მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე - ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი" - შალვა პაპუაშვილი
"დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე - ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი" - შალვა პაპუაშვილი

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას დღეს სას­წორ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის 26 ოქ­ტომ­ბე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე­ო­რე რე­ფე­რენ­დუ­მი. სწო­რედ ამი­ტომ, ხე­ლახ­ლა უნდა მო­ვუხ­მოთ სიბ­რძნეს და სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო", - ამის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ოზურ­გეთ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "დან­გრე­უ­ლი ქვე­ყა­ნა არც ევ­რო­კავ­შირს და­ა­ინ­ტე­რე­სებს და არც ნატო-ს“.

მი­სი­ვე თქმით, "ევ­რო­პუ­ლი გზა უნდა გა­ვი­ა­როთ ისე, რომ მას არ შე­ე­წი­როს ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თვითმყო­ფა­დო­ბა, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და ხალ­ხი არ დად­გეს გა­ნად­გუ­რე­ბის წი­ნა­შე, არ მოგ­ვი­წი­ოს ას­კინ­კი­ლით ხტუნ­ვა, ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის უარ­ყო­ფა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­ცი­რე­ბა“.

"ჩვენ დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ კუ­თხე­ში, სა­დაც ოდით­გან­ვე ყვე­ლა­ზე მე­ტად აფა­სებ­დნენ მშვი­დო­ბას, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი გა­დარ­ჩე­ნის და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ქვა­კუ­თხედს. გუ­რუ­ლებს ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მით, რომ პო­ლი­ტი­კა, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო, გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის საქ­მეა, რად­გან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­პატ­რო­ნოა.

ზო­გი­ერ­თის­გან გვეს­მის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზეა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ­მა ხალ­ხმა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ დიდი ხა­ნია მისი სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტა. ეს არის ევ­რო­პუ­ლი გზა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ხალ­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მყა­რად არის გამ­ჯდა­რი ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვა­ში, ეროვ­ნულ გენ­ში და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

ამი­ტომ, დღეს, მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი ის კი არ არის, ავირ­ჩი­ოთ თუ არა ევ­რო­პუ­ლი გზა, არა­მედ რო­გორ გა­ვი­ა­როთ ის. ევ­რო­პუ­ლი გზა უნდა გა­ვი­ა­როთ ისე, რომ მას არ შე­ე­წი­როს ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თვითმყო­ფა­დო­ბა, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და ხალ­ხი არ დად­გეს გა­ნად­გუ­რე­ბის წი­ნა­შე, არ მოგ­ვი­წი­ოს ას­კინ­კი­ლით ხტუნ­ვა, ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის უარ­ყო­ფა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­ცი­რე­ბა.

ჩვენ - ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ - ვი­ცით, რა­საც ვა­კე­თებთ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­უ­ზი­ა­ნებ­ლად, გა­უ­ნად­გუ­რებ­ლად, ღირ­სე­უ­ლად მი­ვიყ­ვა­ნოთ მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ნავ­სა­ყუ­დელ­ში. ყვე­ლა, ვინც ამის წი­ნა­აღ­მდე­გია, სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რია, შინ და გა­რეთ.

ბოლო ორ წე­ლი­წად­ში კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, რო­გორ უბიძ­გებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ღუპ­ვე­ლი და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ომის­კენ. რო­გორ უცებ და­ი­ვი­წყეს რუ­სე­თის მი­მართ "სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე და­ჟი­ნე­ბით გვირ­ჩევ­დნენ და ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და დამ­ღუპ­ვე­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცია მო­ი­თხო­ვეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან.

სა­უ­ბე­დუ­როდ, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია პირ­და­პირ ჩა­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ა­ში. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას. და დღე­საც ეს არის მათი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა: მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ფრონტზე გაგ­ზავ­ნა, სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა, ვი­ზე­ბის შე­მო­ღე­ბა, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა და ვაჭ­რო­ბის გა­ჩე­რე­ბა. ჩვენ ხომ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ერთი გრა­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც რომ ჩა­იგ­დონ ხელ­ში, მე­ო­რე დღეს­ვე ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

რა არის ეს, თუ არა დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა და, უფრო მე­ტიც, ქვეყ­ნის პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტი, რომ­ლის ბოლო მხო­ლოდ ერ­თია - ომი, ნგრე­ვა, სიკ­ვდი­ლი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს, ოჯა­ხე­ბის და მო­მავ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა.

