სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მეც არ მომეწონა, პირჯვარი რომ გადავიწერე, გაიცინა; სულით და გულით მინდა, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი“ - რას იხსენებს პარამკლავჭიდელი შეხვედრაზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო
“მეც არ მომეწონა, პირჯვარი რომ გადავიწერე, გაიცინა; სულით და გულით მინდა, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი“ - რას იხსენებს პარამკლავჭიდელი შეხვედრაზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო

პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი ვახ­ტანგ ახო­ბა­ძე, რო­მელ­მაც მოლ­დო­ვეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მე­ტო­ქეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ინ­ტერ­ნეტ­ში, ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ახო­ბა­ძი­სა და მისი მე­ტო­ქის ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლი მას ხელს არ არ­თმევს. და­სა­წყის­ში კი იცი­ნის - სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

“მეც არ მო­მე­წო­ნა, პირ­ჯვა­რი რომ გა­და­ვი­წე­რე, მან გა­ი­ცი­ნა.

თუ არა­ფე­რი მეტ­კი­ნა, მა­ნამ­დე ვიბ­რძო­ლებ. მი­ფიქ­რია, თავი უნდა და­ვა­ნე­ბო მაგ­რამ, მკავ­ჭიდ­მა გა­და­მა­ლა­ხი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა ჩემს ბი­ჭებს. მე­გო­ბა­რი თუ არ გყავს გვერ­დით, და­სა­ნა­ნია. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

თუ იტყვი, რომ არ შე­მიძ­ლია, მა­შინ არა­ფე­რი არ გა­მო­ვა. რწმე­ნა უნდა გქონ­დეს, რომ მე ამას შევ­ძლებ!

ვახ­ტან­გი ახო­ბა­ძე არის ერთ-ერთი ქუ­თა­ი­სე­ლი. სუ­ლით და გუ­ლით მინ­და, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე ავამ­ღე­რო ქარ­თუ­ლი ჰიმ­ნი,“ – ვრცელ­დე­ბა ამო­ნა­რი­დე­ბი პა­რამ­კლავ­ჭი­დე­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან.

რო­გორც სპორ­ტსმე­ნი Nomad Sports- თან აცხა­დებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად გული იმა­ზე დას­წყდა, რომ მე­ტო­ქემ ხელი არ ჩა­მო­არ­თვა:

  • “მო­ვი­გე და ხელი გა­ვუ­წო­დე, ხელი არ ჩა­მო­მარ­თვა. ქარ­თვე­ლე­ბი თავ­მდა­ბა­ლი ერი ვართ. ჩვენ ვი­ცით - რამ­დენ­ჯერ წაგ­ვი­გია, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თვის ხელი ჩა­მოგ­ვირ­თმე­ვია და მე­ო­რე დღეს ძმა­კა­ცო­ბა გვით­ქვამს,“ - გა­იხ­სე­ნა ახო­ბა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მოლ­დო­ვეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პა­რამ­კლავ­ჭი­დის ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. ქარ­თველ­მა პა­რას­პორ­ტსმე­ნებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 30 ოქ­როს, 22 ვერ­ცხლი­სა და 19 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. ტურ­ნირ­ზე 61 ქვეყ­ნის პა­რას­პორ­ტსმე­ნი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პა­რამ­კლავ­ჭი­დელ­მა გო­გო­ებ­მა გუნ­დუ­რი მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის იყო ვახ­ტანგ ახო­ბა­ძე, რო­მელ­მაც ფი­ნა­ლურ მატჩში, 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში (მარ­ჯვე­ნა მკლა­ვი) გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აე­რო­პორ­ტში არ დახ­ვდნენ. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უამრვი სა­ჩუ­ქა­რი, მათ შო­რის ბინა, ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი გა­დას­ცეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

ვამაყობთ

 

 

თქვენით 

გვანცა
0

გილოცავ, მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“მეც არ მომეწონა, პირჯვარი რომ გადავიწერე, გაიცინა; სულით და გულით მინდა, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი“ - რას იხსენებს პარამკლავჭიდელი შეხვედრაზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო

“მეც არ მომეწონა, პირჯვარი რომ გადავიწერე, გაიცინა; სულით და გულით მინდა, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი“ - რას იხსენებს პარამკლავჭიდელი შეხვედრაზე, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო

პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე, რომელმაც მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მეტოქესთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

ინტერნეტში, ვირუსულად გავრცელდა ახობაძისა და მისი მეტოქის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დამარცხების შემდეგ, პარამკლავჭიდელი მას ხელს არ ართმევს. დასაწყისში კი იცინის - სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება.

“მეც არ მომეწონა, პირჯვარი რომ გადავიწერე, მან გაიცინა.

თუ არაფერი მეტკინა, მანამდე ვიბრძოლებ. მიფიქრია, თავი უნდა დავანებო მაგრამ, მკავჭიდმა გადამალახინა ეს ყველაფერი.

ყველაფრისთვის მადლობა ჩემს ბიჭებს. მეგობარი თუ არ გყავს გვერდით, დასანანია. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

თუ იტყვი, რომ არ შემიძლია, მაშინ არაფერი არ გამოვა. რწმენა უნდა გქონდეს, რომ მე ამას შევძლებ!

ვახტანგი ახობაძე არის ერთ-ერთი ქუთაისელი. სულით და გულით მინდა, რომ ოლიმპიადაზე ავამღერო ქართული ჰიმნი,“ – ვრცელდება ამონარიდები პარამკლავჭიდელის ინტერვიუდან.

როგორც სპორტსმენი Nomad Sports- თან აცხადებს, ყველაზე მეტად გული იმაზე დასწყდა, რომ მეტოქემ ხელი არ ჩამოართვა:

  • “მოვიგე და ხელი გავუწოდე, ხელი არ ჩამომართვა. ქართველები თავმდაბალი ერი ვართ. ჩვენ ვიცით - რამდენჯერ წაგვიგია, მაგრამ მოწინააღმდეგესთვის ხელი ჩამოგვირთმევია და მეორე დღეს ძმაკაცობა გვითქვამს,“ - გაიხსენა ახობაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირზე 61 ქვეყნის პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

პარამკლავჭიდელმა გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულებს შორის იყო ვახტანგ ახობაძე, რომელმაც ფინალურ მატჩში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოში დაბრუნებისას მას გულშემატკივრები აეროპორტში არ დახვდნენ. თუმცა, მოგვიანებით უამრვი საჩუქარი, მათ შორის ბინა, ავტომობილი და ფულადი პრიზები გადასცეს.