სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - რას ითხოვენ ისინი?
სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - რას ითხოვენ ისინი?

სო­ფელ შუქ­რუ­თის მცხოვ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. აქ­ცი­ის სამ­მა მო­ნა­წი­ლემ კი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი ამო­ი­კე­რა.

“სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ვერც კომ­პა­ნი­ას­თან და ვერც მთავ­რო­ბას­თან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყოთ. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი პირს იკე­რავს, რათა ჩვე­ნი სო­ფე­ლი გა­დარ­ჩეს.

მი­ლი­არ­დო­ბით მა­და­ნი ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი ნაკ­ვე­თე­ბი­დან გა­აქვთ. ჩვე­ნი სახ­ლი სა­დაც არის, იქ, თვი­თონ კომ­პა­ნი­ამ ვახ­ტე­ბი და­ხუ­რა. იმი­ტომ გა­იყ­ვა­ნა, რომ იქ მუ­შის შეს­ვლა უკვე აკ­რძა­ლუ­ლი იყო და არ შე­იძ­ლე­ბო­და. იქ ჩვე­ნი სახ­ლე­ბია და იქ ვცხოვ­რობთ. რა­ი­მე რომ მოხ­დეს და ვინ­მე და­ი­ღუ­პოს, ვინ­მე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის?“ - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის თქმით, თუ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა კომ­პა­ნი­ის მხრი­დან არ იქ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მათ პრობ­ლე­მებ­ში არ ჩა­ე­რე­ვა, ქა­ლე­ბიც შიმ­ში­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ.

“კა­ციშ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას არ გვაქ­ცევს. ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ას მივ­მარ­თეთ, თუ სად­მე ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არა­ვის აწუ­ხებს. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მივ­მარ­თოთ შიმ­ში­ლო­ბის უკი­დუ­რეს ზო­მას. არა­ვის ეგო­ნოს, რომ რო­მე­ლი­მე ამას დათ­მობს, უკვე გან­წი­რუ­ლე­ბი ვართ და სიკ­ვდილ­ზე ხელი გვაქვს მო­წე­რი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრო­ტეს­ტის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

ცნო­ბის­თვის, ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ შუქ­რუ­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი კომ­პა­ნია “ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის­გან“ ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას უკვე 173-ე დღეა ითხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - რას ითხოვენ ისინი?

სოფელ შუქრუთში მცხოვრებმა სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - რას ითხოვენ ისინი?

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

“სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს.

მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის შესვლა უკვე აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია და იქ ვცხოვრობთ. რაიმე რომ მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე პასუხისმგებელი არის?“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თუ გამოხმაურება კომპანიის მხრიდან არ იქნება და სახელმწიფო მათ პრობლემებში არ ჩაერევა, ქალებიც შიმშილობას დაიწყებენ.

“კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. ყველა ინსტანციას მივმართეთ, თუ სადმე ხელი მიგვიწვდებოდა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არავის აწუხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ შიმშილობის უკიდურეს ზომას. არავის ეგონოს, რომ რომელიმე ამას დათმობს, უკვე განწირულები ვართ და სიკვდილზე ხელი გვაქვს მოწერილი“, - აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 173-ე დღეა ითხოვენ.