და რის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი? და­ღუ­პო შენი ხალ­ხი, რომ უცხო­ელ­მა ტაში და­გიკ­რას? გას­წი­რო შენი ქვე­ყა­ნა ნგრე­ვის­თვის, რომ წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა და­გი­გონ? არც კი ფიქ­რო­ბენ რა მო­მავ­ლის­თვის სწი­რა­ვენ სა­კუ­თარ შვი­ლებს, მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს. ვიღა გა­მოგ­ხე­დავს მი­წას­თან გას­წო­რე­ბულს და დან­გრე­ულს? ვი­ღას დას­ჭირ­დე­ბი სი­ღა­ტა­კე­სა და უი­მე­დო­ბა­ში ჩა­ძი­რუ­ლი? ვის უნდა მძი­მე ტვირ­თად ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აღარც აწ­მყო აქვს და არც მო­მა­ვა­ლი? ასე­თი დან­გრე­უ­ლი ქვე­ყა­ნა არც ევ­რო­კავ­შირს და­ა­ინ­ტე­რე­სებს და არც ნატო-ს.

პი­რი­ქით, ნე­ბის­მი­ე­რი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოა მი­სა­ღე­ბი, რო­მე­ლიც მტკი­ცედ, ორ ფეხ­ზე დგას ეკო­ნო­მი­კუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რად, უსაფრ­თხო­ე­ბით, ღირ­სე­ბით. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებს გვერ­დში უდ­გას სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს მე­გობ­რებს და თა­ვა­დაც იცის სა­კუ­თა­რი ფასი. სწო­რედ ასეთ ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ ჩვენ. და სწო­რედ ამას ებ­რძვის ოპო­ზი­ცია.

ბოლო წლე­ბის ქა­ო­სის და ომის ქარ­ცე­ცხლის რკალ­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ ერ­თმა რა­მემ გა­და­არ­ჩი­ნა: ეს იყო ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად, მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სწო­რედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას დღეს სას­წორ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის 26 ოქ­ტომ­ბე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე­ო­რე რე­ფე­რენ­დუ­მი. სწო­რედ ამი­ტომ, ხე­ლახ­ლა უნდა მო­ვუხ­მოთ სიბ­რძნეს და სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო. მად­ლო­ბა, რომ გუ­რია ჩვენს გვერ­დი­თაა! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მფარ­ვე­ლი!“ - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე - ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი" - შალვა პაპუაშვილი

"დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე - ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი" - შალვა პაპუაშვილი

"დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე. სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო", - ამის შესახებ ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ოზურგეთში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატო-ს“.

მისივე თქმით, "ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება“.

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს. გურულებს ყველაზე კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკა, ყველა მოქალაქის საქმეა, რადგან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი საპატრონოა.

ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და "ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა. ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში.

ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება.

ჩვენ - ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ - ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ.

ბოლო ორ წელიწადში კარგად დავინახეთ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპველი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ "სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და დამღუპველი სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან.

საუბედუროდ, ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ ჩაება საქართველოს თვითგანადგურების პოლიტიკურ კამპანიაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ესკალაციას. და დღესაც ეს არის მათი მთავარი დაპირება: მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების შემოღება, სანქციების დაწესება და ვაჭრობის გაჩერება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდონ ხელში, მეორე დღესვე ამ ყველაფერს გააკეთებენ.

რა არის ეს, თუ არა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და, უფრო მეტიც, ქვეყნის პირდაპირი ღალატი, რომლის ბოლო მხოლოდ ერთია - ომი, ნგრევა, სიკვდილი, ჩვენი სამშობლოს, ოჯახების და მომავლის განადგურება.

და რისთვის ეს ყველაფერი? დაღუპო შენი ხალხი, რომ უცხოელმა ტაში დაგიკრას? გასწირო შენი ქვეყანა ნგრევისთვის, რომ წითელი ხალიჩა დაგიგონ? არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვიღას დასჭირდები სიღატაკესა და უიმედობაში ჩაძირული? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი? ასეთი დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატო-ს.

პირიქით, ნებისმიერი ცივილიზებული თანამეგობრობისთვის ისეთი სახელმწიფოა მისაღები, რომელიც მტკიცედ, ორ ფეხზე დგას ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოებით, ღირსებით. ქვეყანა, რომელიც პარტნიორებს გვერდში უდგას საერთაშორისო მისიებში. გაერთიანებული ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს მეგობრებს და თავადაც იცის საკუთარი ფასი. სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ. და სწორედ ამას ებრძვის ოპოზიცია.

ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებას.

სწორედ დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე. სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო. მადლობა, რომ გურია ჩვენს გვერდითაა! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.