პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები არიან?..“ - თამუნა მუსერიძე ჰყვება ახალ დეტალებს, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს (ვიდეო)
“საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები არიან?..“ - თამუნა მუსერიძე ჰყვება ახალ დეტალებს, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს (ვიდეო)

“მგო­ნია, რომ მინი სე­რი­ა­ლის სე­რი­ებს ვდებ ნა­წილ-ნა­წილ. სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა რე­ჟი­სო­რი. სე­რი­ე­ბი სწო­რად რომ და­ა­ლა­გოს. მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, რეკ­ლა­მე­ბი რომ გა­ვუშ­ვა შუ­ა­ლე­დებ­ში. აგ­რეთ­ვე კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­უნ­დრტეკს და­მი­წერს,“ - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე წერს, რომ­ლი­თაც ბოლო დროს, მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ მხარ­დამ­ჭე­რებს ამ­ცნო, რომ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა.

“მეს­მის და ვით­ვა­ლის­წი­ნებ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ჩემი მშობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და მეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ი­რად. მაგ­რამ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ვად ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა დე­ტალს ვერ დავ­წერ, სა­ნამ მათ პი­რა­დად არ ვნა­ხავ.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვნა­ხავ მათ პი­რა­დად და დე­ტა­ლებს მო­გაწ­ვდით.

სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით,“ - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი ახალ მი­მარ­თვა­ში.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა.

მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები არიან?..“ - თამუნა მუსერიძე ჰყვება ახალ დეტალებს, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს (ვიდეო)

“საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები არიან?..“ - თამუნა მუსერიძე ჰყვება ახალ დეტალებს, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს (ვიდეო)

“მგონია, რომ მინი სერიალის სერიებს ვდებ ნაწილ-ნაწილ. სასწრაფოდ მჭირდება რეჟისორი. სერიები სწორად რომ დაალაგოს. მარკეტინგის მენეჯერი, რეკლამები რომ გავუშვა შუალედებში. აგრეთვე კომპოზიტორი, რომელიც საუნდრტეკს დამიწერს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს, რომლითაც ბოლო დროს, მის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებას ეხმიანება.

მან რამდენიმე დღის წინ მხარდამჭერებს ამცნო, რომ 8-წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

“მესმის და ვითვალისწინებ ყველა იმ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ჩართული ჩემი მშობლების მოძიებაში და მეხმარებოდა ყველანაირად. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან, რომ ჩემი მშობლები არიან, ყველა დეტალს ვერ დავწერ, სანამ მათ პირადად არ ვნახავ.

რამდენიმე დღეში ვნახავ მათ პირადად და დეტალებს მოგაწვდით.

საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები - ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? - საიდან და გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან. ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ ყველაფერი გაირკვა. ასე რომ, ცოტაც დარჩა. ვნახავ და შემდეგ დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით,“ - აცხადებს ჟურნალისტი ახალ მიმართვაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანმა ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

მუსერიძემ 31 წლის ასაკში გაიგო, იმის შესახებ, რომ ის “აყვანილი“ იყო. მას შემდეგ ბიოლოგური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია.

თამუნა მუსერიძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა.

მან 2017 წელს დააფუძნა "ფეისბუკ"-ჯგუფი "ვეძებ" და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები... თავისი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ საქართველოში მე-20 საუკუნიდან არსებობდა ჩვილებით ვაჭრობის მავნე პრაქტიკა, რის გამოც, ბევრი ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს და უკანონოდ გააშვილეს.

რამდენიმე თვის წინ კი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

იხილეთ ასევე: