კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე საქართველოში არიან, სექტემბრის შეკრება საგურამოში იწყება - ვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო მატჩებს? (ფოტო/ვიდეო)
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე საქართველოში არიან, სექტემბრის შეკრება საგურამოში იწყება - ვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო მატჩებს? (ფოტო/ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლო ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სექ­ტემ­ბრის შეკ­რე­ბა და­ი­წყო. ფეხ­ბურ­თლე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან - მათ ვი­დე­ო­სა და ფო­ტო­ებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" ავ­რცე­ლებს.

სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი უე­ფას ერთა ლი­გის 2024/25 წლის სე­ზო­ნის გა­თა­მა­შე­ბის­თვის მზა­დე­ბას 24 ფეხ­ბურ­თე­ლი იწყებს. ეროვ­ნულ გუნდში სექ­ტემ­ბრის მატ­ჩე­ბის­თვის გა­მო­ძა­ხე­ბულ ფეხ­ბურ­თელ­თა სიას იტა­ლი­უ­რი "ემ­პო­ლის" და 21-წლამ­დე ნაკ­რე­ბის მცვე­ლი, საბა გოგ­ლი­ჩი­ძე და­ე­მა­ტა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ერთა ლი­გის B1 ჯგუფ­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბა C ლი­გა­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. სექ­ტემ­ბრის სა­ნაკ­რე­ბო პა­უ­ზის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი ერთა ლი­გის ორ მატჩს გა­მარ­თავს. 7 სექ­ტემ­ბერს, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ნაკ­რე­ბი ჩე­ხეთს უმას­პინ­ძლებს. 10 სექ­ტემ­ბერს, ტი­რა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე ალ­ბა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი იქ­ნე­ბა. ჩე­ხეთ­თან და ალ­ბა­ნეთ­თან მატ­ჩე­ბის­თვის მზა­დე­ბას ჩვე­ნი გუნ­დი 2 სექ­ტემ­ბერს, სა­გუ­რა­მო­ში იწყებს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა

მე­კა­რე:

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (ომო­ნია არა­დი­პუ, კვიპ­რო­სი), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (პან­სე­რა­ი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი)

დაც­ვა: გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი (პერ­სე­პო­ლი­სი, ირა­ნი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (კრე­მო­ნე­ზე, იტა­ლია), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი, და­ნია), ირაკ­ლი აზა­რო­ვი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა), ლუკა გად­რა­ნი (კა­ი­რა­თი, ყა­ზა­ხე­თი), საბა გოგ­ლი­ჩი­ძე (ემ­პო­ლი, იტა­ლია), ჯიმი ტა­ბი­ძე (დი­ნა­მო მა­ხა­ჩყა­ლა, რუ­სე­თი)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა:

გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი (ვოლფსბერ­გი, ავ­სტრია), შოთა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი (ჩერ­კა­სი, უკ­რა­ი­ნა), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (გრა­ნა­და, ეს­პა­ნე­თი), საბა ლობ­ჟა­ნი­ძე (ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი, აშშ), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (ლი­ო­ნის ოლიმ­პი­კი, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (კარლსრუე, გერ­მა­ნია), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი, იტა­ლია), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (სენტ-ეტი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი)

  • რო­გორ ფორ­მა­ში ხვდე­ბი­ან ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­მა­ვალ მატ­ჩებს?

გთა­ვა­ზობთ sportall.ge - ს სტა­ტი­ას:

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის­თვის" მზა­დე­ბას იწყებს. სა­ნაკ­რე­ბო პა­უ­ზის წინა კვი­რას ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­თა და სიფრ­თხი­ლით ვაკ­ვირ­დე­ბით. მშვე­ნი­ე­რია, რომ ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლა­დაა.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სე­ზო­ნი ახლა და­ი­წყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის სა­თა­მა­შო ფორ­მა­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეროვ­ნულ გუნდში უკ­ლუ­ბო და ნაკ­ლე­ბი პრაქ­ტი­კის მქო­ნე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ არი­ან. ბოლო მო­მენ­ტში "ჯვა­როს­ნებს" საბა გოგ­ლი­ჩი­ძე და­ე­მა­ტა, რო­მელ­საც სე­რია "ა"-ში დი­დე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკა­ნას­კნელ ტურ­ში გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ი­ამ და ლე­ვან შენ­გე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნეს, რომ­ლე­ბიც ახლა გა­მო­ძა­ხე­ბულ­თა შო­რის არ არი­ან.

ჩვენ ფორ­მა­ზე კი ვი­სა­უბ­რებთ, მაგ­რამ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, შე­მად­გენ­ლო­ბის ასარ­ჩე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ვარ­ჯი­ში და მწვრთნელ­თა დაკ­ვირ­ვე­ბა; მო­მა­ვალ ტაქ­ტი­კა­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ობი­ექ­ტუ­რად კი გან­სა­კუთ­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლით.

