტა­ნე­ბი­ნაო. ადგა და ქვა ზღვა­ში გა­და­აგ­დო.

მო­ვი­და მჭე­დე­ლი და ყო­ვე­ლი­ვე მო­ახ­სე­ნა. და­უ­წყეს ძებ­ნა, მაგ­რამ ზღვა­ში ქვას სა­დღა იპოვ­ნიდ­ნენ? რად­გან გუ­ლით უნ­დო­და, ია­ფად იშო­ვა და ად­ვი­ლად და და­უ­ფიქ­რებ­ლად და­კარ­გა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

სულხან-საბა ორბელიანის 3 იგავ-არაკი ცხოვრებისეული შეგონებებით

სულხან-საბა ორბელიანის 3 იგავ-არაკი ცხოვრებისეული შეგონებებით

„სიბრძნე-სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილებაა, რომელიც XVII საუკუნის ბოლოს დაიწერა, თუმცა XXI საუკუნის ადამიანის ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოდაც შეიძლება იქცეს.

ავტორს დაწერილი აქვს 300-ზე მეტი იგავ-არაკი, რომელთა კრიტიკული და სატირული ფაბულა ამხელს ადამიანთა მანკიერებებს, თუმცა ტოვებს იმედს, რომ ადამიანს სხვადასხვა რთულ სიტუაციაში შეუძლია სწორი მორალური კომპასით იმოქმედოს.

გთავაზობთ რამდენიმე იგავ-არაკს წიგნიდან „სიბრძნე-სიცრუისა“. აღსანიშნავია, რომ ტექსტი ადაპტირებულია.

  • ორი პურით მასპინძლობა

ერთ წყაროზე მივედი. ორი კაცი წყალსა სვამდა. როცა მნახეს, ჩემი ნახვა ეამათ. დასხდენ ჭამად და მეც მიმიწვიეს. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ. ერთი პური ერთმა დაიდო და მეორე - მეორემ. მე პური არ მქონდა, ნახევარი ერთმა მომიტეხა და ნახევარი მეორემ.

ჩემი წილი თურმე მეტი შეიქნა და როცა შევჭამეთ, მათ არა ეყოთ. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავემ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო.

ორნი ერთს როგორ ვერ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს და ორთავემ ას-ასი არგანი (ჯოხი) მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვევედრებოდი, ხან სხვა რამეს ვეტყოდი, მაგრამ არ შემიბრალეს.

მე ვუთხარი: თქვენ ვისაც დაეწვევით, მასაც თქვენთვის ასე ექნას-მეთქი!

მიმატოვეს ასე დაბმული და სწრაფად წავიდნენ.

მოვიდა ვიღაც მოწყალე კაცი; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყველაფერი მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ რამეს გასწავლი და დაიხსომეო:

უმეცარ კაცს გულით ნუ მიენდობი;

შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;

ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, თუნდაც შენს სახლში იყო;

მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;

გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდოდეს!

მე დიდად დავუმადლე. მან თოკები ამხსნა და მითხრა: იმ კაცებს ბევრი სხვაც უცდუნებიათო.

საგზალი მომცა და თვით წავიდა. მეც ჩემს გზას დავადექი.

  • მეფე და სამი მისი ძე

ერთ დიდებული მეფეს სამი ვაჟი ჰყავდა.

ერთხელ მეფემ ბრძანა:

- უნდა გამოვცადო ჩემი შვილები, რომელს აქვს სამეფო ჭკუაო.

დაუძახა და ჰკითხა სამივეს: რა უფრო კეკლუცია, რა უფრო მსუქანია და რა უფრო სწრაფიაო?

უფროსმა შვილმა მოახსენა:

- ჩემს ცოლზე კეკლუცი, ჩემს ცხენზე მსუქანი და ჩემს შევარდენზე სწრაფი, არსად მოიპოვებაო.

მამამ უთხრა: შენ ვერ იხილავ მეფობასო!

საშუალო შვილმა პირფერობა განიზრახა და მოახსენა: დედოფალზე ულამაზესი, მეფის ცხენზე უმსუქნესი და მეფის შევარდნის უსწრაფესი არაფერი იქნებაო.

მასაც უთხა მეფემ: შეგიძლია მეფობა დაივიწყოო!

უმცროსმა შვილმა კითხვაზე ასე უპასუხა:

გაზაფხულზე კეკლუცი, შემოდგომაზე მსუქანი და თვალზე უფრო სწრაფი, არაფერია ამ ქვეყანაზეო.

მოეწონა პასუხი მეფეს და მეფობა უმცროს შვილს უბოძა.

  • მეფე და მჭედელი

ერთი მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ოქროს ქანი (მინერალი) ეპოვნა ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვა.

ქალაქში ერთი მჭედელი ცხოვრობდა. ერთხელ ცული გააკეთა და გაყიდა: წავიდა ცულის მყიდველი და შეშის ჩეხვა დაიწყო. ცული ერთ ქვას მოხვდა და პირი გაუფუჭდა. თურმე ის ქვა, როგორც კი რკინას მოხვდებოდა, ოქროდ აქცევდა. ცული გაყვითლდა და პირი გაუფუჭა.

იწყინა მყიდველმა: მჭედელმა მომატყუა და სინის ცული მომყიდაო.

მივიდა და მჭედელს წაეჩხუბა. მჭედელი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ გაუფუჭა რას შემოჰკარიო?

წაიყვანა კაცმა და ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოხვდაო!

ფული უკან გამოართვა, ცული დაუბრუნა და წავიდა.

მჭედელმა ქვა წაიღო და რა რკინასაც წაუსვა, სულ ოქროდ იქცა. მჭედელი ისე გამდიდრდა, რომ რამდენი განძი ჰქონდა არც კი იცოდა.

მეფემ თქვა: ამ მჭედელს ღმერთი სწყალობს, დიდი სიმდიდრე გააჩნია და მის ქალს ჩემის შვილისთვის ვითხოვო.

მოუყვანა შვილს მჭედლის ქალი და ქორწილი გადაუხადა. მჭედელმა თქვა: ამაზე უფრო უცხო და უკეთესი მზითევი რა გავატანო? ამ ქვას გავატნევო. ჩადო ოქროს კოლოფში ქვა, დაბეჭდა და მისცა. სხვა არაფერი გაუტნევია.

მეფე ზღვაზე გადაკიდებულ ჩარდახში იჯდა, როცა ბრძანა: ჩემი რძლის მზითევი მაჩვენეთ რა მოუტანიაო?

მოიტანეს და მოართვეს: ამის მეტი არაფერი მოუტანიაო. გახსნა და შიგნით ერთი სიპი ქვა იდო. მეფემ იწყინა: გლეხის ქალი იმიტომ ვითხოვე, მრავალი ქონება ჰქონოდა და ბევრი მზითევი გამოეტანებინაო. ადგა და ქვა ზღვაში გადააგდო.

მოვიდა მჭედელი და ყოველივე მოახსენა. დაუწყეს ძებნა, მაგრამ ზღვაში ქვას სადღა იპოვნიდნენ? რადგან გულით უნდოდა, იაფად იშოვა და ადვილად და დაუფიქრებლად დაკარგა!