  • მე­კა­რე

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის თავს ახლა ის ხდე­ბა, რაც გა­სულ სე­ზონ­ში - "ვა­ლენ­სი­ას" გა­და­სარ­ჩე­ნად ბევ­რს აკე­თებს, რაც საკ­მა­რი­სი ხში­რად არაა. "ლი­ვერ­პუ­ლის" მო­მა­ვა­ლი კი­პე­რი ჩე­ხეთ­თან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შეხ­ვედ­რა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. იმე­დია, თბი­ლის­ში მათ­თან იმ­დე­ნი საქ­მე აღარ ექ­ნე­ბა, თუმ­ცა კვლავ ისე­თი­ვე და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას ვე­ლით. იმა­ში, რომ ჩე­ხებს ბურ­თი მუდ­მი­ვად არ ჰქონ­დეთ. "მა­მარ­დას" ფე­ხით კარგ თა­მაშ­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ მე­კა­რე­ებს, გი­ორ­გი ლო­რია კვიპ­რო­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტარტზე ("ომო­ნია არა­დი­პუ") გოლ­გა­უშ­ვე­ბე­ლია, რა­საც ლუკა გუ­გე­შაშ­ვილ­ზე ვერ ვი­ტყვით, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რას სა­ბერ­ძნეთ­ში ("პან­სე­რა­ი­კო­სი") გა­ნაგ­რძობს. მთა­ვა­რია, "ყა­რა­ბაღ­თან" შე­და­რე­ბით, აქ მას მუდ­მი­ვი სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა გა­აჩ­ნია.

  • დაც­ვა

თუკი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო, იქ უკვე კვლავ სტა­ბი­ლუ­რი კა­პი­ტა­ნი ვნა­ხეთ. კა­ში­ას კარ­გი პე­რი­ო­დი აქვს, "სლო­ვა­ნის" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე გას­ვლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც ჩანს, ვლა­დი­მირ ვა­ი­სის გუნ­დი პლეი-ოფის შეხ­ვედ­რამ ფი­ზი­კურ-ემო­ცი­უ­რად გა­მო­ფი­ტა და "ჟი­ლი­ნას­თან" პრინ­ცი­პულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში (0:5) გა­ნად­გურ­დნენ. გუ­რამს ამ მატ­ჩი­სა და სა­ში­ნე­ლი შე­ფა­სე­ბის და­ვი­წყე­ბა მალე მო­უ­წევს.

რო­გორც ნაკ­რებ­ში, ასე­ვე "აპო­ე­ლის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ლაშა დვა­ლი ბოლო დროს სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მისი გუნ­დი კონ­ფე­რენს ლი­გა­ზე ითა­მა­შებს.

კვირ­კვე­ლი­ა­სა და სა­ზო­ნო­ვის არ­ყოფ­ნა­ში, მარ­ჯვე­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ბოლო მო­მენ­ტამ­დე, თით­ქოს უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ჩან­და, რომ­ლის "პერ­სე­პო­ლის­მა" სპარ­სე­თის ყუ­რის პრო ლიგა ფრე­ე­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ კი გა­მარ­ჯვე­ბა­საც მი­აღ­წია. რაც შე­ე­ხე­ბა მის კონ­კუ­რენტს, საბა გოგ­ლი­ჩი­ძეს "ემ­პო­ლი­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ ნაკ­რებ­ში სას­წრა­ფოდ უხ­მეს. ის გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი 21-წლამ­დე­ლებ­ში იყო. ახლა სი­ტუ­ა­ცია ასე დგას, თუკი სა­ნი­ო­ლი მის თა­მაშს მა­შინ­ვე ვერ გა­რის­კავს, რა­მაზ სვა­ნა­ძის გუნდს სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა მხო­ლოდ ნაკ­რებ­ში სა­თა­და­რი­გო­ო­ბის გამო და­აკ­ლდე­ბა. ამავდრო­უ­ლად, სა­ნაკ­რე­ბო შეკ­რე­ბა­ზე ყოფ­ნა ბევ­რს ნიშ­ნავს.

ისე­თი ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვაც შეგ­ვიძ­ლია, როცა ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი მოლ­დო­ვას შეხ­ვდე­ბა, საბა მათ ამის შემ­დეგ, ნი­დერ­ლან­დე­ბის­თვის შე­უ­ერ­თდეს. გე­ტყვით, რომ 21-წლამ­დელ­თა რი­გებ­ში საბა სა­ზო­ნო­ვია. მთა­ვა­რი ისაა, გოგ­ლი­ჩი­ძის სა­ხით სა­ი­მე­დო და შე­ტე­ვის დამ­წყე­ბი კარ­გი მცვე­ლი გვყავს. გა­ა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე საქართველოში არიან, სექტემბრის შეკრება საგურამოში იწყება - ვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო მატჩებს? (ფოტო/ვიდეო)

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე საქართველოში არიან, სექტემბრის შეკრება საგურამოში იწყება - ვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო მატჩებს? (ფოტო/ვიდეო)

საქართველო ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის შეკრება დაიწყო. ფეხბურთლები უკვე საქართველოში არიან - მათ ვიდეოსა და ფოტოებს ეროვნული ნაკრების "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი იწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური "ემპოლის" და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში იწყებს.

  • საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე:

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:

გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

  • როგორ ფორმაში ხვდებიან ჩვენი ფეხბურთელები მომავალ მატჩებს?

გთავაზობთ sportall.ge - ს სტატიას:

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგისთვის" მზადებას იწყებს. სანაკრებო პაუზის წინა კვირას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. მშვენიერია, რომ ყველა გამოძახებული ჯანმრთელადაა.

უმეტეს შემთხვევაში, სეზონი ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენებურების სათამაშო ფორმაზე საუბარი შესაძლებელია. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში უკლუბო და ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები არ არიან. ბოლო მომენტში "ჯვაროსნებს" საბა გოგლიჩიძე დაემატა, რომელსაც სერია "ა"-ში დიდებული დებიუტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ტურში გიორგი ქვილითაიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს, რომლებიც ახლა გამოძახებულთა შორის არ არიან.

ჩვენ ფორმაზე კი ვისაუბრებთ, მაგრამ არაერთხელ გვითქვამს, შემადგენლობის ასარჩევად მნიშვნელოვანია თითოეული ვარჯიში და მწვრთნელთა დაკვირვება; მომავალ ტაქტიკასაც მნიშვნელობა ექნება, ობიექტურად კი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით.

  • მეკარე

გიორგი მამარდაშვილის თავს ახლა ის ხდება, რაც გასულ სეზონში - "ვალენსიას" გადასარჩენად ბევრს აკეთებს, რაც საკმარისი ხშირად არაა. "ლივერპულის" მომავალი კიპერი ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო. იმედია, თბილისში მათთან იმდენი საქმე აღარ ექნება, თუმცა კვლავ ისეთივე დამაჯერებლობას ველით. იმაში, რომ ჩეხებს ბურთი მუდმივად არ ჰქონდეთ. "მამარდას" ფეხით კარგ თამაშსაც მნიშვნელობა ექნება.

რაც შეეხება დანარჩენ მეკარეებს, გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ("ომონია არადიპუ") გოლგაუშვებელია, რასაც ლუკა გუგეშაშვილზე ვერ ვიტყვით, რომელიც კარიერას საბერძნეთში ("პანსერაიკოსი") განაგრძობს. მთავარია, "ყარაბაღთან" შედარებით, აქ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

  • დაცვა

თუკი ევროპის ჩემპიონატამდე გარკვეული პრობლემები იყო, იქ უკვე კვლავ სტაბილური კაპიტანი ვნახეთ. კაშიას კარგი პერიოდი აქვს, "სლოვანის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისის გუნდი პლეი-ოფის შეხვედრამ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტა და "ჟილინასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში (0:5) განადგურდნენ. გურამს ამ მატჩისა და საშინელი შეფასების დავიწყება მალე მოუწევს.

როგორც ნაკრებში, ასევე "აპოელის" შემადგენლობაში ლაშა დვალი ბოლო დროს სტაბილურობას ინარჩუნებს. მისი გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

კვირკველიასა და საზონოვის არყოფნაში, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბოლო მომენტამდე, თითქოს უალტერნატივოდ, გიორგი გველესიანი ჩანდა, რომლის "პერსეპოლისმა" სპარსეთის ყურის პრო ლიგა ფრეებით დაიწყო, შემდეგ კი გამარჯვებასაც მიაღწია. რაც შეეხება მის კონკურენტს, საბა გოგლიჩიძეს "ემპოლიში" წარმატებული დებიუტის შემდეგ ნაკრებში სასწრაფოდ უხმეს. ის გამოძახებული 21-წლამდელებში იყო. ახლა სიტუაცია ასე დგას, თუკი სანიოლი მის თამაშს მაშინვე ვერ გარისკავს, რამაზ სვანაძის გუნდს სერიოზული ძალა მხოლოდ ნაკრებში სათადარიგოობის გამო დააკლდება. ამავდროულად, სანაკრებო შეკრებაზე ყოფნა ბევრს ნიშნავს.

ისეთი ვარიანტის განხილვაც შეგვიძლია, როცა ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას შეხვდება, საბა მათ ამის შემდეგ, ნიდერლანდებისთვის შეუერთდეს. გეტყვით, რომ 21-წლამდელთა რიგებში საბა საზონოვია. მთავარი ისაა, გოგლიჩიძის სახით საიმედო და შეტევის დამწყები კარგი მცველი გვყავს. გააგარძელეთ კითხვა